7 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ქართველების "ლოკომოტივისა" და "ზენიტის" მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველად დააყენა "ლოკოს" მწვრთნელმა იური სიომინმა ძირითად შემადგენლობაში ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია და თანაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში. უნდა ითქვას, კვარაცხელიას უკლებლივ ყველა რუსული სპორტული გამოცემა აქებს, მეტიც, ხაზგასმული სიმპათიით არიან მის მიმართ განწყობილები. განსაკუთრებით championat.com-ი, რომელიც წერდა, რომ ხვიჩა ურიგო ფეხბურთელი არაა, ტექნიკურია, აზრიანი, ძალიან საინტერესოა 19 წლის ყმაწვილის სასტარტოში ხილვა, რითაც ფეხბურთელმაც გაგვაკვირვა და სიომინმაც.

თამაშის მიმოხილვაში ეს საიტი კვარაცხელიაზე შემდეგს აღნიშნავს.

"კვარაცხელია გადაიწვა, მაგრამ ამაში არაფერი საშიში არაა. სიომინს შესანიშნავად ესმოდა, რომ რისკავდა. ხვიჩა ცეცხლში შეაგდეს, რათა პირველად წარმოეჩინა სერიოზულად თავი. წინა მატჩებში ისე მოჩანდა, რომ ქართველი არ დაიკარგა. ახლა სხვაგვარად გამოვიდა, რამდენიმე შეცდომა და შესვენებაზე ფერნანდესით შეცვალეს".

ნამატჩევს სიომინმა განაცხადა, რომ კვარაცხელიას ასპარეზობით კმაყოფილია და მისი შეცვლა თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი.

მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და გაშვებული გოლი მისი ბრალი არაა - რაკიცკიმ საჯარიმოდან გაიტანა.

"ლოკომოტივი" 39 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 აპრილს გროზნოში "ახმატს" შეხვდება.

მოსკოვი. "RZD არენა"

ლოკომოტივი - ზენიტი 1:1

გოლები: 0:1 რაკიცკი (54), 1:1 დრიუსი (61, საკ. კარში)

კახა ქირია
ძალიან ჭკვიანი მმწვრთნელია სიომინი.სწორი ქნა რომ საკმაოდ კარგი პირველი თაიმის მერე რომ გამოიცვალა.ჯერ ახალგაზრდაა და რუსეთის ჩემპიონატში ძალისმიერი ფეხბურთია საკმაოდ ბევრი ძალა მიაქვს,და შეიძლება მეორე ტაიმი ჩაეგდო,თან პირველად თამაშობდა თავიდან,თან ზენიტთან, რასაც შეიძლება შემდგომში ფსიქოლოგიური ზეწოლა დართოდა.აწი შეაჩვევსი ნელ-ნელა
ტრავმების გარეშე
ღმერთმა თუ გადმოგვხედა და ტრავმები არ გვექნა, მაგარი გუნდი შეიძლება გვყავდეს 2020 სთვის, საუკუნის მატჩებისთვის!
ილარიონი
ასეთი შეცდომებისთვის ფეხბურთელს არ ცვლიან, უმნიშვნელო შეცდომა იყო. ხვიჩა მართლაც აქტიური იყო დაცვაშიც ხშირად ეხმარებოდა და არც შეტევაში აგვიანებდა ჩასვლას, თანაც პოზიციურად კარგად მოძრაობდა. სიომინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო საეერთო ჯამში რადგან ხვიჩა ჯერ კიდევ 18 წლისაა ხოლო უნაყოფო პირველი ტაიმის შემდეგ გამოცდილი და თამაშის შემქმნელი ფეხბურთელი სჭირდებოდა. განა ხვიჩას არ აქვს იმპროვიზაციის უნარი და თამაშის ალღო, მან უბრალოდ ასეთ სერიოზულ შეხვედრაში პირველად ითამაშა და თავისი საქმე გააკეთა.
tbiliseli
ცუდად იტამასა ზენიტან
Geo_Dinamo
სიომინმა მოსკოვიდან დაინახა 18 წლის ტალანტი და ვაისი აქ დაბრმავდა. თუმცა რაში აინტერესებს ეროვნულ ჩემპიონატებზე მატჩების ხილვა? დაჯდება და ბარსას და იუვეს ტვ-ში უყურებს. ახლა უკვე მოიწვევს და შეიძლება ისევ ისეთი სისულელ გააკეთოს რაც არველაძეს შემთხვევავში პირდაპირ ძირითადში დაყენებით.
Tbiliseli
ყველაზე კლასნია :)
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან