მოხდა ის, რასაც მთელი საფეხბურთო იტალია ელოდა - “მილანმა” არ წააგო რომში და 2004 წლის შემდეგ, პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული
მოხდა ის, რასაც მთელი საფეხბურთო იტალია ელოდა - “მილანმა” არ წააგო რომში და 2004 წლის შემდეგ, პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.

დიახ, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, “როსონერი” სკუდეტოს მფლობელია და ეს ნამდვილად არ გახლავთ სახუმარო საქმე. თანაც, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თანაქალაქელი “ინტერის” ჰეგემონია დაამხო, რაც “შავ-წითელთა” ტიფოზებისთვის ორმაგად სასიხარულო ამბავია. ალეგრი ვახსენეთ და მასზეც უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა - ბევრი სკეპტიკურად შეხვდა მის “კალიარიდან” “როსონერიში” გადაბარგებას, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ლეონარდოს აკლია რაღაც, რაც მწვრთნელს წარმატების მისაღწევად სჭირდება და ეს მიმდინარე სეზონშიც ნათლად გამოჩნდა. რაღაც იქით იყოს და არის კიდევ ვიღაც, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ქვია - სადაც ეს ფეხბურთელია, იქაა საჩემპიონო ტიტულიც. თავად განსაჯეთ, შვედი მერვე სეზონია ზედიზედ ახერხებს გაპირველებას და ეს ისტორია ჯერ კიდევ ამსტერდამის “აიაქსში” დაიწყო. ჰოლანდიაში ზლატანმა ორჯერ იჩემპიონა, შემდეგ “იუვენტუსში” გადაბარგდა და იქაც ამდენჯერვე გახდა საუკეთესო, რასაც “ინტერი” და სამი სკუდეტო მოჰყვა - შემდეგ “ბარსელონა”, ლა ლიგაში გამარჯვება და აი, ისევ სერია A და ისევ სკუდეტო. მართლაც რომ ფენომენალური შედეგია, ბრავო იბრა...

“რომა”-“მილანის” შეხვედრაში ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ - პირველ ნახევარში მასპინძლები ფლობდნენ უპირატესობას და საგოლე მომენტებიც შექმნეს მილანელთა კართან. მაგალითად, მირკო ვუჩინიჩს ჰქონდა გატანის შესანიშნავი შანსი, პირისპირ დარჩა კრისტიან აბიატისთან, მაგრამ ამ უკანასკნელმა ითამაშა ბრწყინვალედ. საერთოდ, აბიატი უდავოდ საუკეთესო სეზონს ატარებს და მიუხედავად ჯანლუიჯი ბუფონის არსებობისა, გავბედავთ და ვიტყვით, რომ ყველაზე გამორჩეული გახლავთ სერია A-ში მოასპარეზე კიპერებს შორის.

მეორე ტაიმში უპირატესობას უკვე “მილანი” დაეუფლა და თამაშმა მასპინძელთა ნახევარზე გადაინაცვლა. მატჩი ახალი განახლებული იყო, როდესაც რობინიომ აიღო თამაში საკუთარ თავზე, ერთი მეტოქე კარგად მოატყუა, დაარტყა კიდეც და ბურთი ალეშანდრე დონის კარის ძელს გაარტყა. ბრწყინვალე შანსი მიეცა კევინ პრინც ბოატენგს, რომელიც შეცვლაზე შესულმა მასიმო ამბროზინიმ გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, განელმა ერთი შეხებით სცადა მეტოქის კარის აღება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. “მილანს” კიდევ ჰქონდა მომენტები და ნათელი გახდა, რომ თუ ვინმე მოიგებდა ამ შეხვედრას, ეს სწორედ “როსონერი” იქნებოდა. ამიტომ, “რომა” ქულის შენარჩუნებაზე გადავიდა, საკუთარ ნახევარზე განლაგდა და რადგან “მილანს” ქულაც ჰყოფნიდა გასაჩემპიონებლად, თამაშის ბოლო ათწუთეული დიდი ვერაფერი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, “ოლიმპიკოზე” შეკრებილი გულშემატკივრები კი მსაჯის საფინალო სასტვენის მოლოდინში გაირნიდნენ…

არბიტრმა ემილიო მორგანტიმ ხუთი წუთი დაამატა შეხვედრას და კიდევ ცოტა ხანი აწვალა ფეხბურთელები, შემდეგ კი დაიწყო ის, რასაც მთელი “მილანი” და ამ გუნდის მრავალათასიანი, გნებავთ მრავალმილიონიანი გულშემატკივარი მთელი სეზონის განავლობაში ელოდა - ისტერიული ზეიმი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული, მათ შორის ტრიბუნებიდან მოედანზე ჩასული ადრიანო გალიანი და სილვიო ბერლუსკონის შვილი ბარბარა ბერლუსკონი, რომელზეც ამბობენ ალეშანდრე პატოსთან აქვს რომანიო. ფეხბურთელს და კლუბის ერთ-ერთ დირექტორს ძალიან არ უნდოდათ ამ ამბის გახმაურება, მაგრამ საჩემპიონო ემოციამ თავისი გაიტანა და პირდაპირ მოედანზე გადაეხვივნენ ერთმანეთს - ამ გადახვევას მეგობრულს ნამდვილად ვერ დავარქმევდით.

სრულიად გაშიშვლდა ინაციო აბატე და მთელი მოედანი ტრუსის ამარა შემოირბინა, ჯენარო გატუზომ და ანტონიო კასანომ კი პირი შეკრეს, ერთი დიდი შამპანურის ბოთლი დაიჭირეს და ვინც კი გზად გადაეყარათ, ყველა გაწუწეს, მათ შორის ყოველთვის თავდაჭერილი ალეგრიც. თუმცა, რა დროს თავდაჭერა იყო, თვითონ ალეგრიც ბავშვივით ხარობდა და იმდენი ირბინა, ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდებოდა - შემდეგ რა თქმა უნდა ხელში აიტაცეს და ჰაერში ატყორცნეს. კიდე ის, რომ კასანომ მოახერხა და ზეიმის დროს თავი გაიტეხა, თუმცა როგორ და რანაირად, მხოლოდ მან იცის და არ ამხელს...

მოკლედ, “როსონერიმ” გაიხარა, ზეიმმა კი მილანის ქუჩებში გადაინაცვლა, ქუებში, რომლებიც ასობით ათასმა ადამიანმა შავ-წითლად შეღება. ეს ზეიმი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და კულმინაცია მომდევნო უქმეებზე, “მილანი”-“კალიარის” პაექრობისას შედგება - გადაჭედილ “სან სიროზე” მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოს, ანუ საჩემპიონო თასს მიიღებს. რაც შეეხება საჩემპიონო კომენტარებს, ალბათ ცოტა მოგვიანებით გაკეთდება, რადგან ჯერჯერობით ყველაფერს ემოცია შთანთქავს - კამერების წინ კი მწვრთნელ-ფეხბურთელებ-გულშემატკივრები მხოლოდ ერთს გაჰყვირიან: “MILAAAAAN CAMPEOOOOON”.

"მილანის" საჩემპიონო თამაში უდავოდ ყველაზე გამოსარჩევია, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, "უდინეზე"-"ლაციოს" ჯახი უფრო დიდ ინტერესს იწვევდა. მას შემდეგ, რაც "რომამ" დაკარგა ქულები "როსონერისთან", "ლაციოსთვის" ფრე ხელსაყრელი შედეგი იქნებოდა, "უდინეზე" კი მხოლოდ მოსაგებად გავიდა მინდორზე. ალბათ სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი იმისა, რომ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, მეოთხე ადგილზე "უდინეზეა" წამოსკუპებული. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა. თუმცა, უფრო მწვავედ მაინც უდინელები უტევდნენ და პირველივე ტაიმში, ორჯერ "მიართვეს" მეტოქეს...

ორივე გოლი ანტონიო დი ნატალემ გაიტანა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ალექსის სანჩესის დამსახურებაც - 35-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც დი ნატალე მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, შესანიშნავი პასი მიიღო სწორედ სანჩესისგან, კარგად ჩამოიღო ბურთი და უძლიერესი დარტყმით ნესტორ მუსლერას შანსი არ დაუტოვა, 1:0. მეორე გოლიც სანჩესის შესანიშნავ გადაცემას მოჰყვა, ისევ მარჯვენა ფლანგზე ჩააგდო ბურთი ჩილელმა, საიდანაც დაბალი გადაცემით ისევ დი ნატალე მოძებნეს და მასაც ისღა დარჩენოდა, რომ დუბლი შეესრულებინა, 2:0. მეორე ნახევარი რომაელთა შეტევებში წარიმართა, მით უმეტეს, ფრიულელებს ანჯელა გაუგდეს მოედნიდან და დაახლოებით 25 წუთის თამაში კაცნაკლულებს მოუწიათ.

რომაელებმა შეძლეს ერთი გოლის გატანა, რაც მთლიანად ჩეხი ფორვარდის, ლიბორ კოზაკის დამსახურებაა - კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ, ბრძოლაში დაჰკრა ბურთს თავური და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საკმაოდ სახიფათო ფორვარდია. იქამდე მაურო სარატეს ჰქონდა ერთი ბურთის გაქვითვის ბრწყინვალე შანსი, მაგრამ თერთმეტმეტრიანი გააცუდა - მთლიანობაში, არგენტინელმა თამაში აშკარად ჩააგდო. მოკლედ, "უდინეზემ" უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და თუ დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმს მოიპოვებს, ლიგის საგზურში ვერავინ შეეცილება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "კატანიასთან" საშინაო მარცხის შემდეგ, "ბრეშამ" ელიტაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც კი დაკარგა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს. სიცილიელები უმოტივაციოდ ესტუმრნენ აუტსაიდერს და თითქოს არც უნდა გამოედოთ თავი, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

"ინტერმა" "ფიორენტინა" მიიღო და 60 000 ერთგული გულშემატკივრის თვალწინ, მეტოქე ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს "მილანმა" გაიფორმა სკუდეტო, "ჯუზეპე მეაცაზე" დიდი სიხარულით მიიღეს ფლორენციელთა ძლევა და ფეხბურთელები ოვაციებით გააცილეს მინდვრიდან. ეს ერთგვარი ჟესტი იყო ტიფოზთა მხრიდან და დემონსტრირება იმის, რომ მარცხის დროსაც საყვარელ გუნდს ბოლომდე გვერდში უდგანან.

და მაინც, გასული უქმეები "მილანის" იყო, გუნდის, რომელმაც მეთვრამეტედ მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული.

მომდევნო ტური:

14 მაისი: ლაციო-ჯენოა, მილანი-კალიარი; 15 მაისი: ფიორენტინა-ბოლონია, ჩეზენა-ბრეშა, პარმა-იუვენტუსი, ბარი-ლეჩე, კატანია-რომა, კიევო-უდინეზე, სამპდორია-პალერმო, ნაპოლი-ინტერი.

პალერმო-ბარი 2:1

პალერმო (4-3-1-2): სირიგუ - დარმიანი, მუნოზი, ბოვო, გარსია (72. კაროციერი) - აკვა, ნოჩერინო, ბასინოვიჩი - კასამი (72. ილიჩიჩი) - მიკოლი, პინილია (46. ერნანდესი).

ბარი (4-4-2): პადელი - ბელმონტე, პარიზი, ა. მაზიელო, როსი - გაცი, კოპუნეკი, დონატი (69. გეზალი), ბენტივოლიო - ჰუსეკლეპი (81. გრანდოლფო), რომერო (75. რივასი).

გოლები: 0:1 ბენტივოლიო (7), 1:1 მიკოლი (39), 2:1 ბოვო (53).

გაფრთხილება: მუნოზო - პადელი, კაპუნეკი.

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 12(4)-10(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 24 000

რომა-მილანი 0:0

რომა (4-2-3-1): დონი - კასეტი, ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - პიზარო, ბრიგი (17. როზი - 82. კაპრარი) - ტადეი, ვუჩინიჩი (54. ბორიელო), სიმპილისიო - ტოტი.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო (46. ამბროზინი), ვან ბომელი, ბოატენგი - ზეედორფი - რობინიო (74. პატო), იბრაჰიმოვიჩი.

გაფრთხილება: ტადეი - ვან ბომელი, ბოატენგი, პატო.

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 5(2)-4(1); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 68 000

ბოლონია-პარმა 0:0

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - ბრიტოსი (69. ჩერუბინი), პორტანოვა, მორასი, მორლეო - პერესი, რადოვანოვიჩი (60. კრჰინი), ეკდალი - კაზარინი (79. ხიმენესი) - რამირესი, დი ვაიო.

პარმა (4-4-2): პავარინი - პალეტა, ლუკარელი, ძაკარდო, გობი - მორონე, მოდესტო, ჯემაილი, ვალიანი - ჯოვინკო (81. გალოპა), ბოჟინოვი (69. კანდრევა).

გაფრთხილება: მორასი, ეკდალი - ლუკარელი.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7(4)-5(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 19 000

ბრეშა-კატანია 1:2

ბრეშა (3-5-2): არკარი - ძობოლი, ძამბელი, ბეგა - ბერარდი, კონე (50. ჯონატანი), ბაიოკო (67. ლანცაფამე), ჰეტემაი, დიამანტი - ედერი, კარაჩოლო.

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - სილვესტრი, პოტენცა, სპოლი, კაპუანო - რიკიუტი (65. ლოდი), კარბონი - ბერგესიო (81. მაქსი ლოპესი), ბიაჯანტი (78. ისკო), შელოტო - გომესი.

გოლები: 0:1 სილვესტრი (22), 0:2 ბერგესიო (76), 1:2 დიამანტი (90).

გაფრთხილება: ბაიოკო, ჰეტამაი, დიამანტი (ბრეშა).

გაძევება: ლანცაფამე (79).

გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 10-1; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9(4)-6(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 10 000

კალიარი-ჩეზენა 0:2

კალიარი (4-3-2-1): აგაცი - პერიკო (68. არიაუდო), კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი (82. კაპელინი), ნაინგოლანი, ლაძარი - მისიროლი (75. ლანერი), რაგაცუ - აკვაფრესკა.

ჩეზენა (4-4-2): ანტონიოლი - ფონ ბერგენი, პელეგრინო, ჩეკარელი, ლაურო - კოლუჩი (30. სამარკო), პაროლო, კაზერტა, ხიმენესი (90. ბოგდანი) - ჯაკერინი, ბუდანი (75. მალონგა).

გოლები: 0:1 ხიმენესი (54), 0:2 მალონგა (84).

გაფრთხილება: კანინი, ნაინგოლანი - პელეგრინი.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 13-1; ჯარიმა: 13-6; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(1)-4(3); ბურთის ფლობა: 70%-30%.

მაყურებელი: 9 000

ინტერი-ფიორენტინა 3:1

ინტერი (4-3-3): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, მატერაცი (77. ლუსიო), კივუ (72. ობი) - ძანეტი, კამბიასო, ხარჯა - კოუტინიო, ეტოო (58. პანდევი), პაცინი.

ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი (81. კომოტო) - მონტოლივო, ბეჰრამი, დაგოსტინო (56. მუტუ) - ვარგასი, ჩერჩი (70. სანტანა), ჯილარდინო.

გოლები: 1:0 პაცინი (25), 2:0 კამბიასო (28), 2:1 ჯილარდინო (74), 3:1 კოუტინიო (77).

გაფრთხილება: დე სილვესტრი (ფიორენტინა).

გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(7)-13(8); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 60 000

ლეჩე-ნაპოლი 2:1

ლეჩე (4-4-2): როზატი - ტომოვიჩი, გუსტავო, ფაბიანო, მესბა - მუნარი (80. ჩევანტონი), ვივესი (70. ჯულიატო), ოლივერა, ჯაკომაცი - კორვია, დი მიკელე (90. კოპოლა).

ნაპოლი (4-3-2-1): დე სანკტისი - მაჯო, არონიკა, კანავარო, კამპანიარო - იებდა (60. მასკარა), გარგანო, დოსენა (60. ცუნიგა) - ჰამშიკი (85. პაციენცა), ლავეცი - კავანი.

გოლები: 1:0 კორვია (49-პე.), 1:1 მასკარა (67), 2:1 ჩევანტონი (88).

გაფრთხილება: ჯაკომაცი, ჩევანტონი - დე სანკტისი, მაჯო, მასკარა.

გაძევება: კორვია (54) - კავანი (74).

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9(4)-15(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 15 000

უდინეზე-ლაციო 2:1

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, ანჯელა - ბადუ, ისლა, არმერო (90. პასკუალე), პინცი, ასამოა - დი ნატალე (71. კორადი), სანჩესი (69. ეკსტრანდი).

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, გარიდო (41. სკალონი) - ბროკი, მათუზალემი - გონსალესი, ერნანდესი (66. როკი), სარატე - ფლოკარი (66. კოზაკი).

გოლები: 1:0 დი ნატალე (35), 2:0 დი ნატალე (42), 2:1 კოზაკი (76).

გაფრთხილება: პინცი, ბადუ - დიასი, ბროკი, სკალონი, კოზაკი.

გაძევება: ანჯელა (66).

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 0-6; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 8(6)-15(5); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 20 000

ჯენოა-სამპდორია 2:1

ჯენოა (4-4-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე, კრიშიტო - კუჩკა, რაფინია (74. ანტონელი), მილანეტო, როსი - ფლორო ფლორესი (81. ბოზელი), პალასიო.

სამპდორია (4-4-2): და კოშტა - ციგლერი, ძაური, ლუკინი, ვოლტა - პალომბო, მანინი, ტისონე (69. პოლი), ლაჟკო (56. გუბერტი) - პოცი (79. მაკარონე), ბიაბიანი.

გოლები: 1:0 ფლორო ფლორესი (45), 1:1 პოცი (67), 2:1 ბოზელი (90).

გაფრთხილება: კრიშიტო, მილანეტო, როსი, ფლორო ფლორესი - ციგლერი, მანინი, ტისონე.

გაძევება: მესტო (90).

გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 2-10; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 8(3)-10(2); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 35 000

იუვენტუსი-კიევო დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 36 23 9 4 61-23 78

2. ინტერი 36 22 6 8 65-40 72

3. ნაპოლი 36 21 5 10 56-36 68

4. უდინეზე 36 19 5 12 63-43 62

5. ლაციო 36 18 6 12 47-35 60

6. რომა 36 17 9 10 55-49 60

7. იუვენტუსი 35 15 11 9 53-42 56

8. პალერმო 36 16 5 15 55-59 53

9. ფიორენტინა 36 12 13 11 46-41 49

10. ჯენოა 36 13 9 14 40-41 48

11. კალიარი 36 12 8 16 42-46 44

12. კატანია 36 11 10 15 37-48 43

13. კიევო 35 10 12 13 33-35 42

14. პარმა 36 10 12 14 37-46 42

15. ბოლონია 36 11 11 14 34-47 41

16. ჩეზენა 36 10 10 16 35-47 40

17. ლეჩე 36 10 8 18 42-62 38

18. სამპდორია 36 8 12 16 31-44 36

19. ბრეშა 36 7 10 19 32-49 31

20. ბარი 36 4 9 23 23-54 21

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 28 - დი ნატალე (უდინეზე); 26 - კავანი (ნაპოლი); 20 - ეტოო (ინტერი); 19 - დი ვაიო (ბოლონია); 18 - მატრი (იუვენტუსი); 15 - პაცინი (ინტერი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), პატო (მილანი).

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია