საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებები საფრანგეთიდან, ვიენისა და კორსიკის ტრადიციული ტურნირებიდან ტრიუმფით დაბრუნდა
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებები საფრანგეთიდან, ვიენისა და კორსიკის ტრადიციული ტურნირებიდან ტრიუმფით დაბრუნდა. ჩვენმა მორაგბეებმა ჯამში გამართული18 მატჩიდან 16 მოიგეს. "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ნაკრების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელი:

"ვიენასა და კორსიკაში მოზარდ მორაგებთა ტრადიცული ტურნირები დიდ ხანია ტარდება. ჩვენ ამ შეჯიბრებაში 2009 წლიდან ჩავერთეთ. ორი წლის წინ წარმატებული დებიუტი გვქონდა, ვიენას ტურნირი მოვიგეთ. წლეულსაც თითქმის მაშინდელი შედეგი გავიმეორეთ, ფინალში საკმაოდ ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. აღსანიშნავია, რომ აქვე 17-წლამდელთა შეჯიბრებაც იმართება, გვინდოდა ამ ასაკის მორაგბეთა ტურნირზეც გაგვეშვა გუნდი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. არადა, ეს ასაკი გარადამავალი ეტაპია, ბავშვთა რაგბიდან მოზრდილთა რაგბისაკენ. "უვერტიურა"- სწორედ ამიტომ დაარქვეს ამ ტურნირს ფრანგებმა".

ზვიად ცუხიშვილი, საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

"ვიენის ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, საფრანგეთის რეგიონების ნაკრებებთან ერთად აქ დედაქალაქების გუნდებიც ასპარეზობდენენ. ლიტვა ქვეყნის ნაკრებით იყო წარმოდგენილი. სულ 16 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც ორ ჯგუფში გაანაწილეს. ჯგუფში ყველა თამაში მოვიგეთ. მეოთხედფინალში კი ფრეს დავსჯერდით და არეკნებით გავიმარჯვეთ. ფინალშიც არ გვითამაშია ცუდად, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგ გუნდთან დავმარცხდით.

ამ ტურნირზე ვნახეთ ის გუნდები, რომლებიც ორი წლის წინ 15-წლამდელთა შეჯიბრებაზე დავამარცხეთ. უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ დაწინაურებულან და ჩვენთან შედარებით ზრდის დინამიკა თვალშსაცემად უკეთესია. ამას, ცხადია, თავის მიზეზები აქვს. იქ ვარჯიშისა და დასვენებისთვის გაცილებით უკეთესი პირობებია და, შესაბამისად, ბავშვები მალე ვითარდებიან, იზრდებიან.

ვფიქრობ, ჩვენ უფრო სიღრმისეულად უნდა შევხედოთ პრობლემას. საქმე მარტო საწვრთნელი ბაზების სიმწირეში არ არის. სწორი აზროვნება, რაგბისადმი მიდგომა ბავშვებს ჯერ კიდევ საფესტივალო ასაკიდან უნდა ვასწავლოთ. ამ ეტაპზე მთავარი არ არის მოგება. თუ წააგებ ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა. მაგალითად, ვიენის ტურნირზე იყო ერთი გუნდი, რომელიც მოედანზე სიმღერით შედიოდა და რომ წააგებდა სიმღერითვე გამოდიოდა. ერთმანეთს ამხნევებდნენ და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდნენ.

რაც შეეხება ჩვენ გუნდს, მინდა აღვნიშნო, რომ წინა ტურნირისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესი, სანახაობრივი რაგბი ვაჩვენეთ. ორგანიზატორებმაც აღნიშნეს, რომ ხელდახელ ბურთაობაში სერიოზული პროგრესი გვაქვს. კორსიკაში ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩის ნაკრებს 47:0 მოვუგეთ. მატჩის შემდეგ ჩემთან მათი მწვრთნელი მოვიდა და ბოდიში მომიხადა, კარგი გუნდი ვერ შევკრიბე, მოთამაშეები სულ ექვსასი მორაგბიდან შევარჩიეო. აბა ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ, როცა საუკეთესოების გამოვლენამ სულ რაღაც 75 მოთამაშეში მოგვიწია.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია რიჩი დიქსონის განვითარების ჯგუფმა, რომელიც მზადების პერიოდში ყველანაირ კონსულტაციებს გვწევდა. ჯგუფის წევრები ყველა ასაკის ნაკრებეთან მუშაობენ და კოლოსალურ საქმეს აკეთებენ."

გიორგი ენუქიძე, ნაკრების ვიცე კაპიტანი:

"ორივე ტურნირმა ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა. გაგვიმართლა წესებმა. თამაშისას წელს ზემოთ შებოჭვა აკრძალული იყო, ამან თამაში საგრძნობლად გაგვიადვილა. ხელით თამაშში ყველას ვაჯობეთ. ფინალში კი მეტოქის დაუფასებლობის გამო დავისაჯეთ. ნახევარფინალში იოლად მოვიგეთ და ეიფორიაში ვიყავით. ამან ცუდი სამსახური გაგვიწია. უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მათ კი შანის ხელდან არ გაუშვეს."

გიორგი ჭუმბურიძე, სანაკრებო კომიტეტის ხელმღვანელი:

"ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ წლევანდელი შედეგი უწინდელზე უარესია, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც მოთამაშეებში, ისე მწვრთნელებში, მოდის ძალიან კარგი, პერსპექტიული თაობა. ისეთი, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ ელიტარულ ქვეყნებს მალე შევუტევთ.

კარგია რუმინეთთან, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან თამაში, მაგრამ დროა წინ გავიხედოთ. ამავე ქვეყნებთან შედარებით, არც ერთ ასაკში ჩავარდნა არ გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ აუცილებლად გვექნება ნახტომისებური წინსვლა."

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა