დიდჯიხაიშელებმა ნახევარფინალში "ბათუმი" 3:1 დაამარცხეს, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი "თბილისს" 3:2 სძლიეს და კიდევ ერთხელ მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული
საქართველოს რეგიონებში სპორტის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურისადმი ყურადღების გაძლიერებამ და ახალი კეთილმოწყობილი სპორტული კერების შექმნამ დიდად შეუწყო ხელი სპორტის ცალკეული სახეობის პოპულარიზაციას, რაც თავისთავად მასობრიობისთვის საუკეთესო ფონს ქმნის. სპორტის პოპულარობას და განვითარებას კი ეროვნული ჩემპიონატების რეგიონებში გატანაც აძლევს სტიმულს.

ადრე ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ მარნეული უმასპინძლებდა ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატს. ახლა ეს რეალობაა და ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი) ყველაფერი გააკეთა ქალთა საქართველოს 2010-2011 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მარნეულის ახალ სპორტულ დარბაზში ზეიმად ექცია.

ჩემპიონობისთვის 4 რჩეული გუნდი იბრძოდა _ "თბილისი", თსუ, "ბათუმი" და დიდი ჯიხაიშის "ჯიკო". ფრენბურთის მოყვარულებმა იციან, რომ ამ ოთხეულიდან ყველაზე გამოცდილი, ტიტულოვანი და მაღალი ოსტატობითაც გამორჩეული ტრადიციულად დიდჯიხაიშელები არიან. ისინი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. ნახევარფინალში მისი მეტოქე "ბათუმი" იყო, რომელიც 3:1 დაამარცხა, დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში კი "თბილისს" 3:2 სძლია და კიდევ ერთხელ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი მანამდე "თბილისის" მძლეველ (3:0) თსუ-ს "ჯიკოსთან" დამარცხებული "ბათუმი" დაუპირისპირდა. ბათუმელებმა მატჩი 3:0 მოიგეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

თენგიზ თომაშვილი

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა