საქართველოს ნაკრები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩის ჩასატარებლად ირლანდიაში გაემგზავრა. გუნდს ვერ გაჰყვა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც ნაოპერაციევი მუხლი გაუმიზეზდა, თუმცა სერიოზული არაფერია. უბრალოდ, ტრავმის რეციდივისგან თავი დაიზღვიეს.

სერიოზული არ აღმოჩნდა გიორგი მერებაშვილის ტრავმა და ის ეროვნულ გუნდთან ერთად გაემგზავრა. "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბლინში თორნიკე ოქრიაშვილიც წაიყვანა.

ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დუბლინის 51 700-იან "ავივა სტადიუმზე" 26 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ძალიან სამწუხაროა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის არ ყოფნაში ჯანო ანანიძე კვლავ ვერ დაეხმარება ნაკრებს! სპორტში და მათ შორის ფეხბურთში ტრამვებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ ხომ არ აჯობებდა გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი გუნდის ჩამოყალიბებისას საერთოდ უარი ვთქვათ ისეთ ფეხბურთელებზე რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ტრამვებისადმი და სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებს, დიდი სურვილის და გულშემატკივარის მოლოდინის მიუხედავად, რეალურად ვერ ეხმარებიან. ასეთი პრაქტიკა არსებობს, განვითარებული ქვეყნების კლუბებში, როდესაც ისინი ე.წ. ტრამვებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელის შეძენისგან ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ.
დ.ნ.
-ეს კაცი( ჯანო) დაასვენეთ. ჯანი არ ყოფნის.
alexandre
ყველაზე სამწუხარო არა წაგებაა, არამედ მთავარი მწვრთნელის პესიმიზმი გუნდის მიმართ. იატორიულად - არაფერი არ მოგვიგია დაცვაში ჯდომით, შვეიცარიის ნაკრებზე ნაკლები გუნდებს არ შევხვედრივართ. ჩვენი სტიქია შეტევაა. შეიძლება ყიფიანი-შენგელია-გუცაევის ან არველაძეები-ქინქლაძე-ქეცბაიას დონის შემტევები დღეს არ გვყავს, მაგრამ არც შვეიცარიაა ლივერპულის (80-იანების) დარი გუნდი. თამაშს რომ ვუყურებდი, ვერ ხვდებოდი, გოლი როგორ უნდა გაგვეტანა. რა სქემით ვცდილობდით შეტევას. და მომიწია იმის აღიარება, რომ არც ცხადაძემდე და არც მის მერე გააზრებული შეტევა არ გვქონია (ანდორა-ყაზახეთზე არც კი ვფიქრობ). მხოლოდ ცხადაძეს ჰქონდა შეტევა პირველ პლანზე. ამიტომაც, ბატონო ლევან, დაფიქრდი, ამ პოზიციიდან გააანალიზე ნაკრების თამაში და იქნებ ჯობდეს მისი დაბრუნება? ა?
emigranti
ესტონეთი-საქართველო 0:4,სანაქებო მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე...საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთის დონის მწვრთნელია და იქაც მუშაობს. ერთი დონისა არიან ცხადაძე და ვაისი.
gui
გეთანხმები მართლა ასედი ცუდი თამაში დიდი ხანია არ მინახავს ვიყავი და უბრალოდ მეგონა რომ ჩვენი მწვრთნელს 2 დღისდ აწყებული ქონდა საქმიანობა ისე ცუდად გამოვიყურებოდეით ბიჭებს ვერ ვაბრალი შეტევაში ფლანგებზე 2 10 იანი გვეყენა და პლუს 3 კაცი უტევადა მარტო ხან გვილია ყავდა ფლანგზე ხან კაშია რასაც ქვია ყველა გამოცადა სხვა პოზიციაზე იმედი მაქვს შეცვლის სქემას ირლანდიასთან და ტაკტიკას 5 მცველი და კიდე 2 საყრდენი ზედმეტია იმ სამ კაცმა მარტომ რა უნდა გააკეთოს არც არიან გადასარევ ფორმაში და არც დონე უწყობთ ხელს მეტი დახმარება სჭირდება შეტევას
F.F
ვინ იყო სტადიონზე დამეთანხმება ნაკრების ასეთი ცუდი თამაში დიდი ხანია არ გვინახავს, დღეს უნგრეთმა ხორვატიას მოუგო! ვინც უყურა ამ თამაშს დამეთანხმება უნგრელებმა ყველაფერი დადეს, იბრძოლეს გულიანად და მოიგეს, უნგრეთი ჩვენი დონის გუნდია, საინტერესოა ამაზე რას იტყვის ვაისი, ფაქტია გუნდი ვერ მოამზადა!
kote
ვინც ითხოვთ მწვრთნელის გამოცვლას გაიხსენეთ ნაკრების სხვა მწვრთნელები და მათი ცვლა: ძოძუაშვილი, ყიფიანი, ხურცილავა, გუცაევი, ჩივაძე, შუშაკი, ბოსკამპი, ჟირესი, კუპერი, ტოპმიოლერი, ქეცბაია - ცოტა გამოცვალეთ? კიდევ ვცვალოთ? პროლემა სხვა რამეში, რომ არ არის და შემთხვევით სხვაგან ხომ არ ვეძებთ? ჰო, დამავიწყდა, აი ცხადძე უშველის - მხოლოდ ცხადაძე, დანარრჩენები არ ვარგოდნენ - არცერთი!
Mmm
ჰე სადხართ ახლა გამოდით, რომ იძახდით რა ქნა ყაზახეთმაო, როგორ მოუგო შოტლანდიასო, გამოჩნდა რაც არის ყაზახეთი დღეს რუსეთთან.დდდ
დავით 67
სულ ნუ წავიდოდნენ მაშინ. არ გამოცხადების შემთხვევაშიც გუნდს ასეთი ანგარიშით წაგება ეთვლება
Kkk
გეთანხმები, მარა ჭანტურიშვილის მაგივრად ვატო არველაძეს მოვსინჯავდი, ვიცი არაა მაგ ამპლუის, მარა მშვენიერი დრიბლინგი აქ ფლანგიდან ცენტრში შესვლა გამოსდის, დარტყმაც კარგი აქ და თუ ბიძების ამპლუაში გაამართლა მამის ამპლუაში რატო ვერ ივარგებს ვითომ.დდდ თან ჯანოს გამოკლების მერე ჯარიმის შემსრულებელი აღარ დაგვრჩა და ვატოს ეგეც შეუძლია.
ანესთეზეოლოგი
გუშინდელი თამაში ძალიან მახსენებს 2 წლის წინ მსოფლიოს შესარჩევის დასაწყისს, როდესაც შინ ავტრიასთან დავმარცხდით 1:2 და შემდეგ ირლანდიაში წავაგეთ მინიმალური ანგარიშით. ფაქტიურად ამით გადაწყდა ჩვენთვის ჯგუფში ყველაფერი. თუ კი ახლაც ანალოგიური მოხდა და ირლანდიაში წარუმატებლად ვითამაშეთ, აუცილებლად მოსახსნელია ვაისი. ისე კი ჩემი აზრით არანაირ წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება თუ კი ნაკრებში არ იქნებიან მხოლოდ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ კლუბებში. გამორიცხულია ამის გარეშე რამეზე ფიქრი, მუდამ ერთი ტაიმის და ეთა ლიგის გუნდი ვიქნებით, როლელიც კლასის ხარჯზე თუ მოუგებს თავისსავე დონის მეტოქეებს. ვაისმა უნდა გაბედოს და შეძლოს ავტორიტეტებზე უარის თქმა და დააყენოს ისეთი შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა ნაკრებში ჯერ შესამჩნევი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სამაგიეროდ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. არ ვიცით თავს როგორ წარმოაჩენენ, ალბათ კლასითა და გამოცდილებით ჯერ ჯანოს, ოქრისა და ჩაკვეს დონისანი ვერ იქნებიან, მაგრამ ტემპში ბოლომდე იჯდებიან და ვფიქრობ შესაგდებსაც შეაგდებენ. ნამდვილად არ არიან დაბალი კლასისანი ის ბიჭები, რომლებსაც ვაისი ჯიუტად "ვერ" ენდობა.
Emigranti
Oqriashvili rogori gulida sulitac tamashobs ise rom itamashot 5-6 kacma ar cavagebt. Klasi da gamocdileba kiar shvekis sulida gulit tu itamashebt kai shedegsac dadebt .
Lagashi
ერთხელ დავწერე, ვინც არ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი თავისი გეგმები ისე უნდა ააგოს თითქოს ჯანო, ოქრი და მჭედლიძე არც იყვნენ ნაკრების წევრები თქო.... :) ძალიან საჭირო ხალხია მაგრამ რათ გინდა ვერ დაეყრდნობი, რომელი სად წაიქცევა...
Mmm
რატომღაც მგონია ოქრიაშვილს კიდია გუნდი ეყოლება თუ არა, ტიპი კრასნოდარიდან, რო გამოუშვეს ეგრევე კანარებზე გაიგცა საგულაოდ, იმის ნაცვლად, რომ ახალი გუნდის.ძებნა დაეწყო.

ხო დაიზღვიეთ თავი, უფრო მნიშვნელოვან თამაშებში გამოგადგებათ. ვერ თამაშობს ჯანო და მორჩა - სამწუხაროდ შეცდომებია დაშვებული თინეიჯერობის ასაკში და აი შედეგი. ძალიან სამწუხაროა მაგრამ მაშინ ქონდა ჯანოს კარიერის ზენიტი, როცა ფიზიკურ განვითარებაზე უნდა ემუშავა. ამ ქრონიკული ტრავმიანობის წამალი არ არსებობს - ელემენტარულ დატვირთვას ვერ უძლებს ორგანიზმი. :(
zvare
არის გამოსავალი. კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიტანოთ, რომ ახალ ტრამვამოშუშებული, უგუნდო და სკამების მხეხავი ფეხბურთელი მოიკვეთოს ნაკრებიდან. ეს უნდა იყოს აუცილებელი პირობა. როგორც საძირკველის გარეშე არ აშენდება სახლი, ისე ამ პირობის შესრულების გარეშე არ დადგება ნაკრები. ასე ძნელია ამის გაგება? რამდენი ჩამოვიდა ჯანო ნაკრებში, იმდენი დამტვრეული წავიდა. მაგან თუ ტრამვა მიიღო, ჩათვალე, რომ კარიერა დაამთავრა. იგივე სიტუაციაა ოქრისთან, მჭედლოსთან და მერებასთან დაკავშირებით. საერთოდ არ უნდა გამოგეძახებინათ ჯანო, არ იყო ეგ მზად, ამდენი ხნის უთამაშებელია, გეცლიათ დადგებოდა ფეხზე კარგად, მოღონიერდებოდა და ივნისში გამოიძახებდით.ოქრი და მერება, თუ დაგჭირდებათ ზამენაზე უნდა შეიყვანოთ ბურთის დასაჭერად, თამაშის მოსაკლავად, აბა სხვა მაგათმა არ იციან და. ეხლა, პარუნაშვილი გვილიას ნაცვლად, კიტეიშვილი ჯანოს ნაცვლად, ლობჟანიძე ცენტრფორვარდად და ჭანტურიშვილი ვაკოს ნაცვლად და დაამატეთ მაგას კანკავა.არც დაცვაშია კარგად საქმე, კაკაბაძე არაა ფორმაში, ტაბიძე დაგემტვრა, დვალი მანამდე დაიმტვრა კაშია არაა ფორმაში, რას შვრები ეხლა? 4 თავდამსხმელი რომ გყავს გამოძახებული, რად გინდოდა, 2 გამოგეძახებია და 1 მცველი და 1 შემტეწვი გამოგეძახებია. ახლა კვირკველია, ხოჭოლავა , ხარაბაძე და კაკაბაძე. აი ბიძია, ამ სასტავს თუ დააყენებ შედეგი შეიძლება დადო, თუ არა და სარიც გაგიკეთებია. ნაკრებს კი, მთელი გულით გამარჟვებას და ვაისს ტვინის გაბრწყინებას ვუსუტვებ. ნუთუ ასე დებილია ვაისა, რომ ამას ვერ ხვდება? ეს რა ჭირი გვჭირს ტო? გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ.
aburjga
ბოდიში, კრილიასოვეტოვი უნდა დამეწერა და უნებლიედ კრასნოდარი დავწერე.
gio
ანანიძისთვის წელს მთავარია რომ კრილია სოვეტოვში რაც შეიძლება მეტი თამაში ჩაატაროს რომ სპარტაკში დაბრუნდეს!! სპარტაკში დაბრუნება მისთვის ეხლა ნიშნავს ყველაფერს. ეს არის მისთვის ყველაზე მთავარი!! ამ მიზნისთვის იღწვის ის, ის ვერ დაუშვებს რომ ნაკრებში ტრამვა მიიღოს, ამიტომაცაა თითქმის არ დარბოდა და ბურთს არ ეკარებოდა. ეხლა კიდე საერთოდ გაეცალა ნაკრებს მოგონილი მიზეზით. ფედერაციამაც იცის რომ მას არანაირი ტრამვა არ აქვს მაგრამ ორივე მხარე ფედერაციაც და ფეხბურთელიც არ ამწვავებენ სიტუაციას და ეს გამოსავალი იპოვეს.
ჩორნა
მეგობრებო ისე ჩვენი ნაკრები არამგონია ჩვენთვის უბრალოდ სასაუბრო თემა იყოს.. მოუთმენლად დიდი იმედით ველი ყოველ თამაშს და თამაშიდან თამაშამდე თითქმის ყველას ერთი და იგივე აზრი გვიჩნდება რომ არაა ჩვენი თამაში ეს რასაც ვხედავთ არ გამოგვდის თამაშის დროს ჩამშლელის და მცველის ჩამატება ეგ კუპერის,ქეცბაიას,ცხადაძეს და ეხლა ვაისთან ერთადაც დავინახედ, ყოველთვის ასეთი ცვლილება ქაოს იწვევს(დიდ გუნდებთან).თუნდაც ფრე გერმანიასთანაც იყო შესაძლებელი რომ არა მცველის ჩამატება თან ხიზანიშვილი(ასაკი სისწრაფე ფორმას ვგულისხმობ) გაიხსენეთ რომელი ერთი ავიღოდ მაგალითი.დავრწმუნდით ერთთალიგაზე რომ თამაში ბიჭებს შეუძლიათ და ცალკეულ ფეხბურთელს ნუ მოვთხოვთ პასუხს ყველა რონალდო ვერ იქნება. საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ეგ თამაში გვიხდება დაცვის ხაზიც გარკვეულ წილად უფრო ეფექტური ხდება.უბრალოდ მიკერძოებული მწვრთნელი რა..თუ ვინმე ამიხსნის საერთოდ რატო იძახებს ბიჭებს ნაკრებში მაგრად მესიამოვნება უბრალოდ ვერ გამიგია სკამისთვის..16 წელია ფეხბუტთს ვუყურებ და სულ ერთ რამეს ვითხოვთ რომ ფეხბურთი ვითამაშოდ ჯგუფიდან გასვლა არცერთს არ მოგვითხოვია დამეთანხმებით ალბად.. მე პირადად რიგით ქომაგს მინდა დავინახო ცეცხლი ფეხბურთელების თვალებში როგორც ერთალიგაზე..რაც სამწუხაროდ ვერ დავინახე ბოლო თამაში,,და კიდე ნუ გვაიძულებთ ხალხს სხვა უცხოურ არხზე ვუყუროთ ნაკრების თამაშს ეს გულის ამრევია კომენტატორი ხარ და არა პროფილის გადაცემა... ps: მე მჯერა და მწამს მხოლოდ ჩვენი ბიჭების. ვაისი და ფედერაცია მოსახსნელია!!
ემირი
რა ვერ გაიგო ამ ხალხმა, შეტევაში ჩაკვეს უმისოდ კაპიკია ჩვენი ფასი
aburjga
ჩვენი ჯანოს ფიზიკა შვეიცარიისთანა ათლეტურ გუნდთან ვერ გაქაჩავს. თან დაშინებულიცაა, ოდნავი შეჯახება და 1 წელი შეიძლება კვლავ გამოეთიშოს თამაშს. ვაცალოთ, კრასნოდარში ითამაშოს, იქნებ გაძლიერდეს კიდეც??. კარგი და ნიჭიერი, თავდადებული ფეხბურთელები კიდევ გვყავს. მაგალითად, მეორე ტაიმში ჯანო თავიდანვე კიტეიშვილით რომ შეეცვალა კარგი იქნებოდა. კიტეიშვილი ნიჭიერიცაა, დრიბლინგიც აქვს და თავდადებული თამაშობს! მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ფეხბურთის მესვეურებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი კავშირები, გავლენა, სამეგობრო, მოკლედ ყველა ღონე უნდა იხმარონ და თორნიკე ოქრიაშვილს საკადრისი გუნდის მონახვაში უნდა დაეხმარონ. თორნიკე ამ ფორმაციის ნაკრებში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. თანაც ნაკრებისათვის თავდაუზოგავი და შედეგიანი!
Tbiliseli
gio, ისეთები წერე, უეჭველი მანდ იყავი ))))) როგორ იყო ზუსტად, ძმურად განგვანათლე))) 16 წლისამ საქართველოს ნაკრები აირჩია და 26 წლისამ უარი თქვა ხო? )))))) :D ისე შენნაირების გამო არც უნდა ითამაშონ
soso
ჯანო და მჭედლიძე განსაკუთრებული ფენომენია უთამშებლები ტრამვებს იღებენ საცრებაა აბა რა.
lass
წააგებენ 3- 0 დააყენებს ვაისა ოკლუბო და 6 თვე უთამაშებელ სასტავს მერე 92 წუთზე მოხსნის შემტევს და შემოიყვანს მცველს ეს არის სცენარი
gio
არ ურბენია, პატკატი მას არ გაუკეთებია და არც მოწინააღმდეგის მცველი ჩავარდნია ფეხებში და ტრამვა სად მიიღო ოთახში დივანზე ჯდომის დროს? არანაირი ტრამვა არ აქვს!! ეგ ზღაპრები ფედერაციამ ვისთანაც გასდის იმას მოუყვეს, უბრალოდ ამხელა ნეგატივი რომ წამოვიდა მისკენ აღარ უნდა მეორეჯერ მთლად შეაძულოს ხალხს თავი, სამწვრთნელო შტაბისგანაც კაი გვარიანი საყვედურები მიიღო იმისთვის მინდორზე ფორმალურად რაღაც ძალით შეყვანილს რომ გავდა, უარი თქვა ნაკრებში თამაშზე და სამწვრთნელო შტაბმაც ეს მიზეზი მოიგონეს რაღაც ხომ უნდა ეთქვათ აბა
კახა
მე იმედიანადავარ თანაც საკმაოდ ძალიან მგონია რომ ნაღდად არწავაგებთ

am shemtev 6 kacs upormo okri ajobebs kvelas da vais atamasheeeee
zaza
ჯანო რაღაცას მაინც ცდილობდა შვეიცარიასთან და პირველი ტაიმი ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშა, ვნახოთ რა იქნება, დიდად იმედად არ ვარ ირლანდიასთან თამაშის! სამი აშკარა ლიდერის გარეშე თამაში: ჩაკვეტაძე, ჯანო რომელიც არ არის ოპტიმალურ ფორმაში და არ გვეყოლება და ოქრი რომელიც უთამაშებელია საერთოდ! ვაისმა ეხლა მაინც მოიფიქროს რაიმე და საშუალო დონის ნაკრებთან როგორიც ირლანდიია შეეცადოს იქნება რაიმე! უნდა გამოსცადოს სხვებიც აუცილებლად.
Nnn
შეეშვით რა ამ სტეკლოს ხალხს.ტფუუუუუ
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..