ატლანტელებმა სერიის მეხუთე მატჩში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს "ჩიკაგოს", მაგრამ მაინც დამარცხდნენ 83:95
ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი "ატლანტა" მაინც დამარცხდა ჩიკაგოში, აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩში. ატლანტელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ "ბულსს", მაგრამ ბოლო წუთებზე მაინც გატყდნენ, 83:95 დამარცხდნენ და სერიაში 2:3 ჩამორჩნენ.

მატჩის პირველი მეოთხედი ატლანტელებმა 11 ქულით წააგეს, თუმცა შემდეგ ამოქმედდნენ და მესამე პერიოდის დასრულებამდე 20 წამით ადრე ზაზა ფაჩულიას შორი ორქულიანით 67:66 დაწინაურდნენ. ჩიკაგოელმა ტაჯ გიბსონმა რამდენიმე წამში ორიანი ჩააგდო და შეხვედრის ბოლო შესვენებაზე "ატლანტა" ერთქულიანი ჩამორჩენით გავიდა.

ბოლო პერიოდში მასპინძლებმა საბოლოოდ თავისი გაიტანეს, რაც მათი უძვირფასესი მოთამაშის, დერიკ როუზისა და ლუოლ დენგის დამსახურებაა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და საკმაოდ პროდუქტიული იყო. ზაზამ 6–დან 5 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 13 ქულა მოაგროვა და ამ შედეგით მოედანზე მყოფ ყველა ცენტრს აჯობა. მის თანაგუნდელებს – ალ ჰორფორდს და ჯეისონ კოლინსს შესაბამისად 12 და 0 ქულა ჰქონდათ. რაც შეეხებათ ჩიკაგოელებს: კარლოს ბუზერმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა, იოაკიმ ნოას კი ბურთი საერთოდა არ ჩაუგდია.

ფაჩულიას 13 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 1 პასიც ჰქონდა, ბურთი კი არ დაუკარგავს. "ატლანტას" რომ მოეგო, ქართველი ცენტრის კარგი თამაში საკადრისად დაფასდებოდა, თუმცა ჯორჯიელება წააგეს და ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე არიან ორიენტირებულნი, რომელიც საკუთარ ქალაქში 13 მაისს ელით და რომელში დამარცხების უფლებაც არა აქვთ. თუკი ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრაში იმარჯვებს, სერიის მეშვიდე, გადამწყვეტი შეხვედრა 15 მაისს ჩიკაგოში გაიმართება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე