ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან 22:27 დამარცხდნენ

"უმცროსი ბორჯღალოსნები" საფრანგეთთან 22:27 დამარცხდნენ

© გოგიტა ბუხაიძე

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 4-22 ივნისს არგენტინაში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, საფრანგეთის 20-წლამდელთა განვითარებად (მეორე) ნაკრებს სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და სტუმრებმა 27:22 იმარჯვეს.

მოსამზადებელ ეტაპზე ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი მატჩი მაღალი დონის მეტოქესთან. თბილისში სტუმრად მყოფ საფრანგეთის 20 წლამდელთა განვითარებად ნაკრებს მეორედ ოთხ დღეში, 10 მარტს კვლავ „ავჭალაზე“, 14 საათზე ვეთამაშებით. 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები თამაშებს ასევე 4-დღიანი ინტერვალებით ჩაატარებენ და ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია ოფიციალური ტურნირის წინ.

აღსანიშნავია, რომ ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები, განვითარებად საფრანგეთს შარშანაც ეთამაშნენ. მაშინ შეხვედრები „მარკუსიზე“ ჩატარდა და პირველი მატჩი მასპინძლებმა მაშინაც 5 ქულით მოიგეს (24:19), განმეორებით შეხვედრაში კი რევანში შედგა და საქართველომ 14:0 იმარჯვა.

დღევანდელ მატჩში მწვრთნელებმა საქმეში 26 მორაგბე ნახეს და მათმა უმრავლესობამ, ამ ასაკში ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშა. იგრძნობოდა შეთამაშების პრობლემა და ჩვენმა მორაგბეებმა უნებლიე შეცდომები მრავლად დაუშვეს, რის გამოც შეტევაში ბურთი რამდენჯერმე დაკარგეს. იყო კარგი მომენტებიც, რომლებითაც ტრიბუნაზე შეკრებილი 1000-ზე მეტი მაყურებელი კმაყოფილი დარჩა.

პირველი ტაიმი

ანგარიში რევაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით გახსნა, რასაც ფრანგებმა სწრაფი შეტევით უპასუხეს, ფრთაზე მეტოქე მბოჭავს გაექცა და ლელო გაიტანა. მეტოქის ნახევარზე გატარებული დიდი დროის მიუხედავად, შეტევაში დაკარგული ბურთების გამო ორჯერ ლელოს გატანა ვერ მოხერხდა. პასუხად ფრანგებმა კიდევ ერთი სწრაფი შეტევა განახორციელეს და 22-ში ფეხით თამაშს სტუმართა მეორე ლელო მოყვა - 3:10.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კვლავ მოახერხეს მეტოქის ნახევარზე დამკვიდრება. ისინი შერკინებაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრები კარგ, აგრესიულ დაცვას თამაშობდნენ. შესვენების წინ ჩვენმა შერკინებამ მეტოქისა 5-მეტრიან წყვეტილთან ორჯერ დააჯარიმა, მესამე შემთხვევაში ბურთი ხაზზე გაიშალა და ფრანგი მორაგბე ცინიკური ფოლისთვის (ბურთზე ხელის ჩარტყმა) სინბინით დაისაჯა.

რადგან შერკინებაში უპირატესობა გვქონდა, ნაღდი 3 ქულის აღების ნაცვლად კვლავ შერკინება ვირჩიეთ, ჯერ მარცხნივ მივეძალეთ, მერე მარჯვნივ, დემურ თაფლაძემ ორი მცველი აიყვანა და ბურთი ლელოში ლაშა ლომიძეს შეაყოლა, რომელიც ბოლო მცველმა ვეღარ შეაჩერა. ხარაზიშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა და ტაიმი 8:10 დავთმეთ.

მეორე ტაიმი

მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო და 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ ალამთან ლელო მივიღეთ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა თამაში ააჩქარეს და მარჯვენა ფრთაზე ხაზი გაჭრეს, ლელომდე 5-6 მეტრი რჩებოდა, როდესაც ფრანგები დაჯარიმდნენ. ამას რა თქმა უნდა შერკინება და კიდევ ერთი ჯარიმა მოყვა, ბურთი ბექა ყორიაულმა მალე გაათამაშა და ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა წამის შემდეგ, ქართველი მორკინალები სრული შემადგენლობით შევიდნენ ძელებსშუა და გიგი ლეშკაშელის ლელო ხარაზიშვილმა გარდასახა - 15:15.

მე-60 წუთზე მასპინძლები თავისი ნახევრიდან ცდილობდნენ ხელდახელ შეტევას, თუმცა ბურთი წინ გადავარდა, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს და კონტრშეტევა ლელოთი დაასრულეს. მალე სტუმრებმა დერეფნიდან გაითამაშეს კომბინაცია და მეხუთე ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. შეხვედრის მიწურულს უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ხელდახელ კარგი შეტევა განახორციელეს, ხაზის გაჭრის შემდეგ, გიორგი მიქანაძემ კაცის გამოტოვებით ოთარ ლაშხს გრძელი გადაცემა გაუკეთა და მისი ლელო თავად მიქანაძემ გარდასახა - 22:27 ორმატჩიანი სერიის პირველ შეხვედრაში.

მატჩის შემდეგ

საფინალო სასტვენის შემდეგ, განვლილ შეხვედრაზე და 10 მარტის მატჩის გეგმებზე ლადო კილასონიამ ისაუბრა:

„ეს არის მოსამზადებელი ტესტები და მწვრთნელები ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი მოთამაშე გამოვცადოთ. ჩვენთვის აუცილებელი იყო ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ თამაში და დღეს ამის საშუალება მოგვეცა. მთლიანობაში, მეტოქე ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა და ეს სწორედ ისაა, რაც გვინდოდა, რადგან როდესაც მსოფლიო თასზე გავალთ, ვიცოდეთ რასთან გვექნება საქმე“.

„პერიოდულად, ფრანგები იმ თამაშს აჩვენებდნენ, რასაც მსოფლიო თასზე უნდა ველოდოთ, თუმცა ეს მათი განვითარებადი გუნდია და არგენტინაში უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწევს თამაში, სადაც მეტოქეებად ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა გვეყოლებიან. იყო ეპიზოდები, როდესაც კმაყოფილები დავრჩით, თუმცა უკმაყოფილების საბაბიც საკმაოდ გვქონდა და ამაზე სამწვრთნელო შტაბი ვიდეო-ანალიზისას ვიმუშავებთ. მთლიანობაში, იმედგაცრუებული ნამდვილად არ ვართ, მაგრამ არც ნასიამოვნები დავრჩენილვართ“.

„დღეს 26 მორაგბე გამოვცადეთ. ვნახავთ როგორ იქნება ტრავმების მდგომარეობა, როგორ ჩაივლის აღდგენითი პროცესი, ვისზე გავაკეთებთ აქცენტს, ვინ დაგვემატება შემდეგი თამაშისთვის და ამის მიხედვით შევარჩევთ შემადგენლობას, რომელიც 10 მარტს ითამაშებს“.

6 მარტი. თბილისი. ავჭალა

საქართველო 20წ - განვითარებადი საფრანგეთი 20წ - 22:27

საქართველო:15. დავით გობეჯიშვილი (აია), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემურ თაფლაძე (ლელო, კაპ.), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ოთარ ძაგნიძე (აია), 10. რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), 9. მიხეილ ალანია (არმაზი); 1. ნიკა ღვალაძე (გრენობლი), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. გია ხარაიშვილი (რასინგ92), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. დავით გვიდიანი (არმაზი), 6. იოსებ გუშარაშვილი (ყოჩები), 7. პაატა ბურჭულაძე (რუსთავი), 8. იოანე იაშაღაშვილი (არმაზი).

მარქაფა:16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 19. გიგი ლეშკაშელი (აია), 20. ბექა ყორიაული (ლელო), 21. გიორგი მარგალიტაძე (ლელო), 22. სანდრო მარგიანი (აკადემია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 25. გიორგი მიქანაძე (აკადემია), 26. საბა ჯღარკავა (ლელო).

3 ლელო:ლომიძე, ლეშკაშელი, ლაშხი

2 გარდასახვა:ხარაზიშვილი, მიქანაძე

1 ჯარიმა:ხარაზიშვილი

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან

18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად

U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში

"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?

marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს

ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან

დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს

"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად

საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?

[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო

"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა

ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია

"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი

"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?

[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა

ზივზივაძე:  ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ

ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა

მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ

ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში

20 წ. | გახურებას საფრანგეთთან "ავჭალაზე" ვიწყებთ

lequipe: საქართველოსთან სარგებელი ვერ ვნახეთ - ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებს" აღიარებენ და ბონუსს მისტირიან

20 წ. | სამხრეთ აფრიკა ჯერჯერობით დაუძლეველია

20 წ. | იტალიაში მასპინძლებთან, ახალ ზელანდიასთან და ირლანდიასთან

ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო

U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიო გრანდთან ბრძოლაში დამარცხდა

20 წ. | ხარისხიანი გახურება სამხრეთ აფრიკასთან

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ფრანგი თანატოლები მშრალი ანგარიშით დაამარცხეს

20 წ. | სამხრეთ აფრიკისთვის 23 შეირჩა

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

20 წ. | სამი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან

ფრანგები "უმცროს ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვიდნენ