მოქმედი ჩემპიონითა და "სკუდეტოს" პრაქტიკული მფლობელით დავიწყოთ. "იუვენტუსი" მასპინძლობს "ემპოლის" და, ალბათ, მე-8 მატჩსაც მოუგებს ლევან მჭედლიძის გუნდს. მართალია, კრიშტიანო რონალდოს ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ დიდი ალბათობით, მასიმილიანო ალეგრი მას ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს.

მოგეხსენებათ, რონალდო პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში დაშავდა სერბეთთან შეხვედრაში. მართალია, ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ წინ "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალია და ალეგრი ნამდვილად არ გარისკავს სუპერვარსკვლავის ჯანმრთელობით. სერია A-ში კი რონალდოს გარეშეც შეინარჩუნებს "ნაპოლისთან" 15-ქულიან უპირატესობას.

ტურის მთავარი შეხვედრა "სან სიროზე" შედგება. დადგება დრო და ეს ლეგენდარული სტადიონი აღარ იქნება. ასე რომ, ამ არენაზე გამართული რაც შეიძლება ბევრი მატჩი უნდა ვნახოთ, რომ მერე ნოსტალგიამ არ დაგვრიოს ხელი...

ეს იქით იყოს და, "ლაციო" ბოლო დროს კარგ ფორმაში შევიდა. გუნდს აქვს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, მაგრამ თუ ეს უნდა, ქულები არ უნდა დაკარგოს. ბოლო დროს "ინტერის" თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, მაგრამ დერბიში "მილანის" დამარცხებამ ლუჩანო სპალეტის გუნდს ახალი ძალა უნდა აპოვნინოს.

ასევე დიდ ბრძოლას ველით "რომასა" და "ნაპოლის" შეხვედრაში. "ნაპოლის" ჯერ მაინც არ შეუძლია მოდუნება, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს მეორე ადგილი. "რომას" კი ჰაერივით სჭორდება ქულები, რათა ლიგის სანუკვარ საგზურს უწიოს.

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს "სამპდორიასა" და "მილანის" შეხვედრა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ფაბიო კვალიარელა - ვეტერან იტალიელ შემტევს მეორე სუნთქვა გაეხსნა და მინდვრიდან უგოლოდ აღარ გადის. აგერ, იტალიის ნაკრების დამრიგებელი რობერტო მანჩინი მას ენდო და ფაბიოც რეკორდსმენის რანგში დაუბრუნდა კლუბს. ცხადია, ამ შეხვედრაში თავისი გეგმები აქვს "მილანსაც". მოკლედ, დიდი ბრძოლის მოლოდინში ვართ.

ფაქტები

"კიევოსა" და "კალიარის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ჯენოას" 8 მატჩია, "უდინეზე" არ დაუმარცხებია.

"იუვენტუსი" ზედიზედ 7 შეხვედრაა, ამარცხებს "ემპოლის".

"მილანმა" ზედიზედ 2 შეხვედრა მოუგო "სამპდორიას".

"პარმასა" და "ატალანტას" ბოლო 4 ურთიერთშეხვედრაში არ გაუტანიათ.

"რომასა" და "ნაპოლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ფროზინონემ" 3-დან 3 შეხვედრა მოუგო სპალ-ს.

"ბოლონიასა" და "სასუოლოს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ინტერმა" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ლაციოს".

სერია A. XXIX ტური

პარასკევი, 29 მარტი

კიევო-კალიარი 23:30

შაბათი, 30 მარტი

უდინეზე-ჯენოა 18:00

იუვენტუსი-ემპოლი 21:00

სამპდორია-მილანი 22:30

კვირა, 31 მარტი

პარმა-ატალანტა 14:30

რომა-ნაპოლი 17:00

ფიორენტინა-ტორინო 17:00

ფროზინონე-სპალ 17:00

ბოლონია-სასუოლო 20:00

ინტერი-ლაციო 22:30

ბომბარდირები: 21 - კვალიარელა (სამპდორია); 19 - რონალდო (იუვენტუსი), პიონტეკი (ჯენოა/მილანი); 17 - დ. საპატა (ატალანტა); 15 - მილიკი (ნაპოლი); 13 - იმობილე (ლაციო), კაპუტო (ემპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია