პრემიერლიგაში ისევ "ნაკლული" ტურია, მაგრამ ამ ტურს ინტრიგა ნამდვილად არ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ არ თამაშობს "მანჩესტერ სიტი", დაძაბულობა სანთლით საძებარი ნამდვილად არ არის.

"ლივერპული" გაშმაგებით მიილტვის ჩემპიონობისკენ. რა თქმა უნდა, ფეხის დაცდენა იურგენ კლოპის გუნდისთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება. ასე რომ, გუნდმა უთუოდ უნდა მოუგოს "საუთჰემპტონს". ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან თავის მხრივ, "წმინდანებსაც" აქვთ სატურნირო ამოცანები. ისიც გვახსოვს, ამ გუნდთან გასვლაზე არაერთი ფავორიტის ოცნებები რომ დამსხვრეულა...

დიდ ყურადღებას იქცევს "ევერტონისა" და "არსენალის" მატჩი. ეს დუელი ბოლო დროს "მეთოფეთა" უპირატესობით კი მიმდინარეობს, მაგრამ, თუ მასპინძელი თამაშის ხასიათზე იქნება, არავინ იცის, რა მოხდება. "ევერტონს" ხომ ძალიან უყვარს გრანდების გამწარება.

თავის მხრივ, "არსენალს" ოთხეულში მოხვედრა სურს. ამდენად, უნაი ემერი ამ შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე იფიქრებს. გუნდს ამის რესურსი აქვს, თუმცა თამაშის საბოლოო შედეგის პროგნოზირება ძალიან რთულია.

მიმდინარე სეზონში "ჩელსი" მაგრად ირყევა. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში კარისკენ მიუთითონ მაურიციო სარის. ეს არ იქნება გასაკვირი, რადგან სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, "არისტოკრატები" ვერაფრით ავლენენ მთელ პოტენციალს. "ვესტ ჰემს" კი ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ მეტოქე გააწვალოს.

ფაქტები

პრემიერლიგიდან უკვე ოფიციალურად გავარდნენ "ჰადერსფილდი" და "ფულჰემი".

"ლივერპულმა" ბოლო 3 შეხვედრა მოუგო "საუთჰემპტონს".

"ბარნლიმ" ბოლო მატჩი 4:0 მოუგო "ბორნმუთს".

"ლესტერმა" უკანასკნელ 2 შეხვედრაში შეძლო "ჰადერსფილდის" დამარცხება.

"ნიუკასლისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 2 მატჩი ფრედ მორჩა.

"არსენალმა" ბოლო ოთხ დაპირისპირებაში დაჯაბნა "ევერტონი".

"ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პრემიერლიგა. XXXIII ტური

პარასკევი, 5 აპრილი

საუთჰემპტონი-ლივერპული 23:00

შაბათი, 6 აპრილი

ბორნმუთი-ბარნლი 18:00

ჰადერსფილდი-ლესტერი 18:00

ნიუკასლი-კრისტალ პალასი 18:00

კვირა, 7 აპრილი

ევერტონი-არსენალი 17:05

ორშაბათი, 8 აპრილი

ჩელსი-ვესტ ჰემი 23:00

ტოტენჰემი-ბრაიტონი 23 აპრილს

ბომბარდირები: 19 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - სალაჰი (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი), კეინი (ტოტენჰემი), მანე (ლივერპული); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 14 - აზარი (ჩელსი); 13 - ლაკაზეტი (არსენალი), ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო