8, 9 მარტს გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ევროპის თასის ეტაპები გაიმართება სნოუბორდ კროსში. 10 მარტს კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS RACE) ეგიდით, სარეიტინგო შეჯიბრება შედგება ამავე დისციპლინაში.

"კუდების" ფერდობზე სათხილამურო ტრასის მშენებლობა უკვე დასრულდა. სპეციფიკური ტრასის ასაშენებლად მსოფლიო თასის ეტაპების ტრასების ფრანგი დიზაინერი და მშენებელი ტომას გირლანდო, ქართველ კოლეგებთან ერთად, 7 დღე მუშაობდა.

სხვადასხვადაბრკოლებიანი, ბუნებრივი თოვლის საფარით მომზადებული ტრასის სიგრძე თითქმის 1 კილომეტრს შეადგენს. ვერტიკალური ვარდნა - 120 მეტრი.

ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა - სნოუბორდ კროსი, ტრასაში ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. ხელოვნურად შექმნილი რამდენიმე დაბრკოლების გადალახვას სნოუბორდისტები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს, აზარტულ სანახაობას ქმნიან. კვალიფიკაციის დაძლევას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 62 სპორტსმენი ეცდება. ფინალურ შეჯიბრში კი საუკეთესო მონაცემების მქონე 32 სნოუბორდისტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ტექნიკური დელეგატის კლაუს ვალდნერის მეთვალყურეობით ჩაივლის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. მობილიზებული - სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ვერტმფრენი.

აღნიშნული შეჯიბრი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება ბაკურიანში.

პირველ დღეს შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენები 11:00 საათზე აიღებენ სტარტს. მანამდე კი ღონისძიების ორგანიზატორები 9:30 სთ-ზე "რედკოს" დასახლებაში, "მითლოფის" ტერიტორიაზე პრესკონფერენციას გამართავენ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია "სილქნეტი", რომელიც 2008 წლიდან სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.

სათხილამურო ფედერაცია

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე