პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში, გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით, ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპი გაიმართა.

შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველი საშეჯიბრო დღე თითქმის 5 საათის განმავლობაში კუდების ფერდობზე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ტრასაზე მიმდინარეობდა.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა. შეჯიბრის დროს ოთხი სნოუბორდისტი სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას.

ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha) გახდა, ვაჟთა შორის კი - ავსტრიელი სპორტსმენი ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek).

დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

II ადგილი

ქალთა შორის - ლარა კაზანოვა (Lara Casanova, SUI)

ვაჟთა შორის - ჯერომ ლიმენი (Jerome Lymann. SUI)

III ადგილი

ქალთა შორის - ქლოე პასერატი (Chloe Passeratt FRA)

ვაჟთა შორის - დევიდ პიკლი (David Pickl Aut)

IV ადგილი - ქალთა შორის - სოფი ჰედიგერი (Sopie Hediger SUI)

ვაჟთა შორის - მერლინ სარგეტი (Merlin Sarget FRA)

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ფულად პრიზებთან ერთად.

ხვალ, 9 მარტს FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით ტარდება.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა