ჰარი რედნაპმა გულისწყრომა გამოთქვა - თასის ფინალი, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩემპიონობამ გადაჩრდილოსო
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა გულისწყრომა გამოთქვა: შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩემპიონობამ გადაჩრდილოს. დავაზუსტოთ: „იუნაიტედი“ ბლექბერნში საქართველოს დროით 15 საათსა და 45 წუთზე თამაშობს, თასის ფინალი კი, „უემბლიზე“, 18 საათზე იწყება.

მოგეხსენებათ, მანჩესტერელებს ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ქულაღა აკლიათ. გამოდის, რომ თუ „იუნაიტედი“ ფრედ ითამაშებს, მისი საჩემპიონო ზეიმი უშუალოდ ფინალის წინ დაიწყება და ემოციურად გადაფარავს მას. რედნაპს ხმა სხვა ვეტერანებმაც შეუერთეს, მათ, ვისაც სხვადასხვა დროს მოუგია ფეხბურთის ასოციაციის თასი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ფინალის დანიშვნა იმ დღეს, როდესაც ქვეყანაში პრემიერლიგის ოთხი შეხვედრა ტარდება, არაფრით შეიძლებოდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-19 ტიტულის მოგების წინაშე დგას, „მანჩესტერ სიტი“ კი, იმავე დღეს, „უემბლიზე“ აპირებს იმას, რაც ათწლეულებია არ გაუკეთებია - ტიტული უნდა მოიგოს. ისტლენდელთა მოწინააღმდეგე „სტოკ სიტია“.

რედნაპი, რომელმაც ასოციაციის თასი ორი წლის წინ „პორტსმუთს“ მოაგებინა, ამბობს: „ძალიან სამწუხარო რამ ხდება ჩვენს თავს. ჩემს ახალგაზრდობაში თასის ფინალი სეზონის მთავარ მოვლენად ითვლებოდა. ეს დღე წლის კულმინაცია იყო. ქუჩებში კაციშვილს ვერ ნახავდით. ყველა შინ, ტელევიზორთან იჯდა და ფეხბურთს უყურებდა. წარმოიდგინეთ მოვლენა, რომელიც მთელ ქვეყანას ტელევიზორთან მიაჯაჭვავს... დღეს ასე აღარ არის“.

„სტოკ სიტი“ 148 წლიანი ისტორიის მქონე გუნდია, რომელსაც ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი ჯილდო აქვს მოპოვებული - 39 წლის წინ ლიგის თასი მოიგო. დღეს ამ თასს „ქარლინგი“ სპონსორობს და „ქარლინგის თასსაც“ ეძახიან.

ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა მნიშვნელობის დღეა შაბათი სტოკელთათვის? ანდა, იმავე „სიტისთვის“, რომელმაც ბოლოს 1976 წელს აღმართა იგივე ლიგის თასი? მაგრამ, ამჯერად, ფანები, რომლებიც ჩვეულებრივ, ფინალის დღეს, თავიანთ გუნდებს სასტუმროებიდან სტადიონამდე მიაცილებენ და მერე იქ, ფეხბურთელების „უემბლიზე“ შესვლის რიტუალს ესწრებიან, შესაძლოა ტელევიზორებთან დარჩნენ და უყურონ, რას შვრება სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ზუსტად იმავე დროს, პრემიერლიგაში კიდევ სამი მატჩი გაიმართება. ბუნებრივია, ხალხის გარკვეული ნაწილის ყურადღება ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება მიიპყროს.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ამ საუკუნეში, ფეხბურთის ასოციაციის თასს რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიაყენეს, ისეთი, როგორიც მე-20 ასწლეულში ამ ისტორიული შეჯიბრებისთვის არავის უკადრებია. პირველად ეს 2000 წელს მოხდა, როდესაც ბრაზილიაში ფიფამ მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი ჩაატარა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იძულებული გახდა „უემბლის“ ნაცვლად ოკეანის გადაღმა წასულიყო.

„ტოტენჰემის“ თავკაცის „სტოკის“ მწვრთნელმა ტონი პულისმაც გაიზიარა. მან ბრძანა:

„მე სამოციან წლებში გავიზარდე. იმხანად ტელევიზორში პირდაპირი ტრანსლაციები იშვიათობა გახლდათ. ფეხბურთის ასოციაციის თასის შეხვედრებს გადასცემდნენ ხოლმე და მათ ინგლისის საფეხბურთო ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავათ. მე თავად ინგლისელი არ ვარ, უელსელი გახლავართ, მაგრამ ეს თამაშები ჩემთვის და ჩემი ოჯახის თითოეული წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად, ინგლისელები თასის ფინალს სეზონის ბოლო დღეს ატარებენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ტრადიციის შენარჩუნებას 28 მაისმა შეუშალა ხელი: ამ დღეს კი „უემბლი“ დაკავებულია - ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება, უეფას წესების თანახმად კი იმ სარბიელზე, სადაც ფინალი უნდა გაიმართოს, ორი კვირის განმავლობაში ბურთის გაგორება არ შეიძლება.

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა