ფოტო: fcz.ch

ლევან ხარაბაძე "ციურიხში" გადასვლის შემდეგ შვეიცარიული კლუბის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდა. ის ყველა შეხვედრაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის, ევროპა ლიგაზე "ნაპოლისთან" ორმატჩიან დუელშიც ითამაშა.

23 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს, ლევანს კი, დიდი ალბათობით, დებიუტი ნაკრებშიც ექნება.

Sportall.ge "ციურიხის" მარცხენა მცველს შვეიცარიაში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- "ციურიხში" მარტივად გახდით ძირითადი შემადგენლობის წევრი, ელოდით, რომ ასე მარტივად მოიპოვებდით ადგილს?

- როცა ჩამოვდიოდი, მქონდა მოლოდინი, რომ უნდა მეთამაშა. ჩემი თამაშით არ ვარ უკმაყოფილო, თუმცა სამუშაო მაინც ბევრი მაქვს.

- ყველაზე მეტად რისი გამოსწორება გჭირდებათ?

- თავდამსხმელთან ერთი-ერთზე თამაშის და ასევე, ზოგადად, დაცვაში თამაშის გამოსწორება მჭირდება.

- თანაგუნდელებს როგორ შეეწყვეთ?

- ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, თანაგუნდელებს კარგად შევეწყვე.

- "ციურიხი" შვეიცარიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. რა არის გუნდის მიზანი?

- ჩვენი მიზანი სეზონის ოთხეულში დასრულება და ევროტურნირებზე გასვლაა, ასევე, ქვეყნის შიგნით - თასის მოგება.

- 23 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ელოდებით გამოძახებას?

- მე ძალიან მინდა ნაკრებში ვითამაშო, მაგრამ გამომიძახებენ თუ არა, ეს ვლადიმირ ვაისის გადასაწყვეტია.

- მასთან პირადად კომუნიკაცია არ გქონიათ?

- არა, არ მქონია. მოლოდინი მაქვს, რომ განაცხადში მოვხვდები.

- ზოგადად, ნაკრებისგან რას ელოდებით?

- დიდი იმედი მაქვს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპს დავძლევთ.

ჰაჰა
ტაბიძე ხომ თამაშობს მარცხნივ? თუ მაგასაც ტრამვა აქვს? მარჯვნივ ვის ვაყენებთ? კაკაბაძე არ ჩანს. სხვა ვინ გვყავს? ქვილითაია, მჭედლიძე ჯერ ვერ თამაშობენ. კაჭარავა იქ რას შვება აქ რომ ქნას? ალბათ ჩაკვესაც ვერ ვათამაშებთ. ბოლო ბოლო, მომავალზე ხომ უნდა ვიფიქროთ? ოქრი არსად ჩანს. ესპანეთიდანაც კარგი არაფერი ისმის. მოკლედ ყოველი შესარჩევის წინ წრუწუს დღეში ვართ.
სოსო
ნავალოვსკის უთამაშებლობის პირობებში,მისი გამოძახების საკითხი ალბათ აუცილებლად დადგება,თუმცა რამდენად შესძლებს,არ ვიცი.რამდენად აქვს მომატებული,არ ვიცი,მისი თამაში მხოლოდ ევროლიგაზე ვნახე და იქ მისი გუნდის ფეხბურთელები,საერთოდ არ ჩანდნენ მოედანზე,ისეთი სხვაობა იყო კლასში.წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტრაბზონსპორი" კიდევ ერთი ქართველით ინტერესდება - თურქეთში ტრანსფერები გრძელდება
ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
ვლადიმირ ვაისის სია - რატომ ელგუჯა? იყო თუ არა სხვა ვარიანტები...
Geo Team: ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია