29 წლის ქართველი მცველი გია გრიგალავა ტულის "არსენალის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, რუსეთის თასზე "ორენბურგს" გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, არაერთხელ შეიყვანეს რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში, ახლახან კი "მეთოფეებმა" კონტრაქტი გაუგრძელეს. sport24.ru-მ მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს.

- შვებულების შემდეგ გუნდში ყველაზე უფრო დამძიმებული თქვენ ბრუნდებით?

- შემდეგ სამუშაო ხომ უნდა მქონდეს. აბა, შეკრება რისთვისაა? თავი წესრიგში უნდა მოიყვანო. რისთვისაა ეს ორთვენახევარი? სტიმულია საჭირო. ამიტომ მიწევს სპეციალურად ჭამა.

- თქვენს გამო სასწორი არ იმტვრეოდა?

- თავისით არა, მაგრამ მსურდა დამემტვრია. ძალიან. არ იფიქროთ, რომ ყველაზე მეტს ვჭამ. ზოგიერთი მთელი დღე ტკბილეულს მიირთმევს და არ იმატებს. უბრალოდ, წონისაკენ მიდრეკილება მაქვს. ყველა ქართველი ასეთი არაა. განა ჯანო ანანიძე მსუქანია. იმავე კვირკველიასთვისაც არ შემინიშნავს წონისადმი მიდრეკილება. ისე, ჯერ ჩემთან ერთად არ გაუტარებია შვებულება.

- თქვენი მაქსიმალური წონა?

- 106 კგ. 2012 წელს. "ვოლგაში". ეს ჯერ კიდევ ავადმყოფობამდე იყო.

- თქვენი ოპტიმალური წონა როგორია?

- დიდი ხანია 93-94 კგ-ს ვიწონი. ახლა "არსენალში" ყველაზე მძიმე ვარ.

- ყველაზე მეტად წონა როდის დააგდეთ?

- ბოჟოვიჩისას ავსტრიაში 12 დღეში 10 კგ დავიკელი. სხვებზე ოთხჯერ ნაკლებს ვჭამდი, პრაქტიკულად არ ვსადილობდი, ორჯერადი ვარჯიშები მქონდა. თუ საჭირო გახდება, მეტსაც დავიკლებ, პრობლემა არაა.

- კვირკველიამ მითხრა, რომ კაპელო რუსეთის ნაკრებში იწვევდა.

- რუსეთის ნაკრებში თამაშის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა საქართველოს ნაკრები აირჩია.

- სამაგიეროდ ჯიქია თამაშობს რუსეთის ნაკრებში. ეცადეთ გადაგერწმუნებინათ?

- არავის გადარწმუნება არ მიცდია! უბრალოდ, ამ თემაზე არაერთხელ გვიმსჯელია. ვფიქრობ, მან არჩევანი ადვილად გააკეთა. ის აქ დაიბადა, გაიზარდა, მისი კარიერისთვისაც ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. თანაც, საქართველოს ნაკრები რომ აერჩია, ლეგიონერი გახდებოდა.

მე სხვა გზა ავირჩიე. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობაზე უარი ვთქვი - საჭიროდ არ ვთვლიდი, მაგრამ როდესაც პირველ ნაკრებში მიხმეს, ყველაფერი უცბად გადავწყვიტე.

- ზაფხულში კვირკველიას "ლესტერში" შეეძლო გადასვლა.

- დიახ, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. რაღაც არ გამოვიდა.

- იტალიაში მისი საყვარელი გუნდი "იუვენტუსია". ამოაგდებდა კიელინის შემადგენლობიდან?

- "იუვენტუსი" საბას საყვარელი გუნდია? პირველად მესმის. საპოგოვში ხომ არ გეშლებათ?

- კვირკველიამ მითხრა, რომ "ენფილდზე" შოკში ჩავარდა. "ტოტენჰემთან" თქვენ ასეთივე ემოცია გქონდათ?

- ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა. ისე არ გულშემატკივრობენ, როგორც რუსეთში. უფრო დიდი შთაბეჭდილება შოტლანდიაში საქართველოს ნაკრების თამაშმა მოახდინა. ავტოგოლით 0:1 წავაგეთ. მთელი სტადიონი ჰიმნს მღეროდა. ასეთი შეგრძნება არსად არ მქონია. ხუთ მეტრში ერთმანეთის არ გვესმოდა. სიჩუმეში თამაშს ასეთი გარემო სჯობია.

- კალაძე ყველაზე მაგარი ქართველია, ვისთანაც ერთად გითამაშიათ?

- კიდევ იაშვილი და კობიაშვილი. კალაძის დარი ადამიანები არამარტო საქართველოში, არამედ დსთ-სა და ევროპაშიც ცოტაა. სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორჯერ მოიგო! კახას გამო ბავშვობიდან "მილანს" ვქომაგობდი.

მასთან ერთად ორჯერ ვითამაშე, ხორვატიასთან, მაგალითად, 1:0-ს ვიგებდით და შემდეგ ლორიას 2 წუთში მანჯუკიჩმა და კალინიჩმა გაუტანეს. მერე ჯანო გამოჩნდა. რომ არა ტრავმა, ყველაზე მაღალ დონეზე იასპარეზებდა. ახლა "კრილიაში" წავიდა კარგად ნაცნობ მწვრთნელ ბოჟოვიჩთან. "როსტოვში" მასთან ტრამპლინი გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, ჯანო მაგრად დაასრულებს სეზონს, "სპარტაკში" დაბრუნდება და თავის სიტყვას კიდევ იტყვის.

- ოქრიაშვილიც ასეთივე ტალანტია?

- ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია. უბრალოდ ტოპია. თავისი პოტენციალის ნახევარსაც არ ამჟღავნებს. სამჯერ უკეთ შეუძლია, "კრასნოდარზე" სამჯერ უკეთეს გუნდში თამაში. ახლა გუნდს ეძებს, მალე იპოვის. უარესი ფეხბურთელებიც ნახულობენ. თორნიკეს საკუთარ გუნდში აყვანას ბევრი მოისურვებს.

- "ვოლგაში" ნამდვილი ქართული ბანდა იყო. მხიარულად ატარებდით დროს?

- კი, მაგრად. გარშემო იმდენი თანამემამულე იყო. თუმცა, მინუსიც ბევრი იყო. როდესაც გუნდი აგებდა, იწყებდნენ ლაპარაკს:"აი, ეს ქართველები..."

- გოგუა "ვოლგადან" ერთი თვით სადღაც გაქრა. სად?

- თუ იმ გუნდში არ იყავით, ძნელი დასაჯერებელია ეს ისტორია. ამასთან, გოგიტას რთული ხასიათი აქვს. ერთხელ გაეღვიძა და თქვა, რომ "ვოლგაში" თამაში აღარ უნდოდა. თავს არაკომფორტულად გრძნობდა. წავიდა სახლში, დაისვენა, მერე კლუბის ხელმძღვანელობას ისევ დაუკავშირდა და დაბრუნდა. მხოლოდ ორი თვით.

ფლანგის მცველის ოპტიმალური წონა 94 კგ ??? რაგბში კვაჭს ითამაშებდა.

რისთვის უწერთ დიზლაიკებს ამ კომენტარს? რა თქვა ტყუილი? ფოტოს შეხედეთ და მერე კი ამ ციტატას: "შვებულების შემდეგ გუნდში ყველაზე უფრო დამძიმებული თქვენ ბრუნდებით? - შემდეგ სამუშაო ხომ უნდა მქონდეს. აბა, შეკრება რისთვისაა? თავი წესრიგში უნდა მოიყვანო. რისთვისაა ეს ორთვენახევარი? სტიმულია საჭირო. ამიტომ მიწევს სპეციალურად ჭამა." ეს ხომ საერთოდ შედევრია...
ირაკლი
ამ ბიჭს ნაკრებში რატომ აღარ იძახებენ?
დევი
კარგი იმტერვიუა, გულახდილი და შინაგანი მედან მომდინარე. ძალიან კარგი ქართველი ყოფილა. გამიხარდება, რომ მაღალ დონეზედ ითამაშოს.
Ivane
წარმატებას ვუსურვებ გრიგალავას მთელი გულით, მაგრამ აი ამ ინტერვიუშიც კი ჩანს კატასტროფული არაპროფესიონალიზმი ჩვენი ფეხბურთელების... ძალიან სამწუხაროა.
irakli
გენაცვალე, კარგი ქართველი, კარგი ფეხბურთელი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სამი ქართული გუნდიდან" ერთ-ერთი გავვარდება - რუსეთში რეგლამენტი შეიცვალა
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ხვიჩას "რუბინის" საოცარი ქამბექი და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
გრიგალავა: მაკედონიასთან გულშემატკივართა მხარდაჭერა დაგვაკლდა
გრიგალავამ ძიუბას გასაქანი არ მისცა, მისმა გუნდმა კი "ზენიტი" გამოაგდო
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან
ზურიკო ფორმაში შედის! ქართველმა შემტევმა "ზენიტს" გაუტანა [VIDEO]