საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას დუბლინში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, ირლანდიის დედაქალაქში 24 მარტს, ჩარტერული რეისით გაემგზავრა. ეროვნული ნაკრები დუბლინში 23 ფეხბურთელთან ერთად ჩაფრინდა. ტრავმის გამო, ნაკრებს ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები ირლანდიაში პირველ ვარჯიშს დღეს, თბილისის დროით 23 საათზე (ადგილობრივი დროით 19:00), კარლაილის მოედანზე გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა ირლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს, ავივას სტადიონზე შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

aleko
cucuns tavi daanebe ra chempionats bavshebis fexbutts shexedet ra dgeshia ageb micemoba arakompetenturi mcvrtnelebi isa esa ra pretenziebi gaqvt ro mougon am gundebs jer es moagvaret elementaruli da mere gagichndet ambiciebi.
გადასარევი გიორგი
მე მივხვდი ჩემსას მხოლოდ ყოველ მეორე დაფოსტილს თუ დებთ :))) ამიტომ თავიდან ვცდი იგივეს, დაკოპირებული მაქვს :))) : ეს ის შემთხვევა არ არის როცა მწვრთნელს უნდა უხმოდ აცალო თამაში. ოქრიაშვილი თუ არ გამოვიყვანეთ ირლანდიასთან, ისედაც ანანიძის გარეშე, - წავაგებთ იქაც. ანანიძის როლი შვეიცარიასთან დიდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ითამაშა - ეს იმიტომ მოხდა რომ შვეიცარიელებმა იმუშავეს სპეციალურად ამაზე და ამოკეტეს, მაგრამ ამით გარკვეული რესურსი იმათაც დააკლდათ პირველ ტაიმში. ეხლა, ირლანდიაში ჩვენებს მხოლოდ მაშინ ექნებათ შანსი თუ ჩაკვეტაძის არყოფნაში ოქრიაშვილი მაინც ითამაშებს, რომელსაც ექნება თავისუფლება შეტევების წამოწყების და თავის თავზე აიღებს გადამწყვეტ მომენტში თამაშს. გუშინდელ მატჩში ეს კაკაბაძემ გააკეთა რაც შეეძლო და ეგრევე გამოაფხიზლა გუნდიც და ტრიბუნებიც, უბრალოდ ეს კაცი მცველია და თან ჩანს, რომ მხოლოდ ეხლა შედის ფორმაში ისევ, ირლანდიაში ასეთი გვინდა წინ. გვილია მე რომ მკითხო შეცვლაზე უნდა შემოვიდეს, ზუსტად მაშინ გააძლიერებს შეტევას ბოლოსკენ, რადგან ისე თავიდან ზედმეტს და ხშირად აფუჭებს, სულ თვითონ უნდა დარტყმაც და გატანაც და ხშირად ამას კარგი შეტევა ეწირება. ოქრიაშვილი სკამზე ესაა სისულელე, ამას ჯობია სულ არ წაიყვანონ. 88 წუთზე რომ თორნიკეს შეიყვან - ამას რა აზრი აქვს. ირლანდიასთან ასეთ შემადგენლობას დავაყენებდი: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, კაშია (თუ ნავალოვსკი არაა ფორმაში), ოქრიაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი, ქვილითაია. რაც მთავარია ოქრიაშვილი რაც შეიძლება უკან უნდა იყოს ჩამოწეული, რომ შეტევები მან დაიწყოს და ბურთი გაანაწილოს. საბოლოო ჯამში ამ წაგებით არაფერი ისეთი არ მომხდარა, კარგად ითამაშეს ჩვენებმა და უბრალოდ კლასი არ ეყო არც გუნდს და არც მწვრთნელს, ამაში არაფერია საშინელი. დაგვიბრუნდება ჩაკვეტაძე და მოვიგებთ რაღაცეებს ნელ-ნელა, მთავარია იქამდე ყველაფერი გავაკეთოთ სწორად, არ გვინდა კვერკველიას ბოლო 88 წუთზე შემოყვანა და წაგებისას დაცვის გაძლიერება, ზარანდიაზე და ხარაიშვილზე უარის თქმა სამომავლოდ
მოქალაქე
ლორია, ხოჭოლავა, კვირკველია, კაშია, კანკავა, გვილია, ქვილითაია, კაჭარავა, კვეკვესკირი _ ამდენი მეგრელი გვყავს გუნდში და კაცს ვერ ატყუებენ
ემირი
100 პროცენტიანი ხარ, ჩაკვეს უმისოდ ერთა ლიგაზე ვერანაირად გავიდოდით
F.F
ეხლა გამოჩნდება რისი თავი აქვს ნაკრებს, ვნახოთ ვაისი როგორ მოიქცევა, ათამაშოს ზარანდია, ახალგაზრდები, დავიღალეთ კაჭარავას ყურებიიიით!
ზაზა
პროცენტით აპირებენ, და განაკვეთი ვერ განსაზღვრეს ჯერ
ჩორნა
ლორია, ხარაბაძე,ხოჭოლავა,კვირკველია,კაკაბაკანკავა,პარუნაშვილი, არველაძე,ოქრიკა,ლობჟანიძე, ქვილითაია. შეცვ:პარუნაშვილი(გვილია)68, ოქრიკა(მერაბა)75 ქვილითაია(კაჭარავა)89. ანგ:1-3 ქვილითაია,ოქრიკა,ვატო. ჩვენ დავმარცხდით ბრძოლაში და არა ომში,ომში მაშინ ხარ დამარცხებული როცა ნებდები!!!დააყენე რა ეგ სასტავი))))
nika
შვეიცარია ძლიერი დაბალანსებული გუნდია, ისინი ჩვენი დონის გუნდებს შანსს არ აძლევენ, ამიტომ გულშემატკივარი უარყოფითადაა განწყობილი, მგონია ირლანდიას 2 ან 3 ბურთს გავუტანთ და მოვუგებთ, ჩემი აზრით ამის ალბათობა დიდია. როდესაც ასეთი სუსტი ირლანდია მატჩამდე ფავორიტია გოლის გაშვების შემთხვევაში უბრალოდ ჩამოიშლება.
kote
ვინც ითხოვთ მწვრთნელის გამოცვლას გაიხსენეთ ნაკრების სხვა მწვრთნელები და მათი ცვლა: ძოძუაშვილი, ყიფიანი, ხურცილავა, გუცაევი, ჩივაძე, შუშაკი, ბოსკამპი, ჟირესი, კუპერი, ტოპმიოლერი, ქეცბაია - ცოტა გამოცვალეთ? კიდევ ვცვალოთ? პროლემა სხვა რამეში, ხომ არ არის და შემთხვევით სხვაგან ხომ არ ვეძებთ? ჰო, დამავიწყდა, აი ცხადძე უშველის - მხოლოდ ცხადაძე, დანარრჩენები არ ვარგოდნენ - არცერთი!
ნოდო
ოქრიაშვილს ჭანტურიას და ეგეთებს რო ახსენებთ მაგრა მეცინება,ვედრო მანეთად იყვნენ მასეთი ფეხბურთელები საქართველოში ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს:)
kote
ეგ ხომ ყველამ ვიცით
kote
ჭანტურიაო? მე მაგის ტამაში ვერ ვნახე
ნიკოლოზ 111
ირლანდიასთან მატჩის შედგომ იმედია ასეთ კომენტარს არმოვისმენ ვაისისგან ირლანდიელები კარგად არიან ფიზიკურად მომზადებულებიო მერე იტყვის ჩვენები უთამაშებლები იყვნენ რამოდენიმეო და ბოლოს დააყოლებს შეხედე ისინი რა დიდ გუნდებში თამაშობენო
Fz
კვე-კვე...აქლემების მწყემსი!..კუმისი-მხოლოდ კუმისი.
ნოდო
ფედერაციამ მაკრების ასეთი თამაშის მერე ხალხს რომლებამ პურის ფული მოიკლეს და ბილეთი იყიდეს უნდა აუნაძღაუროს იგივე რაოდენობა ( მე არ მიყიდია ბილეთი ჩემს გამო არ ვა,მბობ )
Emzar Duisburg
დაანაბეთ რა თავი რა ამ რეალებს ბარსელონებს და ლივერპულებს ,რა ქვილითა ევროპის ჭ კლასის გენტშია და უწევს არა სისტემატიურად თამაში?
sormona
და რა გამოდის, არც ერთი შედეგი არ იქნება დადებითი??? :):):)
ანესთეზეოლოგი
გუშინდელი თამაში ძალიან მახსენებს 2 წლის წინ მსოფლიოს შესარჩევის დასაწყისს, როდესაც შინ ავტრიასთან დავმარცხდით 1:2 და შემდეგ ირლანდიაში წავაგეთ მინიმალური ანგარიშით. ფაქტიურად ამით გადაწყდა ჩვენთვის ჯგუფში ყველაფერი. თუ კი ახლაც ანალოგიური მოხდა და ირლანდიაში წარუმატებლად ვითამაშეთ, აუცილებლად მოსახსნელია ვაისი. ისე კი ჩემი აზრით არანაირ წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება თუ კი ნაკრებში არ იქნებიან მხოლოდ ისეთი მოთამაშეები, რომელთაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ კლუბებში. გამორიცხულია ამის გარეშე რამეზე ფიქრი, მუდამ ერთი ტაიმის და ეთა ლიგის გუნდი ვიქნებით, როლელიც კლასის ხარჯზე თუ მოუგებს თავისსავე დონის მეტოქეებს. ვაისმა უნდა გაბედოს და შეძლოს ავტორიტეტებზე უარის თქმა და დააყენოს ისეთი შემადგენლობა, რომელსაც შესაძლოა ნაკრებში ჯერ შესამჩნევი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ სამაგიეროდ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ. არ ვიცით თავს როგორ წარმოაჩენენ, ალბათ კლასითა და გამოცდილებით ჯერ ჯანოს, ოქრისა და ჩაკვეს დონისანი ვერ იქნებიან, მაგრამ ტემპში ბოლომდე იჯდებიან და ვფიქრობ შესაგდებსაც შეაგდებენ. ნამდვილად არ არიან დაბალი კლასისანი ის ბიჭები, რომლებსაც ვაისი ჯიუტად "ვერ" ენდობა.
Biankoberi
და რამე უკეთესი ახსნაც გაქვს? ეგრეა, ეგრე.. :(
Biankoberi
საბა ლობჟანიძეს და ოქრის თუ ათამაშებენ კარგია. ასევე შეიძლება შანსის მიცემა ვატო არველაძისთვის, მისი ფორმიდან და პირიქით სხვა წინახაზელების არადამაჯერებლობიდან გამომდინარე. ბიჯო, ერთი რამ მაკვირვებს, კარში თუ არ დაარტყი გოლს ისე გაიტან? ვერა. ხოდა აიღეთ და დაარტყით, კარში, კარისკენ, არააქვს მნიშვნელობა! კარგი იქნება თუ ლორია არ დაიჩემებს მაღალი ბურთის ატანას, მეტოქის ნახევარზე ზედიზედ წაგებული პოზიციების შემდეგ.
jijo
კვირკვე-ხოჭოლავა უნდა დააყენოს ცენტრში, კაშია დირკა მცველია. ხარაბაძე - კაკაბა ფლანგებზე , ჯაბა-კვეკვე-კიტე ცენტრში , ფკანგიდან ლობჟანა-ოქრი და წინ ვატო ან ქვილო.
Emigranti
Kvirkvelia khocholava daayene ra .. vinc metanxmeba moiconet
ტოტტი
ხო მართლა ოქრიაშვილი ანორთოსისში გადავიდა . სამწუხაროდ ოქრი რომმაგარი შრომისმოყვარე ყოფილიყო ანართოსისის ნაცვლად ეხლა ბარსელომაში ან რეალში იქნებოდა. იმხელა პოტენციალი აქვს ოქრის არაბიძეს გიორგი ჭანტურის
odala
თავი დაგვანებეთ რა :))) ქეცბასი არ იყოს, მაგათ შემოვევლე მე. მაგრამ არ იციან თამაში და მოკალი. ვერ ვქაჩავთ რა, ვერა. ის ფეხბურთი არ იყო, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ. მეტი არ შეგვიძლია სამწუხაროდ. მით უმეტეს თუ ტექნიკური გვაკლია ვინმე. ადრე იყო ოქრიაშვილი და ახლა არის ჩაკვეტაძე. არაბიძეს აქვს შანსი. ჭანტურიას ჰქონდა შანსი. ამ ჯეჯგვი ტიპებით ფონს ვერ გახვალ.
გიორგი
ვიცი უკვე რაც მოხდება ფრეე კარგი შედეგია გასვლაზე ბრძოლით მოპოვებული და თუ წავაგებთ გვეტყვიან რავქნათ შეხედეთ სად თამაშობენ ირლანდიელი ფეხბურთელებიო და თუ მოვიგებთ ამას სენსაციათ მონათლავენ რომ როგორც იქნა მოვუგეთ ირლანდიასო
ტოტტი
ესე მგონია ვაისი უგულოდ უყურებს ჩვენს ნაკრებს და საშუალოზე დაბალი დონის მწვრთნნელია. ჩაკვეტაძე რომ არ გვყოლოდა სავარაუდოთ ერთა ლიგაზეც ვერ გავიდოდით პირველზე სამწუხაროდ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ