ფოტო: არჩილ გეგენავა

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის დასკვნით ტურს ცხრა გუნდი განსხვავებული მიზნებით ხვდება. გასარკვევია, ვინ გავა შესარჩევ ფინალში, ვინ ითამაშებს საჩემპიონო პლეი-ოფში, ვინ იქნება პლეი-ოფის პირველ ეტაპზე მასპინძელი, ვინ დარჩება დიდ 10-ში და ვინ დააღწევს თავს გადათამაშებას.

ხუთივე თამაში ერთდროულად, 6 აპრილს, 15:30 საათზე პარალელურ რეჟიმში, თბილისში, პატარძეულსა და რუსთავში დაიწყება.

ერთადერთი, ვინც დასკვნით ტურს უმოტივაციოდ ხვდება, "ბათუმია", რომელსაც პირველი ადგილი გარანტირებული აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, გასულ ტურში ის "არმიას" უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდა და 30:13 დაამარცხა. ახლა ზღვისპირელები თბილისში, ვაზისუბანში "არმაზს" სტუმრობენ, რომელიც ექვსეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის.

მარნეულელებმა გასულ ტურში უშუალო კონკურენტ "ლელო-სარასენსს" 26:7 სძლიეს, რითაც ექვსეულში შევიდნენ, 37 ქულით მეხუთე ადგილზე არიან და "ბათუმთან" მოგებით არა მხოლოდ ადგილს შეინარჩუნებენ, არამედ მეოთხე ადგილზე ასვლის და პლეი-ოფის პირველ ეტაპზე შინ თამაშის შანსიც ექნებათ. პირველ წრეში "არმაზმა" ბათუმელებს დიდი ბრძოლა გაუმართა და ზღვისპირეთიდან ბონუსით დაბრუნდა (20:15).

„ავჭალაზე“ თბილისის "არმია" გორის "ჯიქს" მასპინძლობს. გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვიან - თბილისელებს ბოლო ადგილისთვის სურთ თავის დაღწევა, გორელებს - ექვსეულში შესვლა. მიზნის მისაღწევად თავისი თამაში ორივეს მოსაგები აქვს, ოღონდ პარალელურ თამაშებში სასურველ შედეგებს უნდა ელოდონ. "არმიას" დიდ 10-ში დარჩენის შანსი მხოლოდ "აკადემიას" მარცხის შემთხვევაში ექნება, "ჯიქს" კი "აიას", "არმაზის" ან "ლელო-სარასენსის" მარცხი აძლევს ხელს.

გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა. 2019 წელს კარგად ათამაშებული "არმია" წინა ტურში ბათუმში დამარცხდა, "ჯიქმა" კი "ლოკომოტივთან" დათმო შეხვედრა. პირველ წრეში "ჯიქმა" "არმიას" 11:6 მოუგო, თუმცა მაშინ ორივე გუნდი სასურველი ფორმისგან შორს იყო, ახლა კი ბევრად უკეთესი ხარისხის რაგბის თამაშობენ.

თბილისში მესამე მატჩი ნუცუბიძეზე გაიმართება და დედაქალაქურ დერბიში "აკადემია" "ლელო-სარასენსს" ეთამაშება. „მხატვრებს“ ოთხი თამაშია არ მოუგიათ და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებთ. ამრიგად, მათ გავარდნისგან თავის ასარიდებლად მოგება სჭირდებათ და ასეთ შემთხვევაში, თუ "ვეფხვები" დამარცხდა, გადათამაშებასაც აირიდებენ.

ბოლო ორი თამაში დათმო "ლელო-სარასენსმა". ის ახლა მე-6 ადგილზეა და მხოლოდ 1 ქულით უსწრებს "ჯიქს". აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში გორელებს "ლელო-სარასენსთან" უკეთესი მაჩვენებელი აქვთ და თბილისელებს ექვსეულში ადგილის დასაბევებლად პრემიით გამარჯვება სჭირდებათ. ამავდროულად, მათ მეოთხე ადგილზე ასვლის და პლეი-ოფის პირველი მატჩის საკუთარ მოედანზე გამართვის შანსიც აქვთ. პირველ წრეში "აკადემიამ" შეძლო მეტოქის დამარცხება, მოკრძალებული სხვაობით 5:3. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ორივე გუნდმა ბოლო გამარჯვება ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ლოკომოტივთან" მოიპოვა და ორივემ მინიმალური სხვაობით.

დიდი 10-ის დებიუტანტი "ვეფხვები", რომელმაც უძლიერესთა შორის დარჩენის საკითხი გასულ ტურში ქუთაისში "აიას" ბონუსით დამარცხებით გადაჭრა, პატარძეულში რუსთავის "ხარებს" მასპინძლობს. ახლა კახელები უნდა ეცადონ, რომ მე-8 ადგილი შეინარჩუნონ და "იუნკერებთან" გადათამაშებაც აირიდონ. ამისთვის მათ გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ გამარჯვება სწყურია "ხარებსაც", რომელიც მოგებით მეორე ადგილს შეინარჩუნებს და პირდაპირ შესარჩევ ფინალში მოხვდება. პირველ წრეში რუსთაველებმა "ვეფხვებს" 19:12 მოუგეს.

მეორე ადგილის მაძიებელი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" რუსთავში ქუთაისის "აიას" მასპინძლობს. რკინიგზელებს გამარჯვებით შესარჩევ ფინალში გასვლის შანსი ეძლევათ, თუმცა "აიას" ექვსეულში დასარჩენად უწევს ბრძოლა და იოლად არაფერს დათმობს. სტუმრებს საჩემპიონო პლეი-ოფში თამაშის შანსი მარცხის შემთხვევაშიც ექნებათ, ოღონდ ამისათვის მათი სამი მდევრიდან ერთ-ერთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს. არის კიდევ ერთი მოტივაცია - ქუთაისელებს მოგებით მეოთხე ადგილის შენარჩუნების და შესაბამისად, პლეი-ოფის პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე თამაშის შანსი ექნებათ. პირველ წრეში "ლოკომოტივმა" ქუთაისში 28:14 იმარჯვა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა