მართალია, „ქუინზ პარკ რეინჯერსმა“ ბოლო ტურში, „ლიდს იუნაიტედთან“, 2:1 წააგო, მაგრამ 88 ქულით მაინც ჩემპიონშიპის გამარჯვებულად დარჩა
მართალია, „ქუინზ პარკ რეინჯერსმა“ ბოლო ტურში, „ლიდს იუნაიტედთან“, 2:1 წააგო, მაგრამ 88 ქულით მაინც ჩემპიონშიპის გამარჯვებულად დარჩა — ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა დასალვლეთ ლონდონელთა გუნდს, რომელსაც, 2009 წელს, 24 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ალეხანდრო ფაურლინი კანონის დარღვევით უყიდია, ათი ქულა კი არ დააკლოს, არამედ 875 ათასი ფუნტით დააჯარიმოს. ამრიგად, მწვრთნელმა ნილ უორნოკმა და კომპანიამ, საბოლოოდ იზეიმა ჩემპიონატში დამსახურებული გამარჯვება. „რეინჯერსი“ მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს.

უორნოკმა სიამაყით განაცხადა: „ბოლო პერიოდში ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. გვემუქრებოდნენ, რომ ათ ქულას დაგვაკლებდნენ და პრემიერლიგაში ავტომატურად გადასვლის უფლებას ჩამოგვართმევდნენ, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ჩვენს სათქმელს მოედანზე ვამბობდით. ბოლო შეხვედრაში დავმარცხდით და, ამიტომ, ჩემი ფეხბურთელების ქებას ვერ შევუდგები, მაგრამ შეჯიბრება პირველ ადგილზე რომ დავასრულეთ, დიდებულია. დღეს, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ჩემპიონები ვართ, გულს მოგვეშვა. ფაქტობრივად, აქამდეც ჩემპიონები ვიყავით, მაგრამ ტიტულის ჩამორთმევის საშიშროების წინაშე ვიდექით და ეს საშინლად მოქმედებდა“.

უორნოკი მომავალი სეზონიდან მეორედ იმუშავებს პრემიერლიგაში. 62 წლის სპეციალისტმა ინგლისურ ელიტაში პირველად 2006-07 წლების სეზონში მოსინჯა ძალა, როდესაც „შეფილდ იუნაიტედს“ ედგა სათავეში. ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ დაირხა ჭორი, თითქოს „რეინჯერსის“ დირექტორები პრემიერლიგაში თამაშს უორნოკს აღარ ანდობენ და მას უფრო ცნობილი მწვრთნელით შეცვლიან, მაგრამ კლუბის მეპატრონე ჯანი პალადინიმ ეს ჭორი უარჰყო.

„ეს სისულელეა — თქვა პალადინიმ — სანამ „ქუინზ პარკში“ ვარ, ნილი არსად წავა. ყველა ინვესტორი ჩემსავით ფიქრობს, ყველას მისი შენარჩუნება სურს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და თუ მათ გადავალ, მატყუარა მიწოდეთ“.

„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ პირველ ადგილზე დატოვებამ მესამე ადგილზე გასულ „სუონსის“ დასწყვიტა გული. კლუბის თავმჯდომარე ჰაუ ჯენკინსმა თქვა, რომ ფეხბურთის ასოციაციას დაუკავშირდება და წესიერად გაარკვევს, რატომ არ ჩამოართვეს ლონდონის გუნდს 10 ქულა.

„ჩვენს ადგილზე ყველა ბოლომდე იბრძოლებდა — თქვა „სუონსის“ დიდმა შეფმა — ბოლო დროს ისეთი ამბავი იყო ატეხილი, რომ ვერდიქტი, რომელიც ფეხბურთის ასოციაციამ გამოიტანა, იმ ხმაურის ფონზე ნამდვილად არაადექვატური გამოვიდა. დღეს ყველა აინტერესებს, რა საჭირო იყო ასეთი აურზაური“.

„ქუინზ პარკ რეინჯერსისთვის“ ათი ქულა რომ დაეკლოთ, „სუონსი“ მეორე ადგილზე აღმოჩნდებოდა და ავტომატურად ამოჰყოფდა თავს პრემიერლიგაში. ახლა, როგორც მესამე ადგილზე გასული, ჯენკინსის გუნდი პლეი-ოფში მეექვსე ადგილზე გასულ „ნოტინგემ ფორესტს“ ხვდება.

ჯენკინსი არ ცხრება: „ძალიან მაინტერესებს გავიგო, როგორ იღებს ფეხბურთის ასოციაცია გადაწყვეტილებებს. ყველაზე კარგი იქნება თუ დოკუმენტების ქსეროასლებს მომცემენ და უშუალოდ მომეცემა ჩაკირკიტების საშუალება. ვფიქრობ, სანამ წერილობით არ დამიმტკიცებენ რა მოხდა და რატომ გამოიტანეს ასეთი ვერდიქტი, მანამდე არაფერი უნდა გამოვრიცხოთ“.

პლეი-ოფის კიდევ ერთი წყვილი „რედინგისა“ და „კარდიფ სიტისგან“ შედგება.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა