ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 2019 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანია 46:0 დაამარცხეს და ტიტულის დაცვას განაგრძობენ.

ნახევარფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე მასპინძელი რუსეთი იქნება, რომელმაც რუმინეთს დაძაბულ ბრძოლაში 13:11 სძლია.

მეოთხედფინალში გერმანელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მღელვარების ფონზე შეცდომები მრავლად დაუშვეს, თუმცა საკუთარი ლელო და კარი ხელუხლებელი მაინც შეინახეს, მეტოქეს კი 7 ლელო გაუტანეს.

დებიუტში ანგარიში გივი ცინცაძემ ჯარიმით გახსნა. მე-13 წუთზე გიორგი ქობალიამ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და მატჩის პირველი ლელო გაიტანა. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ტაიმის ბოლოს ორი ლელო გავიდა. 30-ე წუთზე დათო ნინიაშვილმა დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და 5-მეტრიან წყვეტილს უწია, იქიდან გასული ბურთი კი ლელოდ ქობალიამ აქცია. ზედ შესვენების წინ ხაზი ზაურ ლუტიძემ გაჭრა და ლელო ნინიაშვილმა გაიტანა, ხოლო ცინცაძემ ორივე გარდასახა - 20:0.

ცინცაძემ მეორე ტაიმის მე-6 წუთზე თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, ამჟამად ლელოც გაიტანა და თავადვე გარდასახა. მერე ნუგზარ სომხიშვილის ჯერი დადგა, რომელმაც ჯერ მოლი დაასრულა ლელოთი, მერე ტატო გვიმრაძის შეტევას მიჰყვა დროულად. მატჩის მიწურულს ლუკა ხეხელაშვილმა სწრაფი შეტევა ლელოდ აქცია, დაჩი პაპუნაშვილმა ბოლო ორი გარდასახვა გაიტანა და მატჩი 46:0 დასრულდა.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

კალინინგრადი (რუსეთი)

14 აპრილი. მეოთხედფინალი

ესპანეთი - ჰოლანდია 37:0

პორტუგალია - ბელგია 28:5

რუსეთი - რუმინეთი 13:11

საქართველო - გერმანია 46:0

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლევან ქუშაშვილი (ლელო), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 11. თემურ კოხოძე (აია), 10. გივი ცინცაძე (არმაზი), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ლუკა ჩქარეული (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. რობი ნერსეზაშვილი (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 26. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

ნახევარფინალები - 17 აპრილი

ესპანეთი - პორტუგალია

საქართველო - რუსეთი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

Geo_Dinamo
გაუჭირდებოდათ. DDD
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა