საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე პირველი დამარცხება იგემა ლიდერმა, ფოთის "ოქროს ვერძმა", რომელსაც 12-11 მოუგო თბილისის "პეგასმა". სხვაობა ფოთსა და უახლოეს მდევარ აჭარას შორის ქულამდე შემცირდა.

ჩემპიონატის უახლოესი მატჩი სწორედ ფოთსა და აჭარას შორის გაიმართება 6 აპრილს, სენაკის სპორტის სასახლეში. ამ დღეს დასავლეთის გუნდები ერთმანეთში მესამე წრეს მოისტუმრებენ. ფოთს ურთიერთშეხვედრებში ორჯერ ჰყავს დამარცხებული აჭარა - 21-16 და 16-13.

დღესვე სპორტკომპლექს "არენაში" "ქარიშხალამ" 23-12 დაამარცხა "ბათუმი" და მესამე ადგილზეა, თუმცა ახლო მდევრებიც ჰყავს - "სამტრედია" და "ყვარელი". "პეგასი" ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ვეღარ ჩაერთვება, მაგრამ ქულების ართმევა ყველასთვის შეუძლია, რაც დღევანდელმა თამაშმაც დაადასტურა.

ფოთს ამ მატჩამდე მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა დაკარგული (ფრე სამტრედიასთან). მეორე ტაიმის დასაწყისში თბილისელები 9-5 დაწინაურდნენ, რაც ძირითადად გოგონათა ნაკრების მეკარის, ჯიქურაშვილის და უკანახაზელ ჩხაიძის დამსახურება იყო.

ფოთელებმა ასევე ნაკრების მოთამაშის, ჯგერენაიას ლიდერობით, მინიმუმამდე დაიყვანეს სხვაობა და ბოლოსწინა წუთზე ბჟალავამ გაათანაბრა, 11-11. ჩხაიძემ "პეგასს" ლიდერობა დაუბრუნა და დარჩენილ დროში "პეგასმა" ეს უპირატესობა შეინარჩუნა, 12-11.

სენაკში 6 აპრილს დანიშნული 5 მატჩის შემდეგ ჩემპიონატს 4-8 მაისს, თბილისში დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდელთა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

27 მარტი. ბათუმი - ქარიშხალა 12-23

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

პეგასი - ფოთი 12-11

პეგ: ჯიქურაშვილი - ჩხაიძე 8, სვანიძე 2, საბაშვილი 1, კორძაია 1,

ჩოგოვაძე, ნეფარიძე, დადვანი, მაკარაშვილი, პაპუაშვილი

ფოთ: გრიგოლია, კარბაია, ვართანიანი - ჯგერენაია 5, გოგია 3, კუპრიევა 1,

კობახია 1, ბჟალავა 1, რურუა, დარჩია, ხურცილავა

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

სატურნირო ცხრილი

ფოთი 18--16---1---1--328-223--33

აჭარა 18--16---0---2--392-256--32

ქარიშხალა 19--12---1---6--460-380--25

სამტრედია 18--10---2---6--313-269--22

ყვარელი 19--10---2---7--359-315--22

პეგასი 19---8---2---9--344-329--18

ბათუმი 18---3---1--14--214-316---7

წყალტუბო 18---2---1--15--216-373---5

მამული 19---1---0--18--291-456---2

მესამე წრე, დასავლეთი. 6 აპრილი, სენაკი

ფოთი - აჭარა, ბათუმი - წყალტუბო, აჭარა - სამტრედია,

ბათუმი - ფოთი, წყალტუბო - სამტრედია

მესამე წრის საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა