სუპერლიგის მე-15 ტურის თბილისური მატჩები დაძაბული მატჩით დასრულდა. “დინამოსა” და “ოლიმპის” მატჩი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ იმით, რომ ბოლო პერიოდში 12 ქულით ჩამორჩენილმა გუნდმა იმარჯვა. სწორედ ამ სხვაობით იგებდა “ოლიმპი” (56:44), ბოლო მეოთხედი რომ დაიწყო. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ოლიმპელთა ლიდერობა 11 ქულას შეადგენდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დინამოელთა ზეშედეგიანობა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სწორედ ის კალათბურთი ითამაშა, რისკენაც ნებისმიერი მწვრთნელი მიილტვის. მატჩის დარჩენილი 8 წუთი დინამოელებმა 27:4 (!) მოიგეს და… 12 ქულით – 77:65 იმარჯვეს.

“დინამომ”, რომელიც თითქოს განწირული ჩანდა, მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩამორჩენა გააბათილა და დამსახურებულად გაიმარჯვა. “ოლიმპმა” კი ის ნაჯაფი, რაც 3 პერიოდის განმავლობაში აგროვა და თითქოს გასამარჯვებლად საკმაო ლიდერობაც მოიპოვა, 8 წუთში წყალში ჩაყარა და დასანანი მარცხი იწვნია.

დინამოელებს ხორვატმა ცენტრმა დემაგოი ბუბალომ ულიდერა, რომელმაც 24 ქულაა და 13 მოხსნა მიითვალა. ბოლო პერიოდის ერთ-ერთმა გმირმა ჯორდან სვოპშირმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო რეჯერ დოუელმა გამარჯვებულებს 14 ქულა მიაშველა. “ოლიმპში” 21 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ტრე ბენეტმა. 12 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზეა.

მე-15 ტურის 1 შეხვედრა დღეს ბათუმში გაიმართება, სადაც “თსუ-ჰიუნდაი” ითამაშებს, ხოლო ტური 29 მარტს, რუთავში, ადგილობრივი გუნდისა და “მგზავრების” მატჩით დასრულდება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა