დღეს "სანტიაგო ბერნაბეუ" სეზონში მესამე "ელ კლასიკოს" ჩვენი დროით 23:59 საათზე უმასპინძლებს, რომელსაც სამი დღის ინტერვალით სეზონში მეოთხე მოჰყვება.

საქმე ისაა, რომ კოპა დელ რეის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს დაემთხვა ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა იმავე გუნდების მონაწილეობით, იმავე სტადიონზე. თასზე "ბარსას" უჭირს - "კამპ ნოუზე" 1:1 იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე, გოლი ერნესტო ვალვერდეს შეგირდებს მადრიდში გასატანი აქვთ, თუ ფინალში გასვლა სურთ.

ამ გუნდების პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება 6 თებერვალს "კამპ ნოუზე" გაიმართა. კატალონიელებმა გოლი მე-6 წუთზე მიიღეს, როცა ლუკას ვასკესმა კომბინაცია ახლო მანძილიდან გოლით დაასრულა. "ბარსელონამ" მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოუწყო მეტოქეს შტურმი, 57-ე წუთზე მალკომმა გაიტანა. თუ წინა დაპირისპირებაში ლიონელ მესის თამაში სათუო იყო, ახლა არგენტინელი კლასიკოს სუპერფორმაში ხვდება - ლეომ "სევილიასთან" მატჩში სამი გოლი გაიტანა და კარიერაში 50-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სანტიაგო სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "ბეილი, ისევე, როგორც დანარჩენები, მხოლოდ კლასიკოზე ფიქრობენ, როგორ გავიდეთ ფინალში. გარეთი 100 პროცენტით მზად არის ამ თამაშისთვის. ჩვენ მოგება და სამი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელება გვსურს. კლასიკო ის თამაშია, რომელიც ყველას მოსწონს, რომლის წყალობითაც ესპანეთი მსოფლიო ფეხბურთის დედაქალაქი ხდება".

ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "გამოსარჩევი თამაშია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი წყალობით შესაძლოა, თასის ფინალში გავიდეთ, მერეც, ეს "კლასიკოა". ახლა ბევრი საუბრობს VAR-ის მიერ მიღებულ საჭოჭმანო გადაწყვეტილებებზე, თუმცა ბარსელონაში მშვიდად ვართ. ვიცით, რომ ეს ნებისმიერი სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის თანმდევი პროცესია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გამარჯვებაზე. გოლს თუ ვერ გავიტანთ, ფინალში ვერ გავალთ. ეს მატჩი ფინალია, რადგან ერთი გუნდი გადის ფინალში, მეორე კი ვარდება. გაგვიჭირდება, რადგან პირველი მატჩის ანგარიში გვკარნახობს მოვლენათა განვითარებას. თავიდანვე ღია თამაში იქნება. რაც შეეხება არტურს, ის უკეთ არის, მაგრამ ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს. არტური განსხვავებული მოთამაშეა. მისი ყოფნა გუნდისთვის ძალზე სასარგებლოა, თუმცა მისი შეცვლა ჩვენ შეგვიძლია".

მასპინძელთა რიგებში კარში, წესით, კეილორ ნავასი ჩადგება, რადგან სათასო მატჩებზე სოლარი სწორედ კოსტარიკელს აყენებს, თუ მას ტრავმა არ აწუხებს. სოლარი "კამპ ნოუზე" მარსელოს გამოცდილებას ენდო, თუმცა, თუ ბრაზილიელის ბოლოდროინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, დაცვის მარცხენა ფრთაზე სერხიო რეგილონის გამოჩენას უნდა ველოდოთ. ლუკას ვასკესს მეტი შანსი აქვს, სასტარტოში დაიწყოს, ვიდრე გარეთ ბეილს, რომელსაც თანაგუნდელებთან კომუნიკაციის პრობლემები აქვს. საეჭვოა მხოლოდ მარკოს ლორენტესა და ისკოს თამაში.

სტუმართა რიგებში კლემან ლონლე ბოლო დღეებში ავადმყოფობდა. ასე რომ, ტრავმამოშუშებულ სამუელ უმტიტის კარგი შანსი აქვს, კლასიკო სასტარტოში დაიწყოს. არტურის საკითხი ღიაა. თუ ბრაზილიელი ვერ ითამაშებს, მისი ადგილისთვის ბრძოლა გამოცდილ არტურო ვიდალსა და ახალგაზრდა კარლეს ალენიას მოუწევთ. შეტევის მარცხენა ფლანგზე უსმან დემბელე ფილიპე კოუტინიოზე უკეთეს ფორმაშია. რაფინია და იასპერ სილესენი ვერ ითამაშებენ, თომას ვერმალენის თამაში კი საეჭვოა.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, უმტიტი, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურო ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, დემბელე

ფაქტები

ერნესტო ვალვერდესთვის ეს მატჩი მე-100 იქნება "ბარსას" თავკაცის პოსტზე.

"ბარსელონამ" და "რეალმა" ბოლო 28 დაპირისპირებიდან (ყველა შეჯიბრება) 24-ში 2.5 გოლზე მეტი გაიტანეს.

"რეალი" ესპანეთის თასის ბოლო 39 მატჩიდან 35-ში დაუმარცხებელია.

თასზე "რეალის" ბოლო 8 თამაშიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

"რეალისა" და "ბარსელონას" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგა
ბარსას მინიმუმ 3 გოლით დავასაჩუქრებთ ამაღამ:)
ზაზა
გაუმარჯოს რეალს!
შალვა
ჰანდიკაპით იგებს ბარსა.
Jorji
ჰალა მადრიდ
10
არაფერი მინდა ოღონდაც დღეს ბარსამ მოიგოს, და მაღარიჩი ჩემზე იყოს. მიდი ბარსა! მიდი ლეო!
ბარსა
სტატიის ავტორი მადრიდისტაა!!!????
Gigo
Viva barsa!
Zaza
3:1
irakli
მაგარი თამაში იქნება იმედია, ერთ კვირაში ორი ელ კლასიკო მაგარია
zura
ბარსელონა მოიგებს ამ მატჩსაც და მომავალ ტურის მატჩსაც/
ზურა
ბარსააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ანჩელოტის ბედი "ბარსელონასთან" მატჩზე გადის - ვინ შეიძლება გახდეს "რეალის" ახალი მწვრთნელი
სანტიაგო სოლარი: გულშემატკივრებს ვთხოვ, ზურგი არ გვაქციონ
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
[VIDEO] 7-გოლიანი თრილერი - "ელ კლასიკო" "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
სანტიაგო სოლარი შეიძლება "ინტერ მაიამის" ჩაუდგეს სათავეში
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ითამაშებს თუ არა ბელინგემი "ელ კლასიკოში"? - ანჩელოტიმ ინგლისელზე ისაუბრა
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ვალვერდეს მიაჩნია, რომ ესპანეთის ჩემპიონი "რეალი" გახდება
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"რეალმა" სოლარის შემცვლელების სია ჩამოწერა - სათავეში იურგენ კლოპია
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
Telemadrid: სანტიაგო სოლარი გადააყენეს - "რეალს" ჟოზე მოურინიოს ჩააბარებენ!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
El Gol Digital: პერესი ანჩელოტის დაითხოვს და სეზონის ბოლომდე გუნდს ამ მწვრთნელს ჩააბარებს
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა