ესპანეთი საუკეთესოა: 7 ტიტული 2001 წლის შემდეგ; უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში გერმანიამ იტალიას გადაასწრო
უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში გერმანიამ იტალიას გადაასწრო და ინგლისთან და ესპანეთთან ერთად საუკეთესო სამეულს ქმნის - იტალიის ჩემპიონატი კი მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი სეზონიდან, ჩემპიონთა ლიგაში იტალიიდან არა ოთხი, არამედ უკვე სამი გუნდი გავა (როგორც აქამდე გერმანიაში იყო), ხოლო ბუნდესლიგიდან კი, ჩემპიონთა ლიგის საგზურს უკვე 4 გუნდი მოიპოვებს.

ახლა რაც შეეხება სათაურს: რა შუაშია აქ „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“? საქმე იმაშია, რომ თუ 2001 წლის შემდეგ ნაჩვენებ შედეგებს შევაჯამებთ, დავინახავთ, რომ გერმანულ კლუბებს არც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ, არც უეფას თასი და არც ევროპის ლიგა. ეს იმ დროს, როცა იტალიურმა კლუბებმა ამ ხნის მანძილზე სამჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება (ორჯერ „მილანმა“, ერთხელ „ინტერმა“). მეტსაც გეტყვით: 2001 წლის შემდეგ იტალიური კლუბები 5-ჯერ იყვნენ ევროტურნირების ფინალში, გერმანულები კი 4-ჯერ. იტალიის სერია A ბუნდესლიგას ნახევარფინალში გასვლების რაოდენობითაც სჯობნის: იტალია 12, გერმანია 10. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ასეთი შეჯამების შედეგად, გერმანიაზე უკეთესი მიღწევა აქვს თვით პორტუგალიასაც - ორი ტიტული, 3 ფინალი, 7 ნახევარფინალი (გერმანია: 0 ტიტული, 4 ფინალი, 10 ნახევარფინალი).

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან „შალკეს“ გავარდნამ გერმანული კლუბების უტიტულობა კიდევ უფრო გაახანგრძლივა - ბუნდესლიგის წარმომადგენელმა ევროტურნირი ბოლოს 2001 წლის 23 მაისს მოიგო, როცა მიუნხენის „ბაიერნმა“ მილანში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ვალენსია“ პენალტების სერიაში დაამარცხა. 10 წელი ევროტიტულის გარეშე - ეს ბუნდესლიგისთვის ყველაზე ნეგატიური სერიაა, რომელსაც ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში ანალოგი არ აქვს.

ამ ხნის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა გერმანულ კლუბებს არ გაუმართლათ: მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ცხრა წლის წინანდელი ფინალი, რომელშიც „ლევერკუზენმა“ „რეალთან“ 1:2 წააგო; უეფას თასის ფინალი 2002 წელს, რომელშიც დორტმუნდის „ბორუსია“ როტერდამის „ფეიენოორდთან“ 2:3 დამარცხდა და ევროპის ლიგის ფინალი 2009 წელს, რომელიც „ვერდერმა“ დონეცკის „შახტართან“ დამატებით დროში 1:2 წააგო. საინტერესოა კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემიც, რომელიც ცხრილში აღარ შევიყვანეთ: ამ ათი წლის განმავლოვაში ორივე ევროტურნირის მეოთხედფინალში მხოლოდ 9 გერმანული კლუბი ვიხილეთ, 2004/2005 წლების სეზონში კი, უეფას

თასის მეოთხედფინალში არცერთი გერმანული კლუბი არ ყოფილა.

გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი ინდიკატორი მაინც ტიტულების რაოდენობაა და ამ მხრივ ბუნდესლიგას სერიოზული პრობლემა აქვს. თუმცა იოგი ასი პროცენტით იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ გერმანიის ჩემპიონატმა როგორც ფინანსური, ისე სპორტული თვალსაზრისით უდიდესი პროგრესი განიცადა. უბრალოდ, ლიოვის აზრით დღესდღეობით ესპანეთი და ინგლისი ამ მხრივ გერმანიაზე მთელი თავით მაღლა დგანან.

სამაგიეროდ, ბუნდესლიგა საერთო სეზონური ბრუნვით მეორე ადგილზეა: წინა სეზონში ბუნდესლიგის ბრუნვამ 1.8 მილიარდი ევრო შეადგინა, რითაც გერმანიამ აჯობა როგორც ესპანეთის პრიმერადივიზიონს (1.6 მილიარდი), ისე იტალიის სერია A-ს (1.5 მილიარდი). ამ მხრივ პირველ ადგილზე (თანაც, უდიდესი უპირატესობით) ინგლისის პრემიერლიგაა - 2.4 მილიარდი ევრო.

დასწრებით კი ბუნდესლიგა სულაც პირველ ადგილზეა: აქტუალური შედეგით, გერმანიის ჩემპიონატის ერთ მატჩს საშუალოდ 42 214 მაყურებელი ესწრება, პრემიერლიგის ერთ მატჩს 35 099, ესპანეთის პრიმერადივიზიონის ერთ მატჩს 28 770, ხოლო იტალიის სერია A-ს ერთ შეხვედრას კი, საშუალოდ, 24 829 ქომაგი ესწრება.

გერმანია: 10 წელი ტიტულის გარეშე

ევროტურნირების გამარჯვებულების, ფინალისტებისა და ნახევარფინალისტების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, 2001 წლის შემდეგ ამ სეზონამდე

ჩემპ. ლიგა უეფა/ევრ. ლიგა სულ

ტ ფ ნფ ტ ფ ნფ ტ ფ ნფ

ესპანეთი 3 3 11 4 5 8 7 8 19

იტალია 3 5 7 0 0 5 3 5 12

ინგლისი 2 6 15 0 2 4 2 8 19

პორტუგალია 1 1 1 1 2 6 2 3 7

გერმანია 0 2 3 0 2 7 0 4 10

ტ - ტიტული; ფ - ფინალი; ნფ - ნახევარფინალი

შენიშვნა: ამ სეზონის შედეგები არ არის შეტანილი

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა