შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა ევრო 2020 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის საქართველოსთან და დანიასთან 23 ფეხბურთელს უხმო.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან ედმილსონ ფერნანდესი, კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი. სამაგიეროდ მწყობრში ჩადგნენ მანუელ აკანჯი, ბრილ ემბოლო, სტეფან ლიხტშტაინერი, ადმირ მეჰმედი და ფაბიან შერი.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორშაბათიდან მთელი ძალით ვარჯიშს დავიწყებთ. ორი მეტად რთული შეხვედრა გველის. სრულად ვიქნებით კონცენტრირებულნი და ვეცდებით ორივე შეხვედრა მოვიგოთ. ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფი 23 ფეხბურთელი გამოვიძახე", - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შვეიცარიის ნაკრები თბილისში 21 მარტს შემდეგი შემადგენლობით გამოემგზავრება:

მეკარეები: ივონ მვოგო (ლეიპციგი), ჯიონას ომლინი (ბაზელი), იან სომერი (გლადბახი)

მცველები: მანუელ აკანჯი (დორტმუნდი), ლორის ბენიტო (იანგ ბოიზი), ნიკო ელვედი (გლადბახი), ტიმ კლოზე (ნორვიჩი), მიხაელ ლანგი (გლადბახი), სტეფან ლიხტშტაინერი (არსენალი), რიკარდო როდრიგესი (მილანი), ფაბიან შერი (ნიუკასლი)

ნახევარმცველები: კრისტიან ფასნაჰტი (იანგ ბოიზი), რემო ფროილერი (ატალანტა), ჯიბრილ სოუ (იანგ ბოიზი), რენატო სტეფენი (ვოლფსბურგი), გრანიტ ჯაკა (არსენალი), დენის ზაკარია (გლადბახი), სტევენ ცუბერი (შტუტგარტი)

თავდამსხმელები: ბრილ ემბოლო (შალკე), შერდან შაჩირი (ლივერპული), ადმირ მეჰმედი (ვოლფსბურგი), ალბიან აჯეტი (ბაზელი), მარიო გავრანოვიჩი (ზაგრების დინამო)

გუნდის კაპიტანი ლიხტშტაინერი იქნება.

საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩი 23 მარტს "დინამო არენაზე" გაიმართება.

გიო77
გოგა გეთანხმები დაცვაც და მეკარეც კარგი გვყავს ყოველ შემთხვევაში შვეიცარიას ჩვენზე კარგი დაცვა და მეკარე არ ყავს, ნახევარ დაცვაში ჩვენი გუნდი ბევრად უკეღესია,საყრდენი კანკავა ,ოქრიკა და ანანიძე +ვატო ეს დიდი ძალაა სხვებზე არაფერს ვამბობ იმედია ისინიც მოინდომებენ თავდასხმაა პრობლემა და არველაძეების ხათრით გამოძახებული არველაძე რას იზავს აბა ვნახოთ იმსახურებს თუ არა გამოძახებს მოკლედ მემგონი მწვრთნელის არჩევანზეა რა ტაქტიკას აირჩევს,ჩემი აზრით თუ დაცვაზე ვითამაშეთ არ ივარგებს ჩვეულებრივად უნდა შევუტიოთ და ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ
გოგა
თქვენი არ ვიცი მეგობრებო და მე რაღაც კარგს მიგრძნობს გული. იფრენენ ჩვენი ბიჭები. დაცვის ხაზი და მეკარე საკმაოდ კარგი გვყავს. ნახევარდაცვაში ყველას შეუძლია ბურთის დაჭერა. მოკლედ აწი მწვრთნელზეა ყველაფერი დამოკიდებული.
გოგა
რეიტინგში ხო მერვეა შვეიცარია ხო და მერვე იყო ხორვატია მაშინ ჩვენ რო მოუგეთ თბილიში. მაშინ ხორვატიას დღევანდელ შვეიცარიაზე უკეთესი ნაკრები ყავდა და ჩვენ კი იმ ნაკრებზე უკეთესი ნაკრები გვყავს ამჟამად. მოკლედ 2:0 ვიგებთ ამ თამაშს:)
x.x
ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ჩვენი ნაკრებიც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, ამათზე ძლიერი გუნდიც დაგვიმარცხებია, კარგი იყო ზარანდია, რომ ეთამაშებინა ერთი ტაიმი მაინც.
11
შევეცდები ვაისის 11 გამოვიცნო. ლორია, დვალი(მარცხნივ)-კვერკველია- კაშია- კაკაბაძე, კანკავა კვეკვესკირი, ჯანო- ყაზაიშვილი მერებაშვილი, ქვილითაია. P.S ნუ მე ზარანდიას დავაყენებდი მაგრამ არამგონია ასე ქნას.
bs
ეჰ, ნეტარ არიან მორწმუნენი... იმედი მაინც ვიქონიოთ, სხვა რა გზა გვაქ
333
შესაშური მონდომების იმედად ვართ...
ბასკი
ამ ორ თამაშში 2 ქულაც რო ავიღოთ (მოდით სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ) ვაღიაროთ ძალიან კარგი შედეგი იქნება. სხვაც ბევრი ფრე გაგორდება ამ ჯგუფში და ბოლო სამ თამაშს რო აზრი არ აქვს ჩვენთვის არასდროს - ასე ამ ჯგუფში არ იქნება. მთავარია ვიბრძოლოთ ამ თამაშებში თუნდაც ფრეებისთვის! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
roma bejanidze
შვეიცარია საშვალო სიძლიერის გგონია? ეს სპორტი შენთვის არაა. აი ირლანდია კი ნამდვილად საშუალო დონეა და აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, შვეიცარიასთან მოგება კი ნამდვილად გვჭირდება და ბიჭებმა მაგისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ წინ ბიჭებო არ შეგეშინდეთ ეგენიც ფეხბურთელები არიან და იღლებიან.ღმერთი ჩვენსკენ.
აზრზე მოდით
როგორც ფრანგები იტყოდენ შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო.ისე რისი იმედი გაქვთ ყველა ქართველი ფეხბურთელი მეორეხარისხოვან გუნდებში თამაშობს ზოგიც უგუნდოდაა.როგორ ფიქრობთ რუსეთის გუნდებში რომ შეცვლაზე გამოჰყავთ იმ ფეხბურთელებს შვეიცარიის დამარცხება შეუძლია?
ვასო
არ ფიქრობს ეგ კაცი არანაირ შეტევაზე, თორემ ზარანდიას არ დატოვებდა. ჭანტურიშვილს შეუძლია ბურთის დაჭერა, ოქრის ბოლო 20 წუთი თუ ათამაშებს. მე 5 ნახევარმცველით ვითამაშებდი, კანკავა-პარუნაშვილი, ჯანო და ფლანგებზე ლობჟანიძე-ზარანდია, 1 თავდამსხმელი, ამ შემთხვევაში გაიტანდა გოლს, ახლა არ ვიცი ვის დააყენებს, მარჯვენა ფლანგი დირკაა, უთამაშებელ მერებას ზარანდია არ სჯობს?ვნახოთ.
დავით
ისე რო შევხედოთ ძან სუსტი ნაკრები არ გვყავს. მაგასაც თავისი მიზეზები აქვს ჩვენი ფეხბურთელები რატო არ ხვდებიან უკეთეს კლუბებში. ჩვენ რამოდენიმე ფეხბურთელს შეუძლია გერმანის იტალიის ესპანეთის და ინგლისის საშვალო გუნდებში თამაში.
ზუგდიდი
თუ ამ 2 თამაში 4 ქულა ავიღეთ 100% ვარ დარწმუნებული გავალთ ამ ჯგუფიდან.
Gochma
აუცილებლად წავაგებთ. ჭ კლასის ლიგა რო მივიგეთ მაგან არ მოგატყუოთ. ისევ ჭ კლასი ვართ, ქვეყანა სადაც ბავშვთა ფეხბურთი 0 დონეზეა. აგერ მე და აგერ თქვენ ვისაც მოგების გჯერათ
გოგა
სერბეთი რო ჩამოვიდა ის თამაში უნდა მოგვეგო,მაგრამ ჩვენ წავაგეთ სერბეთმა კი არ მოგვიგო. შემადგენლობით იგივე დონის გუნდია შვეიცარია,მაგრამ დისიპლინით უფრო მაღალ დონეზეა. ჩვენ თუ მოვინდომეთ და ვიბრძოლეთ არ წავაგებთ მინიმუმ და დაცვაში ჩაწოლაც არ ივარგებს. გამოჩნდება ვაისი რა მწვრთნელიცაა ამ გუნდებთან თამაში
კახა
მოდი რეალურად შევხედოთ! შვეიცარია ძლიერი გუნდია, თვით გრანდებს უჭირთ მაგათთან თამაში და არც შემთხვევითია რომ ათეულში არიან! მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ,აგრესიულად, ცოტა საფეხბურთო იღბალიც გვინდა და მოგებაც შეიძლება. მიდით ბიჭებო! დაამტკიცეეთ რომ ფეხბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია! წინ მოგებისთვის! გაახარეთ გულშემატკივრები!დროა დაუბრუნოთ საქართველოს ძველი დიადი სახელი!
dato
უნდა გადაახიო ამათ ბურთი თავზე
გადასარევი გიორგი
ერთი რამ არ მესმის - ჩაკვეტაძემ თუ ითამაშა ბელგიაში და ნორმალურად იქნება, სიის განახლება და მისი დამატება არ შეიძლება? ჩაკვეტაძით მოვიგებთ! უჩაკვეტაძოთ წავაგებთ! სკამზე ჩაკვეტაძით ფრე იქნება!
gio
ki namdvilad kargi nakrebia magram mtavaria chvenma bichebma agresiulad itamashon arc yvitlebs moeridon da arc chexvas bolomde unda ibrdzolon da shedegic iqneba. oqri sul ugundod rom iyos mainc bolomde ibrdzolebs. cudia chakvetadze rom ar iqneba. lideroba ki chemi azrit yvelaze metad janos gamosdis tu tramva ar aqvs tavdajerebulia da es gundzec moqmedebs. irlandiis damarcxeba ki namdvilad shegvidzlia tu fizika gveyo.
gio
სუსტებთან გამარჯვებით ცაზე დავფრინავთ სიხარულით; საშუალო სიძლიერის გუნდებთან კი შეხვედრამდე უკვე ჩასვრილი გვაქვს; ან მხოლოდ სუსტებს ვეთამაშოთ და მუდამ ვიხაროთ; ან ვიბრძოლოთ ბოლომდე უშიშრად! თუ არადა,საერთოდ არა ყოფილა ჩვენთვის სპორტის ეს სახეობა და შევეშვათ.
თორნიკე
ძალიან ძლიერი გამართული გუნდია ცალსახად, საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელებით. მთავარია მაქსიმუმი გავიღოთ და ღირსეულად ვითამაშოთ. ადრეც დავწერე რომ შვეიცარიის დამარცხებისთვის საჭირო იყო ჩაკვეს ანანიძის და ოქრის კარგ ფორმაში ყოფნა.სამწუხაროდ არ გამოვიდა,მაგრამ მაინც უნდა ვიბრძოლოთ მითუმეტეს საკუთარ კედლებში. წარმატებები!!!
Ff
ვინ ანანდემ კაცო ვიშვანათანმა?დდდდ
დაცვა თუ გვიშველის
უთამაშებელი ოქრიაშვილის, ახალ ტრამვამოშუშებული ჯანოს და არ მყოფი ჩაკვეტაძის პირობებში ვინ დაიჭერს ბურთს ვერ წარმომიდგენია. წინ ნაკლებად გვაქვს შანსი. გოლი თუ არ გავუშვით ჩავთვლი რომ მაგრად გაგვიმართლა. ყველაზე გულდასაწყვწტი ისაა რომ ამათთან უარყოფითი ბალანსი გვაქვს. სრული შემადგენლობით გვექნებოდა შანსი მგონია და ეხლა რომ დაგვიჭირეს ამ დასუსტებული შემადენლობით...
ramazi
ეს ტამაში ქარტველებმა უნდა მოიგოს ანანდემ უნდა გაუტანოს 2ბურტი მჯერავს ასე იკნება საქრტველო მოიგებს 2-0ს

ირლანდიის განადგურებული არ გაიშვა.ბურთი მრგვალია და ყველაფერი ხდება ხოლმე ფეხბურთში,მაგრამ ირლანდიას გოლი ვერ გააქვს და ვინმე როგორ უნდა გაანადგუროს.ესეთი სუსტი ირლანდია მე არ მახსენდება.რაც შეეხება შვეიცარიას ძალიან ძლიერი გუნდია და ძალიან გაგვიჭირდება.
Rezo
Tu vinme ambobs, rom gundi gvyavso, aq unda gamochndes. Aba farerebi da yazaxeti sazomi araa. Wesit arc shveicaria unda iyos sazomi ambiciuri gundistvis.
QT
ერთორ ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, ძირითადი ბირთვი ბუნდესლიგა-სერია ა-შვეიცარია-პრემიერლიგის არცთუ ძლიერი კლუბებიდანაა. გვქონია შედეგი ამაზე ძლიერთანაც და ამაზე სუსტთანაც წაგვიგია. ამიტომ მჯერა ჩვენი ბიჭების და ქულებს თუ არა ქულას მაინც ავიღებთ
ანესთეზეოლოგი
და რატო უნდა დავიხიოთ? აი ეს პესიმიზმი არ მესმის:) მაგიტომაც დაახია მართლაც შალკეს თავზე ბურთი სიტიმ. თუ ველოსიპედის გამოგონებას არ დაიწყებს ვაისი და შევუტევთ აქეთ დავახევთ.
გოგა
კარგი გუნდია და მართალია ათეულშიც არიან რეიტინგში,მაგრამ გრანდი არაა ეს ფაქტია და შემადგენლობითაც ჩანს. მოკლედ მთავარია ჩვენ როგორ ვითამაშებთ შეიძლება ამ გუნდთან ბრძოლა და მოგება. მე ის მაფიქრებს 3 დღეში ძალებს როგორ აღიდგენენ იქ ირლანდიაში რო არ გავნადგურდეთ მანამდე გიბრალტართან წაივარჯიშებს ირლანდია.
AKITAS
dagvaxeven tavze burts dacvashi dgoma da bolo tutebze shetevebi, dzalian dzlieri afrikelebi kavt shalke ligaze magatma gaikvanes.
Biannkoneri
კიდევ რაგინდათ!?
anti
კარგია სეფეროვიჩი რომ არ ეყოლებათ
niko
მოგვიგეს უკვე თუ? ამათ სახუმარო გუნდი არ ჰყავთ, მაგრამ უნდა გავიდნენ და ითამაშონ შემტევი ფეხბურთი თავდეადებული ბრძოლით და ყველაფეი შეიძლება
irakli
ბიჭებო თქვენი იმედი გვაქ, ძაან მინდა დადებითი შედეგი დადოთ და დავამარცხოთ შვეიცარია და ირლანდია
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
შვეიცარიამ იტალია დაჯაბნა და მეოთხედფინალში გავიდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
პიკფორდმა პენალტების სერიაში "შპარგალკა" წარმატებით გამოიყენა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ