„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა ილაპარაკა, როგორ უნდა აჯობოს მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონას“
სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ილაპარაკა. როგორ უნდა აჯობოს მისმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონას“? როგორ უნდა ითამაშოს იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესოს უწოდებენ? შოტლანდიელის გეგმა ასეთი ყოფილა: მხოლოდ შეტევა!

კარგა ხანია სერ ალექსი უსმენს, როგორ აჰყავთ ცაში მეტოქე და როგორ უწინასწარმეტყველებენ მის გუნდს კრახს. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ 28 მაისს „უემბლიზე“ ხვდებიან ერთმანეთს.

ფერგიმ თქვა: „ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ნებისმიერი გუნდის შეწუხება შეუძლიათ. დღეს ყველას ჰგონია, რომ „ბარსა“ შემოგვიტევს და „იუნაიტედი“ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მე კი იმედი მაქვს, რომ პირიქით მოხდება: ჩემი თავდამსხმელები დააყენებენ მოწინააღმდეგეს სირთულეების წინაშე. ბავშვისთვისაც ნათელია, რომ „ბარსელონა“ დიდი გუნდია, მაგრამ... „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფინალშია.

ახლა, მოდაშია იმის ლაპარაკი, რომ დღევანდელი „იუნაიტედი“ ისეთი ვერ არის, ადრე რომ იყო. ეს მცდარი შეხედულებაა. ჩვენ სხვა გუნდებზე მეტი გოლი გავიტანეთ. პრემიერლიგაში დიდებულად ვთამაშობთ, ხოლო ევროპაში დაუმარცხებლები ვართ. თუ გნებავთ, შედეგებს გადახედეთ: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, ინგლისის ჩემპიონატში კი ტიტულს ერთი ქულაღა გვაშორებს.

მე მწვრთნელი ვარ და თავს არასადოსე ვიტყუებ. როდესაც ჩემი გუნდის თამაშის შემყურე საკუთარ თავს ვეკითხები, ვარ თუ არა კმაყოფილი, პასუხს გულწრფელად ვამბობ.“

ალექს ფერგიუსონს „ბარსელონასთან“ პირადი ანგარიში აქვს - „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კატალონიელებთან 2009 წელს სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალში წააგეს. ფერგიმ კარგად იცის, რომ მის ბიჭებს ანდრეს ინიესტას, ჩავის და ლიონელ მესის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

„იმ ფინალში, თავიდან, კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე დასანანი გოლი გავუშვით... ჩვენი მთავარი ამოცანა, ამჯერადაც, ჩავი-მესი-ინიესტას პრობლემის გადაჭრაა. ეს სერიოზული სირთულეა, რადგან ისინი დიდებული ფეხბურთელები არიან.“

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ფერგიუსონმა „ბარსელონას“ გარდა „ჩელსიზე“ და მის იტალიელ თავკაც კარლო ანჩელოტიზეც ილაპარაკა. მოგეხსენებათ, კვირას, „ოლდ ტრეფორდზე“, „იუნაიტედმა“ დასავლეთ ლონდონელებს 2:1 მოუგო და ჩემპიონობა ფაქტობრივად გაინაღდა. ამან გააძლიერა მითქმა-მოთქმა, რომ „ლურჯები“ ანჩელოტის აუცილებლად გაუშვებენ თანამდებობიდან.

„ანჩელოტის გაშვება კი არ გამიკვირდება, დამზაფრავს, - თქვა შოტლანდიელმა - საფეხბურთო ბიზნესი ხანდახან მაგიჟებს. ანჩელოტი არის კაცი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. შარშან, ინგლისში, ჩემპიონიც გახდა და ფეხბურთის ასოციაციის თასზეც გაიმარჯვა... როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის კვალიფიკაციის ეჭვქვეშ დაყენება და მის გაშვებაზე ლაპარაკი?“

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის