30 მარტს თბილისის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე გაიმართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა 2 მედალი მოიპოვეს.

30 მარტს სულ საქართველოს სახელით 10-მა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. აქედან ჩვენმა სპპორტსმენემა მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ვალერი იაშვილმა მოიპოვა, ხოლო 81-ში ტატო გრიგალაშვილმა.

ვალერი იაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში დმიტრი მინკოვი (ბელორუსი) არ გამოცხადდა და ჩვენებურს გამარჯვება ჩაეთვალა. მომდევნო ორ შეხვედრაში იაშვილმა უკრაინელი დმიტრო კანივეცი და რუსი ოლეგ ბაბგოევი დაამარცა და თან ორივე იპონით. ნახევარფინალში იაშვილი კუბელ მაგდიელ ესტრადას შეხვდა და იპონით დამარცხა. იაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცა.

Video

30.03.19. ვალერი იაშვილმა თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში ისვენება, ხოლო მეორე წრეში დაიანჩ ომიროვს (თურქმენეთი) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ რუს ალან ხუბეცოვს დამატებით დროში სძლია. სამწუხაროდ მეოთხედფინალში გრიგალაშვილი გერმანელ ტიმო კაველიუსთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც კობა მჭედლიშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, საბოლოოდ კი მჭედლიშვილი სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფრანგ ალფა უმარ ჯალოს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.

73 კგ.

ლაში გიუნაშვილი მეორე წრეში ვადიმ შოკას (ბელორუსი) შეხვდა და ვაზარით დაამარცხა, შემდეგ

პორტუგალიელ ნუნო სარაივას იპონით მოუგო. მომდევნო ეტაპზე გიუნაშვილი დენის იარცევს შეხვდა, თუმცა დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟში გადაიაცვლა, სადაც მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან სამი გაფრთხილებით წააგო.

ფრიდონ გიგანმა პირველ წრეში ჩოიჯილსურენ განბოლდი (მონღოლეთი) ეფექტური გდებით დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში შვეიცარიელ ნილს სტამპთან ვაზარით წააგო.

გიორგი ჩიხელიძე პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში შატლიკ ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი) სამი გაფრთხილებით დაამარცხა. მომდევნო შეხვედრა ჩიხელიძე მონღოლ ოდბაიარ განგბაატართან დამატებით დროში დამარცხდა.

81 კგ.

კობა მჭედლიშვილი მეორე წრეში მატეო მარკონჩინის (იტალია) შეხვდა და იპონით მოუგო, შემდეგ ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისაც იპონით სძლია. მეოთხედფინალში მჭედლიშვილი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძეს შეხვდა და იპონით დამარცხდა. მჭედლიშვილი რეპეშაჟში გრიგალაშვილთან დამარცხდა.

გიორგი კაციაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ჰენესს კონრადს (გერმანია) შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

ბექა დონღვანი მეორე წრეში კამოლიდინ რასულოვთან (უზბეკეთი) ვაზარით დამარცხდა.

გოგონები

კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩვენი გოგონების ასპარეზობა. ტურნირის მეორე დღეს ორივე ქართველი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

მზია ბებოშვილი (63 კგ) მეორე წრეში მარტინა ტრაიდოსთან (გერმანია) იპონით დამარცხდა

მარიამ ჭანტურია (70 კგ) მეორე წრეში ლაურა ვარგას კოხთან (გერმანია) ასევე იპონით დამარცხდა.

31 მარტს თბილისის გრან პრის დასკვნითი საშეჯიბრო დღე გაიმართება, სადაც საქართველოს სახელის 13 ძიუდოისტი იასპარეზებს.

ესენია:

90 კგ.

პაპუნაშვილი - გროსკლაუსი (შვეიცარია)

ღვინიაშვილი - ფინესი (სეიშელის კუნძულები)

ჭრიკიშვილი - კლიავუსოვი (ბელორუსი)

მარგიანი - ბობონოვი (უზბეკეთი)

100 კგ.

ტაველური - ბაუზა (ლიეტუვა)

ბერიაშვილი - მუხამეთხანოვი (ყაზახეთი)

სანებლიძე - სმიტი (აშშ)

ჩიქოვანი - ხანჯიანი (სომხეთი)

+100 კგ.

ბუღაძე - დაურბეკოვი (რუსეთი)

ზაალიშვილი - დ'არკო (იტალია)

ოქრუაშვილი - დრაგიჩი (სლოვენია)

მატიაშვილი - ტადეჰარა (აშშ)

გოგონები

სომხიშვილი (+78 კგ) - გერი (იტალია)

ჯ ი ჯ ი
90 კგ-ში და +100-ში ქართული ფინალი შედგება.ვნახოთ.
ჯ ი ჯ ი
ვგულშემატკივრობ ზაალიშვილს და პაპუნაშვილს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ სპორტში.
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვალერი იაშვილმა თბილისის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
კორონავირუსის გამო თბილისის გრან პრი გაუქმდა
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
თბილისის გრან პრი. I დღე: ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 1 ვერცლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [VIDEO]
ტატო გრიგალაშვილმა ვარშავის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება
დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]
არის იპონი! - ლუკა მაისურაძემ ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ეკატერინგბურგი გრანდ სლემი. II დღე: ბრინჯაოსთვის მარტო ერთი ქართველი იჭიდავებს
[VIDEO] გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არბუზოვთან დამარცხდა
ნატალია ყიფშიძემ მეტოქე ისე გაგუდა, რომ ცოტა ხანი გონზე ვერ მოდიოდა [VIDEO]
თბილისის გრან პრი. I დღე: ორი ქართველი ფინალში, ორი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართველ ძიუდოისტებს 2 ბრინჯაოს მოგების შანსი აქვთ