განსაკუთრებით უიღბლო ეს ტური რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის გამოდგა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გამუდმებით წვიმს, ქართულ ლეგიონს "გვალვიანი" უქმეები გამოუვიდა - თუ არ ჩავთვლით მოლდოვის ჩემპიონატში მოთამაშე 30 წლის ლევან კორღალიძის გოლს, ჩვენებურებს თავი არაფრით გამოუჩენიათ.

ვერ ვიტყვით რომ ქართველი ფეხბურთელები მთელ ევროპაში ბრწყინავენ, მაგრამ ასეთ მოუსავლიან კვირასაც ვერ ვიხსენებთ. განსაკუთრებით უიღბლო ეს ტური რუსეთში მოთამაშე ქართველებისთვის გამოდგა...

დამნაშავე მე ვარ მხოლოდ

რუსული პრემიერლიგის 12 ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ ორმა ითამაშა! მათი ნახევარი "ვოლგაში" თამაშობს, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის. თეთრაძე მე-8 ტურში ყოფილ კლუბ "ანჟის" მასპინძლობდა. ქართველმა სპეციალისტმა მხოლოდ ორი თანამემამულე ათამაშა, დაცვაში ლაშა სალუქვაძე და შუახაზში გოგიტა გოგუა. მათე ვაწაძე სათადარიგო იყო, ხოლო სხვები განაცხადშიც არ ყოფილან.

მიუხედავად იმისა, რომ "ვოლგამ" ტაიმი მოიგო, ნიჟნი ნოვგოროდის გუნდი საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. "ჩემპიონატმა" გოგუას 6 ბალი დაუწერა, ეს შეფასება ერთ-ერთი საუკეთესო იყო დამარცხებულ გუნდში, სალუქვაძემ კი 5 ბალი მიიღო. სალუქვაძე გრიგალავას ცვლიდა დაცვის ცენტრში და ჩვეულ პოზიციაზე (მარჯვენა ფლანგზე) არ უთამაშია.

მატჩის შემდეგ თეთრაძემ გულშემაკტივრებს ბოდიში მოუხადა: "მინდა მოგიბოდიშოთ საშინელი მეორე ტაიმისთვის. ბიჭების სათანადოდ განწყობა ვერ შევძელი. მთელ პასუხისმგებლობას ამის გამო ჩემ თავზე ვიღებ, ფეხბურთელების ბრალი არაფერია."

ჯანო ანანიძეს (სპარტაკი) კოჭის ტრავმა გაუმიზეზდა, ნუკრი რევიშვილი (ანჟი) დაშავებულია, ალეკო ამისულაშვილის (კრასნოდარი) გამოჯანმრთელებამდე ჯერ დიდი დროა, დავით სირაძე (ნალჩიკი) სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.

რუსულ პრემიერლიგაზე სათქმელი მეტი არ გვაქვს და დუბლების ჩემპიონატზე შევჩერდებით, "რუბინის" დუბლებმა 2:0 მოუგეს "კრასნოდარისას" და ორივე გოლი ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებმა გაიტანეს, ნახევარმცველმა მიხეილ გორელიშვილმა და ფორვარდმა მერაბ ურიდიამ. მასპინძელთა შორის ითამაშეს ქართველმა ლეგიონერებმაც, ავთანდილ ბრაჭულმა და საბა კვირკველიამ.

ვინ გავარდება?

უკრაინული პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე კვლავ გაურკვეველია, რომელი გუნდი დატოვებს ჩემპიონატს ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" ერთად. მაშინ, როცა თორნიკე ოქრიაშვილის "ილიჩივეცმა", მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლმა" და ჯაბა კანკავას "კრივბასმა" მოიგეს, დამარცხდა ჯაბა ლიპარტიას"ზარია".

ახლა მდგომარეობა ასეთია: ბოლოსწინა "ილიჩივეცს" 26 ქულა აქვს და ერთით ჩამორჩება "ზარიას" და "სევასტოპოლს", "კრივბასს" კი - 3-ით. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ "ილიჩივეცმა" 5:1 მოუგო "ტავრიას", რომელსაც ტრავმირებული გიგიაძე აკლდა, ყველაზე რთულად საქმე მაინც მას აქვს. ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მეორე ტაიმში გამოვიდა (4:1-ზე) და მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო. 79-ე წუთზე მას ძალიან ლამაზი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მცირედით ააცილა ბურთი "ტავრიას" კარს.

ქართველთა გუნდებიდან ყველაზე კარგად "დნიპრო" თამაშობს ჩემპიონატში, უჩა ლობჟანიძის გუნდი 53 ქულით მესამეა, თუმცა თავად ქართველ მცველს აქვს პრობლემები, ხუანდე რამოსი მას ნაკლებად ენდობა, "ზარიასთან" მატჩშიც ბოლო წუთზე შეიყვანა და ისიც მხოლოდ დროის მოსაგებად.

დევდარიანის საგოლე, ძალამიძის მიკროტრავმა

დანიაში დავით დევდარიანის "ორჰუსმა" წინა ტურში გაინაღდა სასლიგის საგზური. ახლა ჩვენებურის გუნდი სტუმრად "ჰიორინგს" დაუზავდა. ქართველს ამჯერად გოლი არ გაუტანია, თუმცა თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ლადო დვალიშვილის "მაქაბი" საჩემპიონო ტიტულს მიუახლოვდა. ქართველის გუნდმა სტუმრად თელ ავივის "მაქაბი" 2:0 დაამარცხა. პირველი გოლისას ლადოს დარტყმული მცველს მოხვდა და ქართველის თანაგუნდელმა დაამატა.

პოლონეთში მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია "ვიძევის" შემტევ ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს. მწვრთნელმა ის დაასვენა, ლოძელებმა კი მის გარეშეც მოიგეს სტუმრად "იაგიელონიასთან" - 3:1. ძალამიძის ტრავმა სერიოზული არ არის და ის მომდევნო ტურში დაუბრუნდება გუნდს, რომელიც 33 ქულით მე-10 ადგილზეა.

უნგრულ შოპრონილიგაში "ეტო" სტუმრად "კეჩშკემეტს" დაუზავდა - 3:3. ამ უხვგოლიან მატჩში რატი ალექსიძეს თავი არ გამოუჩენია და ის მეორე ტაიმში შეცვალეს (შეფასება 5 ბალი). მოულოდნელად "ეტოს" სასტარტო შემადგენლობაში ლაშა თოთაძე გამოჩნდა (6 ბალი).

იაპონურ ჯეი-ლიგაში ამჯერად გოლი აღარ გაუტანია "სანფრეჩეს" ქართველ ლეგიონერ დავით მუჯირს, მან 90 წუთი ითამაშა "კოფუსთან" 1:1 დასრულებულ მატჩში.

იტალიის სერია B-ში ლევან მჭედლიძემ დაიბრუნა ადგილი "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში. მისმა გუნდმა კი "ალბინოლეფეს" 3:1 სძლია. ჩვენებური მეორე ტაიმში გამოცვალეს. მართალია, "ემპოლი" მხოლოდ მეცხრეა, მაგრამ საპლეიოფო ადგილამდე გუნდს მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ჩემპიონატის დასრულებამდე კი სამი ტური დარჩება.

ჰა ბურთი, ჰა პლეი ოფი!

ზურაბ ხიზანიშვილის გარეშე დაასრულა ჩემპიონატი "რედინგმა", რომელმაც ბოლო ტურში "დერბის" 2:1 მოუგო. "როიალსმა" ჩემპიონატი 77 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა და ახლა პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში "კარდიფს" (80 ქულა, მე-4 ადგილი) ხვდება. "რედინგს" პირველი ნახევარფინალი 13 მაისს შინ ელის უელსურ კლუბთან. ქართველმა მცველმა 46 ტურიდან 22-ში მიიღო მონაწილეობა.

99,99% სინჯის ოქროს გოლი

ლევან კორღალიძემ მოლდოვის ნაციონალურ დივიზიონში მე-13 გოლი მიითვალა. მან "დინამოს" 32-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში 2:0 გახადა (შეხვედრა ლიდერმა 3:1 მოიგო). ჩემპიონატის ოფიციალური საიტი წერს, რომ ლევანის გოლმა "დაჩია" 99,99%-ით მოლდოვის ჩემპიონი გახადა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა