მიმდინარე წლის 21 მარტს სტარტს იღებს ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი.

კონტინენტის მთავარი სანაკრებო ტურნირის მატჩები 12 ქვეყანაში გაიმართება. ამიტომ, უეფას გადაწყვეტილებით, მასპინძლის სტატუსით ფინალური ეტაპის საგზურს არც ერთი ქვეყანა არ მიიღებს.

ფინალური ეტაპის 24 საგზურისთვის უეფას წევრი 55 ქვეყანა იბრძოლებს. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გუნდები 10 ჯგუფში გადანაწილდნენ, საიდანაც 5 ჯგუფი ხუთგუნდიანი, 5 კი - ექვსგუნდიანი იქნება.

ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ. დანარჩენ ოთხ საგზურს ერთა ლიგის A, B, C და D დივიზიონების პლეი-ოფის გამარჯვებულები მიიღებენ.

თუკი ერთა ლიგის პლეი-ოფების მონაწილე რომელიმე ქვეყანა შესარჩევი ეტაპის შედეგად ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ერთა ლიგის პლეი-ოფში მას კონკრეტული დივიზიონის პლეი-ოფებს მიღმა დარჩენილი საუკეთესო ნაკრები ჩაანაცვლებს.

ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის 24 მონაწილე 6 ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლებას პირველ და მეორეადგილოსნებთან ერთად 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მოიპოვებს. ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2019 წლის 1-ელ დეკემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებენ:

ამსტერდამი

ბაქო

ბილბაო

ბუდაპეშტი

ბუქარესტი

გლაზგო

დუბლინი

კოპენჰაგენი

ლონდონი

მიუნხენი

რომი

სანქტ-პეტერბურგი

ფინალური ეტაპის მასპინძელი 12 ქვეყნიდან 7 პირველად მასპინძლობს მსგავს ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ევრო 2020 უნიკალური და ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევროპის ჩემპიონატი იქნება.

ევრო 2020-ის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ 2020 წელს ევროპის პირველობას 60 წელი უსრულდება.

ნახევარფინალები და ფინალი კი ფეხბურთის სამშობლოში, "უემბლიზე" გაიმართება.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ის D ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები შვეიცარიის, დანიის, ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებები არიან.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:

23 მარტი

საქართველო-შვეიცარია, 18:00 საათი

26 მარტი

ირლანდია-საქართველო, 23:45 საათი

7 ივნისი

საქართველო-გიბრალტარი, 20:00 საათი

10 ივნისი

დანია-საქართველო, 22:45 საათი

8 სექტემბერი

საქართველო-დანია, 20:00 საათი

12 ოქტომბერი

საქართველო-ირლანდია, 17:00 საათი

15 ოქტომბერი

გიბრალტარი-საქართველო, 22:45 საათი

15 ნოემბერი

შვეიცარია-საქართველო, 23:45 საათი

beso
მთავარია ბრძოლა არათუ მეორე ადგილისთვის არამედ პირველისთვის, წარმატებები ბიჭებო.
ვასო
სულ თავისუფლად შეიძლება მინიმუმ მეორეზე გასვლა, პირველიც სავსებით რეალურია. საქართველოს ნამდვილადა ჰყავს დღეს ფეხბურთელები, რომელთაგან იდეალური ნაკრების დაკომპლექტებაა შესაძლებელი. მე ამ კონტინგენტით შეუძლებელს შევძლებდი ანუ აქედანაც გავიდოდი და ფინალურზე ჯგუფიდანაც. ესენი რას იზამენ ვნახოთ. დაიწყებენ ეხლა, მესამე ადგილიო, და იქიდან გავალთო და ასე კანკალით და თავის დაზღვევით. ოქრის თუ გამოიძახებენ და მჭედლოს საინტერესოა. დვალიშვილი თამაშობს ნეტა? ნავალოვსკი არ დაგავიწყდეთ კიდევ
Kkk
პლეიოფში ისედაც ვართ ერთა ლიგიდან აბა შესარჩევის პლეიოფი აღარ არის 1-2 ადგილი ავტომატურად გადის.
samtredski
ამ ჯგუფში მაინც გაჭირდება ჩვენი ლიდერობა ამიტომ ასე მგონია ამ ეტაპზე რა შანსიც გვაქ ის გამოვიყენოთ და ბელარუსი ჩამოვიტოვოთ უკან ესეც დიდი მიღწევა იქნნება ჩვენ ტექნიკური ბიჭები გვყავს მარა ბელარუსს ძალისმიერი გუნდი ყავს და უნდა გავძლოთ ბოლო წამამდე.
გოგა
ამ ჯგიფში ბევრი ფრე იქნება ჩემი აზრით და მეორე ადგილოსანი შეიძლება ცოტა ქულებითაც გავიდეს.იმედი მაქ ეგ საქართველო იქნება
ოთარ
ესეიგი დიდი შანსია მინიმუმ პლეიოფში მაინც მოვხვდეთ.ერთ-ერთ ფქვორიტს მაინც უნდა ვაჯობოთ.რაღაც მჯერა ამ შესარჩევითვე გავალთ ევროპაზე.ჩვენი დროც მოვიდა მემგონი.
Semi
კარგი კალენდარი გვაქ, იმედია ცოტა მეტად გაგვიმართლებს და ჯგუფური ეტაპიდან მოვხვდებით ევროპაზე
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საქართველო-შვეიცარიის მატჩზე უკვე 33 841 ბილეთი გაიყიდა
საქართველო-შვეიცარიის მატჩზე უკვე 26 862 ბილეთი გაიყიდა
გრიპის გამო შვეიცარიელებს თბილისში არც ადმირ მეჰმედი ჩამოჰყვება?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ლუკა მოდრიჩი: დროა, გავიღვიძოთ, ევრო-2020-ზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება
ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - რა უნდა ვიცოდეთ ირლანდიის ნაკრების შესახებ?
ირლანდიელთა მეკარე: საქართველო არაა ცუდი გუნდი, მათ შეუძლიათ ნებისმიერს გაურთულონ ცხოვრება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ