კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციას რატომ ახდენენ, ეს არ მესმის. თუ ვიღაცას ჩემი თანამდებობა უნდა, ესეც სასაცილოა. თუ საბუთებში რაღაც აღმოაჩინეს, დამიბარონ და მითხრან, ასეთი რაღაც არის და გამოასწორეო. 15 000-ლარიანი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ! რაში გადამახდევინეს? ჩემთვის ესეც გაუგებარია. რომელი ბიზნესმენი მე ვარ? მამუკა ვარ ხაზარაძე თუ ბიძინა ივანიშვილი? - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ განუცხადა.

ბასილია სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ედავება. აღნიშნულ ბრალს ბასილია სასაცილოს უწოდებს. მისივე განმარტებით, ამით კარატეს ფედერაციამ იზარალა.

„ზუსტად 30 წლის წინ კარატეს ფედერაციამ მიიღო პირველი დარტყმა, ეს იყო 9 აპრილს, რუსეთის მხრიდან დარტყმა. მაშინ კარატეს ფედერაციამ სერიოზული დარტყმა მიიღო. ახლა მივიღეთ მეორე დარტყმა, რომელსაც ვარკვევ, საიდან მოდის და რა უნდათ. თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ძალიან მარტივად შეუძლიათ გამოიძიონ; თუ ვინმე დასასჯელია, დასაჯონ, მაგრამ ასეთ აჟიოტაჟს რომ გიტეხავენ და დისკრედიტაციას ახდენენ ლიცენზირების წელს, რას უნდა ემსახურებოდეს ეს? ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ისეთ რაღაცაზე მედავებიან, რაც ნებისმიერ გამომძიებელს შეუძლია ნახოს, რომ ის შეჯიბრი, სადაც ათი კაცის ფული მოვითხოვეთ, 124 კაცი წავიყვანეთ, დავხარჯეთ 40 000-ზე მეტი. რატომ ახდენენ კარატეს ფედერაციის დისკრედიტაციას, ეს არ მესმის. თუ საბუთებში რაღაც აღმოაჩინეს, თან ერთი წლის წინ - მდივნის შეცდომა, შეუძლიათ ან მდივანი დაიბარონ, ან მე დამიბარონ და მითხრან, ასეთი რაღაც არის და გამოასწორეო.

ჩვენ ხომ არ ვართ შპს, რომელიც მოგებაზე მუშაობს. ჩვენ ვართ მოწადინებულნი, საქართველოს დროშა აღვმართოთ და ჩვენი სპორტსმენები გავიყვანოთ. არის ცდომილება? კი ბატონო, დამიძახე, კარგად გაერკვიე ამ სპორტის სპეციფიკაში, მოგვეცი მითითება. 15 000 ლარი გირაო გადამახდევინეს, გეგონება, ნარკობარონი ვარ! ყველა „კაპიკს“ ვეძებ, რომ ფედერაცია რაღაცნაირად გამოვიყვანო, ოლიმპიური ლიცენზია ავიღო და 15 000 ლარი გირაო გადამახდევინეს. რაში? ჩემთვის ესეც გაუგებარია. რომელი ბიზნესმენი მე ვარ? მამუკა ვარ ხაზარაძე თუ ბიძინა ივანიშვილი? როგორც მეუბნებიან, რაღაც საბუთი იყო გაყალბებული, ის კაცი არ წავიდა, რომელიც საბუთში იყო მითითებული. ის მდივანი კიდევ, ახლა ისრაელში ცხოვრობს, დაკითხულიც არ არის ის გოგო. ეს არის შარშანდელი ამბავი, ერთი წელი გავიდა ზუსტად. ახლა სასამართლო ჩაატარეს, გირაო შემიფარდეს და გაავრცელეს ინფორმაცია. ამით რა მოიგეს? ქართულმა სპორტმა მოიგო?“, - აცხადებს ბასილია.

კითხვაზე, თუ რატომ მისცეს ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ბასილია პასუხობს, რომ ამაში „ვიღაცის“ ინტერესები იკვეთება, რაც მალე გამოჩნდება.

„ალბათ, ვიღაცის ინტერესებია და მალე გამოჩნდება, ვის რა ინტერესები აქვს. პოლიტიკაში არ ვარ ჩარეული, არ მაინტერესებს. რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ფედერაციის დისკრედიტაცია მოახდინეს. ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ გააკეთეს. ჩვენი სპორტის განვითარებისთვისაც ძალიან ცუდი რამ გააკეთეს. ვიღაცას თუ ჩემი თანამდებობა უნდა, ესეც სასაცილოა. ამ ერთ თვეში გამოჩნდება. 29 მაისს არის ჩემი სასამართლო პროცესი დანიშნული. რა თქმა უნდა, ამ სულელურ ბრალდებას არ დავეთანხმე“, - დასძენს ბასილია.

რაც შეეხება მის პოსტს, ბასილიას განცხადებით, ის კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ რჩება.

„მე ვარ არჩეული პრეზიდენტი. ვინც ამირჩია, ისევ მათ უნდა გადამაყენონ. ფედერაციაში ამაზე საუბარიც კი არ არის. 2020 წელი არის ოლიმპიური თამაშების წელი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი და მართლაც, სერიოზული ფული მაქვს საშოვნი. ამის ფონზე, თითიდან გამოწოვილ ბრალდებას მიყენებენ, რომელიც რას ემსახურება, მართლა არ მესმის. სასაცილო ბრალდება წამიყენეს“, - აცხადებს ბასილია.

წყარო: ipn.ge

ისა და...
ძირითადად ასეთი სიტუაციაა ყველგან (შეიძლება გამონაკლისებიც არის) და არა მარტო ასეთი ტიპის, ასევე გაფორმებული ყავთ ხალხი და ურიცხავენ ხელფასებს, 10% შენ დანარჩენს უკან მოიტან, შედარებით არაპოპულარული სპორტის ფედერაციები მიყუჩებული რომ არიან და ძოვენ რა ენაღვლებათ.....

ნარკობარონი და ხაზარაძე რა შუაშია ??? დიდი ოდენობით თანხაზეა საუბარი. ეგ აღკვეთის ღონისძიების სახეა და შეიძლებოდა პატიმრობაც შეეფარდებინათ.
ნიკა
რა შუაშია ამ კორუმპირებულთან 9 აპრილი??!!. Sportall.ge ამ სურათებს რატომ გვავსებინებთ, ნორმალურები ხართ საერთოდ???
სოსო
თუ არჩეული ხარ და მათვე უნდა გადაგაყენონ,კი ბატონო,მაგრამ თუ თქვენზე ეჭვია,რომ სახელმწიფოე ფული მიითვისეთ,სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება,სახელმწიფომ აღარ უნდა დაგაფინანსოთ და ეს ლოგიკურია.ვინაა მართალი და ვინ მტყუანი,ამაზე ვერაფერს ვიტყვი,რადგან არ ვიცი,მაგრამ მტყუან მართლის გარკვევამდე,უფლებამოსილება რომ შეიწყვიტოთ და გამოძიებასთან თანამშრომლოთ,ვფიქრობ აჯობებს.
dato
შეეშვით ბატონო კახა 9 აპრილის მანიპულირებით.უაზრო შედარებას აკეთებთ. 30 წლის წინანდელ 9 აპრილს და დღევანდელ 9 აპრილს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა,როგორც კახა ბასილიასა და ზვიად გამსახურდიას შორის. სასამართლოში დაამტკიცეთ თქვენი უდანაშაულობა.
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
კარატე: საქართველოს ჰიმნი მაქაბიადაზეც აჟღერდა
ქართველი კარატისტების ერთი ბრინჯაო და სალიცენზიო ქულები
კახა ბასილია: ნახევარ მილიონ ლარზეც თანახმანი ვართ
ქართველი კარატისტები ოლიმპიურ ციკლს პარიზის ღია ტურნირით იწყებენ
სუს-მა კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
კარატეს მსოფლიო ლეგენდა ანტონიო ოლივე სება თბილისს სტუმრობდა