დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში სანდრო მამუკელაშვილმა Big East-ის ტიტული დათმო. ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კონფერენციის საჩემპიონო მატჩში ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლმა” ბოლო წამებზე – 72:74 წააგო სრულიად NCAA-ის მოქმედ ჩემპიონ “ვილანოვასთან”, რომელმაც თავის მხრივ ზედიზედ მესამედ მოიგო Big East-ის ჩემპიონის ტიტული.

1 კვირის წინ, კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში სეტონჰოლელებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს “ვილანოვა” და მამუკელაშვილისთვის ის მატჩი კარიერაში საუკეთესო იყო (12 ქულა, 18 მოხსნა). სანდრომ ამჯერადაც შესანიშნავად ითამაშა – განსაკუთრებით კვლავ ფარზე გარჯით გამოირჩა და 14 მოხსნა მოაგროვა. მთლიანობაში კი ქართველ ფორვარდს 7 ქულა, 14 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. სანდრომ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. “სეტონ ჰოლს” კი ტრადიციულად მაილს პოუელმა ულიდერა, რომელმაც ამჯერად 25 ქულა მოაგროვა.

ტიტულის გარეშე დარჩნილმა “სეტონ ჰოლმა” საჩუქარი მაინც მიიღო და ესაა NCAA-ის ჩემპიონატის საგზური. მოგეხსენებათ, კონფერენციების ჩემპიონატების დასრულების შემდეგ საუკეთესო 68 გუნდი სრულიად სტუდენტური ლიგის ჩემპიონატში ინაცვლებს და ქვეყნის საუკეთესო უნივერსიტეტს ავლენენ. NCAA-ის ჩემპიონატში ავტომატურად ხვდება 32 კონფერენციის გამარჯვებული, ხოლო დანარჩენ 36-ს სპეციალური კომისია არჩევს იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც გუნდებმა სეზონის განმავლობაში აჩვენეს.

სანამ NCAA-ის ჩემპიონატი 1/32 ფინალიდან დაიწყებოდეს, 8 გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდს თამაშობს და ტურნირის ბოლო 4 საგზურს ეუფლება. საკვალიფიკაციოს შემდეგ მონაწილეთა რიცხვი 64-ამდე ივსება და ეგრედ წოდებული “მარტის სიგიჟე” 1/32 ფინალიდან იწყება. საპლეიოფო რაუნდები ერთ მოგებამდეა და ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც ზედიზედ 6 მატჩს (1/32, 1/16, 1/8, 1/4, 1/2 და ფინალს) მოიგებს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა შარშან 2 რაუნდი გაიარა და ეგრედ წოდებულ Suite Eight-ში გასასვლელი ბრძოლა “კანზასთან” წააგო. წლეულს ამ შედეგის გაუმჯობესება “სეტონ ჰოლისთვისსოლიდური მიღწევა იქნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და დასანანი მარცხი ოვერტაიმში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილის საპლეიოფო ამბები: ორმაგი დუბლი, თამაშიდან გაძევება და ფინალის საგზური
სანდრო მამუკელაშვილმა სეზონის ბოლო მატჩში "უოფორდთან" 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა
სანდრო მამუკელაშვილის 6 ქულა, 10 მოხსნა და გამარჯვება "კრეიტონთან"
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
სანდრო მამუკელაშვილმა ჩემპიონთან მატჩში 12 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა
მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში და დასანანი მარცხი კონფერენციის ლიდერთან [VIDEO]
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა