დღეს, 6 მარტს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

დღის ცენტრალური შეხვედრა პარიზში გაიმართება, სადაც პსჟ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს, "რომა" კი "პორტუს" ესტუმრება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგაში წარმატებით ასპარეზობს. ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ გუნდი ქულებს ფაქტობრივად აღარ კარგავს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მინიმუმამდე შეიმცირა.

ამას ისიც ემატება, რომ საფრანგეთში ჩატარებულ შეხვედრაში წითელი ბარათი ინგლისელთა ლიდერმა პოლ პოგბამ მიიღო და ის დღეს გასამართ შეხვედრაში არ იქნება.

გარდა ამისა, "იუნაიტედს" სხვა სერიოზული პრობლემებიც აქვს, ტრავმირებულები არიან ანტონიო ვალენსია, ანდერ ერერა, ნემანია მატიჩი, ხუან მატა, ჯესი ლინგარდი. საეჭვოა ალექსის სანჩესის, ენტონი მარსიალის და ფილ ჯონსის თამაშიც.

პსჟ-ს არც დღევანდელ მატჩში ეყოლება ნეიმარი, რომელიც დიდი ხანია ლაზარეთშია და უცნობია, როდის დაუბრუნდება გუნდს. უცნობია, მოახერხებს თუ არა მატჩში მონაწილეობას ედინსონ კავანი, თუმცა მწყობრშია კილიან მბაპე, სხვა ლიდერების არყოფნაში პსჟ მთლიანად ახალგაზრდა ფრანგის ირგვლივაა აწყობილი.

ფაქტები

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პსჟ-ს საშინაო მატჩი ორბურთიანი სხვაობით მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 20 დღის წინ გაიმართა.

პირველ მატჩამდე "მანჩესტერს" ევროპულ ტურნირზე საკუთარ მოედანზე ერთ ბურთზე მეტი სხვაობით აქამდე არასდროს წაუგია.

6 მარტი. პარკ დე ფრანსი

პსჟ-მანჩესტერ იუნაიტედი 23:59 (2:0)

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: ბუფონი, კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, ბერნატი, ვერატი, მარკინიოსი, დანი ალვეში, დრაქსლერი, დი მარია, მბაპე

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შო, ფრედი, მაკტომინი, პერეირა, დალოტი, ლუკაკუ, რაშფორდი.

არ ითამაშებს: ნეიმარი, ნსოკი (პსჟ), ერერა, ლინგარდი, ჯონსი, მარსიალი, მატა, მატიჩი, პოგბა, სანჩესი, ვალენსია (ყველა მანჩესტერი)

საეჭვოა: კავანი (პსჟ)

პორტუ - რომა

საინტერესო თამაში გველოდება პორტუგალიაში, სადაც "პორტუ" "რომას" მიიღებს. გუნდები ერთმანეთს 13 თებერვალს რომში შეხვდნენ და მატჩი "რომას" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

მართალია, იტალიელებმა გაიმარჯვეს, თუმცა "პორტუმ" სტუმრად გოლის გატანა მოახერხა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა, რაც საპასუხო მატჩის წინ წყვილში ფავორიტის არსებობას გამორიცხავს.

პორტუგალიელები მატჩს უდანაკარგოდ ხვდებიან. მათ არცერთი ტრავმირებული მოთამაშე არ ჰყავთ. რაც შეეხება "რომას", იტალიელებს ტრავმის გამო თურქი შემტევი ჩენგიზ იუნდერი არ ეყოლებათ. საეჭვოა კოსტას მანოლასის და ნიკოლო ზანიელოს თამაშიც. სწორედ ახალგაზრდა იტალიელმა მოახერხა პირველ მატჩში "პორტუს" კარში დუბლის შესრულება.

ფაქტები

ბოლოს "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2014-15 წლების სეზონში იყო.

"რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ 1-ში გაიმარჯვა (1 ფრე, 6 მარცხი).

"რომას" მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 10 მატჩიდან 9-ში 2 გოლზე მეტი გავიდა.

6 მარტი. ესტადიო დო დრაგაო

პორტუ-რომა 23:59 (1:2)

სავარაუდო შემადგენლობები:

პორტუ: კასილასი, მილიტაო, პეპე, ალექს ტელესი, დანილო, ერერა, ოლივერ ტორესი, კორონა, ბრაჰიმი, მარეგა

რომა: ოლსენი, ფლორენცი, მანოლასი, მარკანო, კოლაროვი, კრისტანტე, დე როსი, პელეგრინი, ზანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი.

არ ითამაშებს: ჩენგიზ იუნდერი, პასტორე (ორივე რომა)

საეჭვოა: მანოლასო, ზანიოლო (ორივე რომა)

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება