ბუნდესლიგაში ისეთი მატჩი გველოდება, თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სასწორზე საჩემპიონო სინი დევს. სატურნირო ცხრილს თუ ჩახედავთ, დარწმუნდებით: თუ "დორტმუნდმა" წარმატებით ითამაშა "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ, ნიკო კოვაჩის გუნდს ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდება.

სამაგიეროდ, ბუნდესლიგის ლიდერს ძალიან მოემატება თვითრწმენა, ეს კი ასეთ დროს ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში "დორტმუნდი" შეუჩერებელი იქნება. მოკლედ, დიდი სანახაობის მოლოდინში ვართ.

რა თქმა უნდა, ორივე გუნდს ექნება დანაკლისი. ამ დროისთვის გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ბაიერნის" შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ არიენ რობენს. ჰოლანდიელი ვარსკვლავი ტრავმირებულია და მინდორზე მისი გამოჩენა გამორიცხულია.

მსუბუქი ტრავმები აწუხებთ კორენტენ ტოლისოსა და დავიდ ალაბას. მათი თამაშიც საეჭვოა. "რეკორდმაისტერისთვის" ორივე მოთამაშე სერიოზული ძალაა. განსაკუთრებით ეს ეხება ალაბას, რომელიც ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ისე როგორ იქნებოდა, "დორტმუნდის" ლაზარეთი ცარიელი ყოფილიყო? წინასწარი ინფორმაციით, ამ შეხვედრაში გუნდს ვერაფრით დაეხმარებიან მაქსიმილიან ფილიპი, კრისტიან პულიშიჩი და აშრაფ ჰაკიმი.

აქ განსაკუთრებით პულიშიჩის არყოფნა უნდა აღინიშნოს. ამერიკელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ასევე გამოსარჩევია მაროკოელი ჰაკიმი. მისი რეიდები ძალიან სახიფათოა ხოლმე.

ამ დროისთვის გაურკვეველია, შეძლებენ თუ ვერა მინდორზე გასვლას "დორტმუნდის" ფეხბურთელები - ლუკაშ პიშჩეკი და აბდუ დიალო. დაცვაში ეს ორივე მოთამაშე მნიშვნელოვანი ფიგურაა ლუსიენ ფავრის გუნდისთვის.

რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაში დიდი ინტრიგა დევს, მაგრამ ცხადია, მთელი ტური ამ თამაშით არ ამოიწურება. ასე მაგალითად, ძალიან კარგი სანახაობა გველის "ლევერკუზენისა" და "ლაიპციგის" შეხვედრაში. ორივე გუნდი შემტევ სტილში თამაშობს და ვფიქრობთ, არც ამჯერად უღალატებენ სანახაობრივი ფეხბურთის ფილოსოფიას.

ფაქტები

"მაინცმა" ბოლო ორ შეხვედრაში მოუგო "ფრაიბურგს".

"ლევერკუზენისა" და "ლაიპციგის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა, იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა "ჰერტასა" და "ფორტუნას" ბოლო 6 შეხვედრაში.

"შალკესა" და "აინტრახტის" ბოლო ორ შეხვედრაში ორივეს არ გაუტანა.

"შტუტგარტმა" ბოლო 3 შეხვედრაში დაჯაბნა "ნიურნბერგი".

"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ბოლო 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ჰოფენჰაიმმა" უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში აჯობა "აუგსბურგს".

"გლადბახისა" და "ვერდერის" ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.

ბუნდესლიგა. XXVIII ტური

პარასკევი, 5 აპრილი

მაინცი-ფრაიბურგი 22:30

შაბათი, 6 აპრილი

შალკე-აინტრახტი 17:30

ლევერკუზენი-ლაიპციგი 17:30

შტუტგარტი-ნიურნბერგი 17:30

ჰერტა-ფორტუნა 17:30

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 17:30

ბაიერნი-დორტმუნდი 20:30

კვირა, 7 აპრილი

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30

გლადბახი-ვერდერი 20:00

ბომბარდირები: 19 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 16 - იოვიჩი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 15 - პოულსენი (ლაიპციგი), როისი (დორტმუნდი); 14 - ჰალერი (აინტრახტი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა