შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ", რომელიც A ჯგუფში საუკეთესო იყო, სტუმრად წააგო "ლანამეზანთან" - 26:29
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონში პლეი ოფის მერვედფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან სამმა მოიგო და ორმა მარცხი განიცადა, თუმცა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანს მაინც ინარჩუნებს.

შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ", რომელიც A ჯგუფში საუკეთესო იყო, სტუმრად წააგო "ლანამეზანთან" - 26:29. მარცხის მიუხედავად, პარიზელებს მეოთხედფინალში გასვლის შანსი არ დაუკარგავთ. ერთი კვირის თავზე ლანამეზანელებს შინ მიიღებენ და, ვფიქრობთ, სამქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა არ უნდა გაუჭირდეთ.

აშვეთია 73-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა მოედანზე ხუთი წუთით მეტი დაჰყო, კობაურს და ესაკიას არ უთამაშიათ.

"მასისაგან" განსხვავებით, უფრო რთულდაა დავით კაჭარავას "ნიცას" მდგომარეობა, რომელმაც შინ წააგო ჩ ჯგუფის მეორეადგილოსან "ლიმოჟთან" - 20:26. განმეორებით შეხვედრაში "ნიცას" მეტოქის ძლევა ძალიან გაუჭირდება. კაჭარავამ სრულად ითამაშა.

თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" სტუმრად მოუგო "ლავორს" - 32:12 და, ფაქტობრივად, გაინაღდა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება. ძნელი წარმოსადგენია, სტუმრად მოპოვებული 20-ქულიანი უპირატესობა "პერიგომ" შინ ქარს გაატანოს.

მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში დადუნაშვილმა შეცვალა, ზიბზიბაძეს და ნინიძეს არ უთამაშიათ.

სტუმრად გაიმარჯვა გიორგი მჭედლიშვილისა და ლაშა მალაღურაძის "ბეზიემაც". ლანგედოკელებმა დაძაბულ ბრძოლაში "მარმანდის" წინააღმდეგობის დაძლევა მოახერხეს - 25:22.

მალაღურაძემ, რომელიც 61-ე წუთზე რაგბის ახალზელანდიელმა ლეგენდამ, ენდრიუ მერთენსმა შეცვალა, ხუთი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (17 ქულა), მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.

ასევე სტუმრად მოიგო გიორგი ნემსაძის "მონტობანმა". ჩვენებურის გუნდმა "ვანს" მინიმალური სხვაობით მოუგო - 21:20. "მწვანეებს" ერთი კვირის შემდეგ შინაც ურთულესი ბრძოლა ელით, თუმცა ნემსაძე და კომპანია საკუთარ მოედანზე ბევრად უკეთესად თამაშობს.

ნემსაძე ძირითად შემადეგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტურ, მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას ფინალში გასული ორი გუნდი მიიღებს. ისინი მომავალ სეზონში მეორე დივიზიონში ხელმოცარულ "კოლომიესა" და "სენტ ეტიენს" ჩაანაცვლებენ.

მერვედფინალი

ლანამეზანი-მასი 29:26, ნიცა-ლიმოჟი 20:26, ლილი-ბობინი 16:3, ლავორი-პერიგო 12:32, ბურგ ან ბრესი-კასტანე 28:23, მარმანდი-ბეზიე 22:25, დიჟონი-ტიროსი 14:23, ვანი-მონტობანი 20:21

ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების ჩემპიონატში, რეგულარული გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. აქ პლეი ოფის ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "ტულონი"და "კლერმონი" გავიდნენ.

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად მოუგო "პოს" და 64 ქულით გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა. მისი მეტოქე ნახევარფინალში, რომელიც 15 მაისს გაიმართება, მეოთხე ადგილზე გასული "პერპინიანი" იქნება, რომელიც თავის მხრივ, ბოლო ტურში სტუმრად დამარცხდა ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯიმშელაძისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონთან".

"უმცროსმა ვულკანებს" ამ გამარჯვების შემდეგ 46 ქულა დაუგროვდათ და მეორე ადგილი დაიკავეს. ჩვენებურთა გუნდის მეტოქე ნახევარფინალში მესამეადგილოსანი "ტულუზი" იქნება.

მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" 34 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილს დასჯერდა. მონპელიელებმა ბოლო ტურში სტუმრად წააგეს "ბურგუენთან" - 9:31. გაცილებით უარესი შედეგი აქვს გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს", რომელმაც სტუმრად მშრალი ანგარიშით წააგო "აჟენთან" - 32:0 და 27 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე გავიდა.

ესპუარები

XVIII ტური

აჟენი-გრენობლი 32:0, პო-ტულონი 17:26, ბაიონი-ტულუზი 21:25, კლერმონი-პერპინიანი 30:31, ბურგუენი-მონპელიე 31:9

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 64 ქულა, 2. კლერმონი - 47, 3. ტულუზი - 46, 4. პერპინიანი - 44, 5. აჟენი - 44, 6. ბურგუენი - 42, 7. პო - 35, 8. მონპელიე - 34, 9. ბაიონი - 33, 10. გრენობლი - 27.

ნახევარფინალი

ტულონი-პერპინიანი, კლერმონი-ტულუზი

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...