© მარიამ გაგნიძე

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა განვითარებად საფრანგეთთან გამართულ მეორე მოსამზადებელ მატჩში უკეთესი ხარისხი აჩვენეს და უმეტესი დრო ლიდერობდნენ, თუმცა საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე, სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს და 34:32 იმარჯვეს.

ამ გუნდების პირველი თამაში ოთხი დღის წინ გაიმართა. მაშინ ფრანგები დომინირებდნენ, დაცვაში პრობლემები მრავლად შეგვიქმნეს, ჩვენმა გუნდმა შეტევებში შეცდომები დაუშვა და თამაშიც სტუმართა ლოგიკური გამარჯვებით დასრულდა - 27:22.

მოთამაშეთა საქმეში ხილვის გარდა, მწვრთნელებს თამაშიდან თამაშამდე გარკვეული კომპონენტების გაუმჯობესება სურდათ და ასეც მოხდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკეთ ითამაშეს დაცვაში, ხშირ შემთხვევაში თითო შემტევზე ორი მბოჭავი ერთდროულად მიდიოდა და ამან გაამართლა. გარდა ამისა, გუნდი უკეთესი იყო დერეფანში, მოლში, ხელდახელ ბურთაობაში და შეცდომებიც მინიმუმამდე დავიდა.

მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და 10 წუთში ორი ლელო გაიტანეს. ორივე 5-მეტრიან დერეფანს მოყვა: პირველ ჯერზე მოლს მორკინალების მიძალება მოყვა და მეხუთე ჯერზე გიგი ლეშკაშელმა ანგარიში გახსნა, ხოლო მეორე ეპიზოდში დერეფანში ბურთი ზაურ თევდორაშვილმა მოიგო და მოლი ლელოთი თავადვე დაასრულა. ლაშა ლომიძემ პირველი გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 12:0.

ფრანგები გააქტიურდნენ, მე-15 წუთზე უკვე მათ დააყენეს მოლი, რომელსაც ბურჯი მოწყდა და ერთი ლელო გაქვითა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სწრაფად დაიბრუნეს ინიციატივა და ღია თამაშში დემე თაფლაძემ და თეიმურაზ ჭიჭინაძემ შეძლეს ხაზის გაჭრა, რასაც მეტოქის მხრიდან ჯარიმა მოყვა. მის ნაცვლად 5-მეტრიანი შერკინება ვარჩიეთ, ბურთის გამოტანის შემდეგ გიორგი მარგალიტაძემ სივრცე შენიშნა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ლომიძემ გარდასახა.

33-ე წუთზე მეტოქეს ჩვენი 22-ის ხაზთან ავაცილეთ ბურთი, გრძელი პასით ის მარცხენა ფრთაზე ზურაბ ქავთარაძემდე მივიდა, რომელმაც სიჩქარე აკრიფა, გზად მბოჭავი ჩამოიცილა და მეოთხე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, შესვენებამდე ფრანგებმა კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლეს. სულ ბოლოს უმცროს ბორჯღალოსნებს კარგი ხელდახელ შეტევა ლელოთი უნდა დაესრულებინათ, მაგრამ ბოლო პასმა არ ივარგა და ტაიმი 24:12 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ქართველთა იერიშებით დაიწყო და ხაზიც რამდენჯერმე გაიჭრა, მაგრამ ლელოს გატანა ვერ მოვახერხეთ. ფრანგებმა შეცვლებს მიმართეს და ამან შედეგი მალე გამოიღო, 51-ე და 54-ე წუთებზე ლელოები გავიდა, აქედან ერთს ზუსტი გარდასახვა მოყვა და ანგარიში გათანაბრდა. საპასუხოდ მასპინძლებმა ტემპს უმატეს, კარის წინ ჯარიმა გამოიმუშავეს და 23 მეტრიდან ლიდერობა დაიბრუნეს.

მალე მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დავრჩით, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს, ძელებსშუა ლელო გაიტანეს და მატჩში პირველად დაწინაურდნენ - 27:31. უმცროსი ბორჯღალოსნები ამას არ შეეგუენ, 75-ე წუთზე, ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დააყენეს, რომელშიც ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთვნენ და ლელო გაიტანეს. გარდასახვა არაზუსტი იყო და მხოლოდ ქულით დავწინაურდით - 32:31. ამით ფრანგებმა ისარგებლეს, 78-ე წუთზე კარის წინ 22 მეტრიდან ჯარიმა გაიტანეს და საბოლოოდ 34:32 იმარჯვეს.

ახლა უმცროსი ბორჯღალოსნები დაისვენებენ, აპრილის დასაწყისში კი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც კიდევ სამ მაღალი დონის მოსამზადებელ შეხვედრას გამართავენ.

10 მარტი. თბილისი. ავჭალა.

საქართველო 20 - საფრანგეთი 20 (განვ) 32:34

საქართველო: 15. თეიმურაზ ჭიჭინაძე (ჯიქი), 14. ოთარ ლაშხი (ლელო), 13. დემუ თაფლაძე (ლელო), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. სანდრო მარგიანი (აკადემია), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო); 1. ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), 2. ლუკა ნიორაძე (ჯიქი), 3. ზაურ თევდორაშვილი (ანგულემი), 4. ვახტანგ ჯინჭარაძე (ჯიქი), 5. ლუკა გელაშვილი (არმია), 6. კობა კოლოტაური (ლელო), 7. ბექა ყორიაული (ლელო), 8. გიგი ლეშკაშელი (აია);

მარქაფა: 16. საბა კურატაშვილი (არმაზი), 17. ლუკა ჭელიძე (ტულონი), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92), 19. მიხეილ ჩაჩავა (ჯიქი), 20. საბა ჯღარკავა (ლელო), 21. მიხეილ ალანია (არმაზი), 22. დავით გობეჯიშვილი (აია), 23. ირაკლი სიმსივე (აია), 24. კოტე მარჯანიშვილი (არმაზი), 25. არჩილ ღონღაძე (აია), 26. გიორგი ნოდია (ყოჩები).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს