11 მარტს, ქალაქ ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე გაიხსნა ახლად აშენებული მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელში მომზადებასაც შეძლებს სპორტის სხვადასხვა სახეობის 1500-ზე მეტი სპორტსმენი.

ახალ სპორტის სასახლეში კეთილმოეწყო საკალათბურთო, ფუტსალის, საჭიდაო, ძალოსნობის და ფიტნესდარბაზები. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი. დასრულებულია მცირე საკონფერენციო დარბაზისა და კაფე-სასადილოს მოწყობაც. შენობაში განთავსებულია 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო. სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს და ადაპტირებულია შშმ პირებზე.

ასევე, კეთილმოეწყო სპორტკომპლექსის ეზოც, სადაც განთავსებულია მინი-სტადიონი, საჩოგბურთო მოედანი, ავტოსადგომი, რეკრეაციული ზონა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე 700 000 ლარი დაიხარჯა.

სპორტული კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტი წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში შოთა ხაბარელი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ასევე ძიუდოში თემურ ხუბულური და სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები.

დარბაზის საზეიმო გახსნით საკალათბურთო მატჩში ერთმანეთს "დინამო თბილისის" ვეტერანები და ადგილობრივი კალათბურთელები შეხვდნენ. თბილისურ გუნდში თამაშობდნენ - ზაზა ღონღაძე, ვლადიმერ ძიძიგური, ვალენტინ დერიუგინი, გია ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ხოლო მწვრთნელი კახა ბაღათურია გახლდათ. გუნდებს, სიმბოლურად, ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჰყავდათ დამატებული და შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით - 42:34 დასრულდა.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით განხორციელდა. სამშენებლო პროცესი რეგიონული განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტის ღირებულებამ 2 292 455 ლარი შეადგინა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

QT
მშვიდობაში
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა