ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"დნიპროს" ყოფილი ფეხბურთელი - ქართულ კლუბებში თუ არ დარეკეს, არ აგიყვანენ

"დნიპროს" ყოფილი ფეხბურთელი - ქართულ კლუბებში თუ არ დარეკეს, არ აგიყვანენ

უკრაინამოვლილ 21 წლის ბექა ბეროშვილს ქართული კლუბებისგან სრულმა უყურადღებობამ გული დაწყვიტა
21 წლის ბექა ბეროშვილი გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელია. მასთან დალაპარაკება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცნობილ უკრაინულ კლუბში თამაშობდა, მაგრამ საქართველოში მისი აყვანა თითქმის არავინ ისურვა და გულისტკივილი გაგვიზიარა.

მისი ლაპარაკი შეიძლება განზოგადდეს და გავიგოთ, რა არის ჩვენი კლუბების უბედურება. ბოლოდროინდელი სკანდალური მოვლენების კვალად, ჩვენი ფეხბურთის ბნელი მხარეებიდან არც ეს უნდა იყოს უინტერესო - როგორ (არ) აჰყავთ ფეხბურთელი ქართულ გუნდებში.

...ბეროშვილი შარშან, ზაფხულში კურიოზული გაუგებრობის გმირი გახდა. აზერბაიჯანულმა გამოცემებმა დაწერეს, თითქოს დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" თადამსხმელი ბექა გოცირიძე ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბ "ყარაბახში" გადავიდა.

ამან ყველა გააოცა, რადგან ბექა უკრაინულ კლუბში ვარჯიშობდა და აზერბაიჯანში წასვლაზე არც ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტოავარიის შემდეგ "დნიპროს" ძირითადში მოხვედრას ვერ ახერხებდა.

მერე გაირკვა, რომ "ყარაბახში" მართლაც იყო "დნიპროს" დუბლშემადგენლობის ყოფილი ფეხბურთელი სახელად ბექა, ოღონდ ბეროშვილი, თუმცა სეზონი დაიწყო და აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ უთამაშია. შემდეგ შევიტყვეთ, რომ ის საქართველოს პირველი ლიგის "ნორჩ დინამოში" თამაშობს.

მარცხენა შემტევი ნახევარმცველი გვიყვება, როგორ მოხვდა უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბში.

"2009 წელს "დნიპროში" გასინჯვაზე მიმიწვიეს და მთელი თვე მაკვირდებოდნენ. გუნდმა შეკრებაზე წამიყვანა, ამ ხნის განმავლობაში კარგად შემისწავლეს და ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმეს. მას შემდეგ დუბლებში ვიყავი და დაახლოებით 15-16 თამაში ჩავატარე.

მაშინ "დნიპროს" მთავარი მწვრთნელი ოლეგ პროტასოვი იყო, რომელიც ხშირად ძირითად შემადგენლობასთანაც მავარჯიშებდა. როცა ის მოხსნეს, მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ვლადიმერ ბესონოვმა პირველ გუნდს ჩამომაშორა. მე დუბლებში ვთამაშობდი და ეს გასაგები იქნებოდა, რომ არა ბესონოვის ასეთივე დამოკიდებულება ბექა გოცირიძისა და სანდრო კობახიძის მიმართ.

ახლახან კობახიძის ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც კიევის "არსენალში" გადავიდა - არც ვიცი, რატომ არ მათამაშებენო. გული ჩამწყდა, გუნდში ვიყავი და ვიცი, კობახიძე უკრაინელ კონკურენტებს არაფრით ჩამორჩებოდა, მაგრამ მაინც არ ათამაშებენ. ვფიქრობ, ეს ადგილობრივი საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო".

ბეროშვილი ამბობს, რომ "დნიპროდან" წამოსვლის მიზეზი ტრავმა იყო:"დნეპროპეტროვსკში 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის ზაფხულამდე ვთამაშობდი. ერთწლიანი კონტრაქტის დამთავრების მიუხედავად, კიდევ ნახევარი წელი დამტოვეს. მაგრამ ახალ ხელშეკრულებას არ მიფორმებდნენ, რადგან კოჭის მყესი დამიზიანდა.

ამ დროს აზერბაიჯანში საკმაოდ კარგი კონტრაქტი შემომთავაზეს. ფეხი მორჩენილი არც მქონდა, მაგრამ "ყარაბახის" მწვრთნელს მოვეწონე და ერთწლიან კონტრაქტს მიფორმებდა. სამწუხაროდ, ამ დროს ტრავმა გამიმიზეზდა და წამოსვლა მომიხდა. იგივე დამიდგინეს, რაც ყენიას სჭირს - კოჭის ტრავმა, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმით. 6 თვე ვმკურნალობდი, მაგრამ ბოლოს საქართველოში დარჩენა მომიხდა. ახლა ფორმის აღდგენას "ნორჩ დინამოში" ვცდილობ. მერე ისევ უცხოეთში შევეცდები წასვლას".

ბექას თქმით, უკრაინაში ბევრი ქართველი ახალგაზრდა თამაშობს, რადგან მათზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია:"ქართველები რომ ნიჭიერები არიან, ეს უკრაინაში კარგად იციან და ბევრ ჩვენიანს ამიტომაც იწვევენ. თითქმის ყველა გუნდს დუბლშემადგენლობაში ჩვენიანი ჰყავს. ყველა ამბობს, რომ ნიჭიერები ვართ, მაგრამ რატომღაც ზარმაცებსა და ლოთებს გვიწოდებენ. იცით, ეს რამხელა აბსურდია? ჩემით მაინც არ მენახა, ვინ არის ლოთი და ზარმაცი, ქართველზე მოწესრიგებული ბევრი არ მინახავს. ისინი უპირატსობას უკრაინული პასპორტის მქონე ქართველებს ანიჭებენ. მაგალითად, ბოხაშვილს ქართველს ეძახიან, მაგრამ იქ არის დაბადებული და ქართული არც იცის. ისე, კარგი ფეხბურთელია. თუმცა უკრაინაში ყველაზე მეტად "დნიპროს" დუბლების ფეხბურთელი ლევან არველაძე მომეწონა. ხელს თუ არ შეუშლიან, დიდი ფეხბურთელი გაიზრდება".

მთავარი ბოლოსთვის შემოვინახეთ: ბეროშვილი ამბობს, რომ ზამთარში ტრავმამოშუშებული უმაღლესი ლიგის კლუბებში მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ უცნაურობებს წააწყდა.

"ცხადია, თავიდან უმაღლეს ლიგაში მსურდა თამაში, მაგრამ უცნაური დამოკიდებულება შევნიშნე - ერთი შეხვედრის ჩატარებას მთავაზობდნენ და ამის მიხედვით სურდათ გადაწყვეტილების მიღება. უკრაინაში მთელი თვე მაკვირდებოდნენ, შეკრებაზე წამიყვანეს და დეტალურად შემისწავლეს, გაუგებარია, ერთი თამაშით ან ვარჯიშით რა დასკვნა უნდა გააკეთონ. რაც მთავარია, მეუცხოვა თავად თავად დამოკიდებულება, რომელიც მტრულიც კი იყო, თითქოს, შენში კარგის კი არა, ცუდის დანახვა უხარიათ, აგერ, უკრაინაში იყო, მაგრამ ჩვენთან ვერ "გაქაჩაო".

მერე იყო შემოთავაზება, გამეფორმებინა 3-წლიანი კონტრაქტი ძალიან დაბალი ხელფასით. ვერ გავიგე, რა უნდათ. მგონია, აქ თუ ვიღაცამ არ დარეკა, არც აგიყვანენ. ადამიანურად მხოლოდ "ნორჩი დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა შემხვდა. არადა, მას არც ვიცნობდი".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა