გეგა გეგეშიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ჯერ კიდევ შარშან ყაზახეთში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი და ამისთვის საბაბს ვეძებდი, - ამის შესახებ Sportall.ge-ს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა განუცხადა.

მოჭიდავის თქმით, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასთან მას შეთანხმება ან მოლაპარაკებები არც ამ ეტაპზე აქვს.

"გეგეშიძის განცხადება იმის შესახებ, რომ მე ჯერ კიდევ ერთი წლის მქონდა გადაწყვეტილი ყაზახეთში წასვლა და ამისთვის საბაბს ვეძებდი, არის სიცრუე. ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ცრუობს, არანაირი მოლაპარაკება არ მქონია. მას სურს, ხალხს დააჯეროს, რომ მე წასვლა მინდა და კონკურენციას გავურბივარ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. სასამართლომ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქმეზე არსებითი განხილვისთვის 20 მარტი, 15:00 საათი განსაზღვრა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გეგა გეგეშიძემ 11 იანვარს სპორტის სასახლეში მასსა და დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დათუნაშვილს ეს პროვოკაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

"თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი. მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა ყაზახეთში. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება და რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა ჩატარებული სამუშაოები. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ის ორი წელია გუნდში ვეღარ ხვდებოდა", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი-გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

წლის საუკეთესო ფედერაცია
დაფიქრდით! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო წლიური შედეგების მაჩვენებელმა ფედერაციამ დაგეგმა, რომ სპორტის სასახლეში, პირდაპირ ეთერში უნდა დაეჩაგრა დათუნაშვილი.ამ ბოდვის თუ ვინმეს ჯერავს... გულწრფელად მეცოდება... ფედერაციის ინტერესებშია, რაც უფრო მეტ ოქროს მედალს მოიპოვებს. უბრალოდ მის ინტერესებში ლოგიკურად არ შედის ვინმეს დაჩაგვრა და სუსტის გაყვანა. სულ ეს არის, მეტი არაფერი. მარტივია...
... ხურმა რა ხილია.
კომენტარებში სინდისსა და დათუნაშვილს ერთად ნუ ახსენებთ. ერთამენთთან საერთოდ შეუთავსებელია. თუმცა, როცა თქვენთვის სინდისის სინონიმებია: რუსთავი 2 , გვარამია, მელია, მელაძე... ჩორგოლიანი არ დაგეკარგოთ კიდევ არსად, ყველაფერი გასაგებია. მორალთან ძალიან მწყრალად ხართ! პატარა გამოცდა - ერთი კაცი მაჩვენეთ თქვენს გვერდით!
ლადო
გეგეშიძემ ვითომ მოინანია და კიდევ აქეთ ადებს ხელს: -"დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყოო". ამ ქვეყანაში სინდისი, არც ერთ დონეზე არ განიხილება არსად. რაც მეტად უცხვირპირო და უსინდისო ხარ, მით მეტი შანსი გაქვს წარმატებული გერქვას ამ მართლა უბედურ დღეზე გაჩენილ ქვეყანაში.
მიდი
მე როგორც ვიცი ყაზახეთში არ მიდის ეხლა და თუ ყაზახეთში უნდოდა შარშან წასვლა ეხლა გადაიფიქრა და სხვაგან მიდის?მე როგორც ვიცი მართლმადიდებლურ ქვეყანაში მიდის,წარმატეტებს ვუსურვებ და უნდა დაამტკიცო,რომ მაგარი ხარ და უნდა გააჩუმო ზოგ-ზოგიერთი ჭორიკანები,წითლებიც და ლურჯებიც,რომლებიც შენ „პოლიტიკოსობას“ გაბრალებენ.
kaxa
ჩასვრილი ხართ თქვენ
liova
გეგეშიძე სამარცხვინო და ზონდერი როა გასაგებია, მაგრამ ეს ვეტერანი და ვითომ პატივსაცემი ლეგენდები რო არიან ჩასვრილები და გეგეშიძეს ხმას ვერ უბედავენ ეს ერის დაჩოქებას ნიშნავს!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს