იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან აქტუალური ლეონარდოს "ინტერში" დარჩენა-არდარჩენის თემა
იტალიურ სპორტულ პრესაში ძალიან აქტუალური ლეონარდოს "ინტერში" დარჩენა-არდარჩენის თემა. ჟურნალისტთა ნაწილი ირწმუნება, რომ ბრაზილიელი სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს მილანურ გრანდს და მას რომელიმე იტალიელი სპეციალისტი ჩაანაცვლებს. ხშირად ისმის ლუჩანო სპალეტის გვარი, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მუშაობს და საკმაოდ წარმატებითაც. რამდენიმე დღის წინ, სულაც ხოსეპ გვარდიოლას მომავალი დაუკავშირეს "ნერაძურის", რამაც მასიმო მორატი აალაპარაკა - მოვუსმინოთ "ინტერის" პრეზიდენტს:

"ძალიან მიკვირს საიდან ვრცელდება ასეთი აბსურდული ინფორმაციები - არასდროს, არც კი მიფიქრია, რომ გვარდიოლასთვის შეთავაზება გამეკეთებინა. არა იმიტომ, რომ ცუდი მწვრთნელია, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ "ბარსელონასთან" ხელშეკრულება გაწყვიტოს და სადმე სხვაგან წავიდეს. ასეც რომ არ იყოს, ლეონარდოა "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი და მისი მუშაობით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. თანაც, როდესაც მწვრთნელის საკითხია გადასაწყვეტი, ბევრს არასდროს ვფიქრობ - ინტუიციით ვმოქმედებ და ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომელსაც გული მკარნახობს. ვგრძნობ, რომ ლეო საჭიროა "ინტერისთვის" და ჩემი აზრით, მას უნდა მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შუა სეზონში დაინიშნა მთავარ მწვრთნელად და არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ყველაფერი თავის გემოზე მოეწყო".

მორატის სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ლეონარდო აგრძელებს მუშაობას "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე და შეეცდება, მომდევნო სეზონში მაინც შეწვდეს იმას, რასაც აგერ უკვე ორი წელია ეშურება. ლეო მშვიდად გრძნობს თავს და აცხადებს, რომ "მილანმა" სკუდეტო დაიმსახურა:

"სეზონის შეფასება ჯერ ადრეა, რადგან წინ ჩემპიონატის კიდევ ორი თამაში და რაც მთავარია, იტალიის თასის ფინალია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შემაჯამებელი სიტყვის თქმა, იქამდე კი მუშა პროცესში ვართ. ერთი ცხადია, "მილანმა" მოიგო სკუდეტო და სრულიად დამსახურებულადაც. ალეგრის შესანიშნავი გუნდი ჰყავს, უფრო სტაბილურად ითამაშეს და იპირველეს კიდეც. სულაც არ მაკომპლექსებს წარსული, მე ჩემი გზა მაქვს და შევეცდები, რომ "ინტერთან" ერთად მივაღწიო წარმატებებს".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე