"თუ საპრემიერლიგო პლეი ოფში გავიმარჯვეთ, "რედინგში" დავრჩები, თუ - ვერა, მაშინ კლუბის დატოვება მომიწევს"
ზურაბ ხიზანიშვილის "რედინგმა" ინგლისის ჩემპიონშიპში მეხუთე ადგილი დაიკავა, პრემიერლიგის საგზური პირდაპირ ვერ მოიპოვა და საამისოდ რთული გზის გავლა მოუწევს: ჯერ ორმატჩიან ნახევარფინალში "კარდიფ სიტი" უნდა დაამარცხოს (13 მაისს შინ, 17-ში - სტუმრად), მერე კი მეორე ნახევარფინალურ წყვილში ("ნოტინგემი"-"სუონსი") გამარჯვებული "უემბლიზე" დანიშნულ ფინალში.

საქართველოს ნაკრებისა და "რედინგის" 29 წლის ფეხბურთელი იმედიანად არის განწყობილი.

"კარდიფთან" ნახევარფინალური შეხვედრებისთვის ვემზადებით და, თუ მოვიგეთ, "უემბლიზე" 29 მაისს ფინალი გველის. მხოლოდ ასე გადავალთ პრემიერლიგაში. იმედიანად ვართ, რადგან მეორე წრეში "რედინგი" კარგად თამაშობდა.

თუ საპრემიერლიგო პლეი ოფში გავიმარჯვეთ, "რედინგში" დავრჩები, თუ - ვერა, მაშინ კლუბის დატოვება და სხვაგან გადასვლა მომიწევს", - ამბობს ხიზანიშვილი.

ასე რომ, ზურასთვის 13 მაისი მნიშვნელოვანი დღეა. 13 ხიზანიშვილის საყვარელი რიცხვია და ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღეა. იმედია, პრემიერლიგაში ქართველის დაბრუნების ამბავს ამ დღეს ჩაეყრება საფუძველი.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა