ყატარის დედაქალაქ დოჰაში "ბრილიანტის ლიგის" რიგით მეორე გათამაშება გაიხსნა
ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა "ბრილიანტის ლიგის" რიგით მეორე გათამაშება. თანამედროვეობის ბევრმა წამყვანმა მძლეოსანმა ვერ გარისკა ასე ნაადრევად ზაფხულის სეზონის დაწყება. წლის მთავარ სტარტამდე - ტეგუში მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი და ბევრი ვარსკვლავი ერიდება ამ დროისთვის საკუთარი ფორმის დემონსტრირებას. მიუხედავად ამისა პირველ ეტაპზე არაერთი ღირსეული შედეგი დაფიქსირდა.

სულ დოჰაში 11-მა სპორტსმენმა აჩვენა სეზონის საუკეთესო შედეგი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი სერიოზული სტარტი იყო, ამაში გასაკვირი არაფერია. მეორეს მხრივ, ზოგიერთი შედეგი მართლაც იმსახურებს პატივისცემას.

განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო სამხტომელი ტედი ტამგოს მიმართ. სეზონის ადრეულ ეტაპზე მისგან 18 მეტრზე გადახტომას არავინ ელოდა, მაგრამ ფრანგმა შეაჩვია პუბლიკა სასწაულებს. ამჯერად ტამგო 17.49 მეტრით შემოიფარგლა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის.

მისმა თანამემამულემ რენო ლავინიემ კი პირველი სტარტი ჩააგდო. ჭოკით ხტომის ევროპელმა ლიდერმა მოულოდნელად ვერ დაძლია 5 მეტრი და 60 სანტიმეტრი და მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა. პირველი ადგილი გერმანელმა მალტიე მორმა დაიმსახურა - მისი შედეგი იყო 5.81 მეტრი, რაც ტურნირის რეკორდია. სხვათა შორის, წინა რეკორდი ლეგენდარულ სერგეი ბუბკას ეკუთვნოდა.

სხვა შარშანდელმა ლაურეატებმაც ვერ შეძლეს გამარჯვება. კრისტიან კანტველმა სეზონებს შორის შესვენებაზე მხარის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ უკვე მოასწრო ბირთვის 20,79 მეტრზე ტყორცნა, მაგრამ ეს მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. პირველმა სამეულმა 21-მეტრიანი ზღვარი გადალახა. გამარჯვება კანადელმა დილან არმსტრონგმა მოიპოვა.

შუბის ტყორცნაში ტრადიციული შემადგენლობა შეიკრიბა, მაგრამ ჯერ არ დამდგარა პიტკამიაკისა და ტორკილდსენის ტრადიციული დუელის დრო. ნორვეგიელი 83,63 მეტრით მხოლოდ მეხუთე იყო, ფინელმა კი ბოლო ცდაზე 83.91 მეტრი აჩვენა და სამეულში შეაღწია. პირველი ადგილი ჩეხ პეტრ ფრიდრიხს ერგო - 85.32 მეტრი.

საინტერესო ბრძოლა გაიმართა ბადროს ტყორცნაში. 39 წლის ლიტველმა ლეგენდამ ვირგილიუს ალეკნამ დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ღირსეული შედეგების ჩვენება. შეჯიბრის შუაში მან ლიდერობა წაართვა გერდ კანტერს. ესტონელმა მხოლოდ ბოლო ცდაზე მოიპოვა საბოლოო გამარჯვება - მისი შედეგი იყო 67.49 მეტრი. კანტერი იმ დღეს იუბილარი გახლდათ და საკუთარ თავს კარგი საჩუქარი გაუკეთა.

სარბენ ბილიკზე მოულოდნელი შედეგები ნაკლებად იყო. უოლტერ დიქსი დომინირებდა 200 მეტრზე, ოღონდ 20 წამში ვერ აეტია. ასბელ კიპროპი 800 მეტრზე იყო პირველი. ბერშონ ჯექსონმა ორ სამხრეთაფრიკელთან წააგო 400 მეტრი თარჯრბენი. აქ საუკეთესო ვან ზილი გახდა.

შარშან, ქალებში ცნობილი ამერიკელი ელისონ ფელიქსი იყო ერთადერთი, ვინც ორ დისციპლინაში მოიპოვა ბრილიანტი - ის 400 და 200 მეტრ დისტანციაზე აღმოჩნდა პირველი. საეჭვოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის სეზონში მან ასეთივე დატვირთვით გამოსვლა გარისკოს. დოჰაში ამერიკელმა 400 მეტრი მოიგო, ოღონდ დიდი გაჭირვებით - ამანტლ მონტშო ბოლომდე მისდევდა ფელიქსს და სულ რაღაც რვა მეასედი წააგო ფინიშზე. კიდევ ერთი ამერიკელი ლოლო ჯონსი მხოლოდ მესამე იყო ბარიერულ სპრინტში - მან წააგო დუელი უელსთან და კარატერსთან.

მოკლედ, სეზონის პირველი დიდი სტარტი მეტად საინტერესო გამოვიდა. 15 მაისს შანხაიში "ბრილიანტის ლიგის" მეორე ეტაპი გაიმართება, თუმცა მანამდე მძლეოსნები 12 მაისს ტეგუში შეიკრიბებიან და იმ სტადიონს შეამოწმებენ, რომელზეც წელს მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს.

I ეტაპი. დოჰა (ყატარი)

კაცები

200 მ. 1. უოლტერ დიქსი (აშშ) - 20,06; 2. ფემი ოგუნოდე (კატ) - 20,30; 3. ჟეისუმა საიდი ნდურე (ნორ) - 20,55; 800 მ. 1. ასბელ კიპროპი (კენ) - 1.44,74; 2. მაიკლ რიმერი (ბრიტ) - 1.45,12; 3. ალფრედ კირვა იეგო (კენ) - 1.45,17; 3000 მ. 1. იენეუ ალამირეუ (ეთი) - 7.27,26; 2. ედვინ ჩერუოიტ სოი (კენ) - 7.27,55; 3. ელიუდ კიპჩოგე (კენ) - 7.27,66; 400 მ/თარჯრბენი. 1. ლუის ვან ზილი (ს.აფრ) - 48,11; 2. კორნელ ფრედერიკსი (ს.აფრ) - 48,43; 3. ბერშოუნ ჯექსონი (აშშ) - 48,44; სამხტომი. 1. ტედი ტამგო (საფ) - 17,49; 2. ლივან სანდსი (ბაჰ) - 17,09; 3. ალექსის კოპელო (კუბ) - 17,05; სიმაღლეზე ხტომა. 1. ჯესი უილიამსი (აშშ) - 2,33; 2. იოანოუ კირიაკოსი (კვიპ) - 2,33; 3. მუტაზ ესა ბარშიმი (კატ) - 2,31; ჭოკით ხტომა. 1. მალტე მორი (გერ) - 5,81; 2. მაქსიმ მაზურიკი (უკრ) - 5,70; 3. ლაზარო ბორხესი (კუბ) - 5,60; ბირთვის კვრა. 1. დილან არმსტრონგი (კან) - 21,38; 2. რიისე ჰოფა (აშშ) - 21,27; 3. რაიან უაიტნინგი (აშშ) - 21,23; ბადროს ტყორცნა. 1. გერდ კანტერი (ესტ) - 67,49; 2. ვირგილიუს ალეკნა (ლიტ) - 65,92; 3. ფრანკ ენიფერ კასანასი (ესპ) - 64,22; შუბის ტყორცნა. 1. პეტრ ფრიდრიხი (ჩეხ) - 85,32; 2. რობერტ ოსტუიზენი (ს.აფრ) - 84,38; 3. ტერო პიტკამიაკი (ფინ) - 83,91...

ქალები

200 მ. 1. ლაშონტე მური (აშშ) - 22,83; 2. ჩარონდა უილიამსი (აშშ) - 22,95; 3. პატრისია ჰალი (იამ) - 23,16; 400 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 50,33; 2. ამანტლ მონტშო (ბოტს) - 50,41; 3. პატრისია ჰალი (იამ) - 51,74; 1500 მ. 1. ანა მიშჩენკო (უკრ) - 4.03,00; 2. ირენე ჯელაგატი (კენ) - 4.04,89; 3. პატრისია ჰალი (იამ) - 4.05,18; 100 მ/თარჯრბენი. 1. კელი უელსი (აშშ) - 12,58; 2. დანიელ კარუზერსი (აშშ) - 12,64; 3. ლოლო ჯონსი (აშშ) - 12,67; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. მილკა ჩემოს ჩეივა (კენ) - 9.16,44; 2. მერსი ვანიიკუ ნიოროჯე (კენ) - 9.16,94; 3. ლიდია ჯებეტ როტიჩი (კენ) - 9.19,29; სიგრძეზე ხტომა. 1. ფანმი ჯიმო (აშშ) - 6,88; 2. მაურენ ჰიგა მაგი (ბრა) - 6,87; 3. ანა ნაზაროვა (რუს) - 6,77...

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება