საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის, ასაკობრივი ნაკრებების დეპარტამენტისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, ნოემბრის თვეში დაწყებული "რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა" შიდა ქართლში გაგრძელდა. პროგრამის მიზანი მწვრთნელთა დონის ამაღლება, მათ მუშაობისა და წვრთნის პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა და იგი კალათბურთის რეგიონალურ ფედერაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროგრამა გასული წლის შემოდგომაზე, ქვემო ქართლიდან დაიწყო, კახეთში გაგრძელდა, ხოლო გასულ კვირას კემპს ხაშურის ახალგახსნილმა სპორტკომპლექსმა უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელმა, სერბმა სპეციალისტმა მილოშ გლიგორიევიჩმა ხაშურში საკალათბურთო კემპი ჩაატარა. გლიგორიევიჩი გახლავთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მოწვეული სერბი მწვრთნელი, რომელიც მესამე წელია, საქართველოშია და როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე ასაკობრივ ნაკრებებს ახმარს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. ხაშურში გამართულ კემპს დაესწრნენ მისი ორგანიზატორები, ასაკობრივი ნაკრებების მენეჯერი შალვა ონიანი და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელები.

კემპში მონაწილეობა მიიღეს ხაშურის, გორის და კასპის 2004-დან 2009 წლამდე დაბადებულმა მოზარდებმა და ამ ქალაქების კალათბურთის მწვრთნელებმა. კემპში დაახლოებით 50 მოზარდი ჩაერთო. პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, სასელექციო მუშაობის განხორციელება და პერსპექტიული კალათბურთელების აღმოჩენა, მეორე მხრივ - ადგილობრივი მწვრთნელებისთვის საკალათბურთო ვარჯიშების სწორად დაგეგმარების პრეზენტაცია, მოზარდებთან მუშაობის თავისებურებების ჩვენება. კემპზე დამსწრე მწვრთნელებს აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოცემული სპეციალური ბროშურები დაურიგდათ და ვარჯიშებზე დასწრებასთან ერთად ჩაუტარდათ მილოშ გლიგორიევიჩის თემატური სემინარი.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მზადაა, ამ კუთხით რეგიონალურ ფედერაციებთან ერთად ნებისმიერ საკალათბურთო სკოლასთან ითანამშრომლოს და დაინტერესების შემთხვევაში, მათთან კალათბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში კომპეტენტური სპეციალისტები მიავლინოს.

კალათბურთის განვითარების პროგრამა საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

Buba
უცოდინრები ასწავლიან???
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა