16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" ადვილად მოუგო "მანჩესტერს" - 3:0 და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი სტუმართა შეტევით დაიწყო და რეშფორდმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ეგ იყო და ეგ. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-11 წუთზე მსაჯმა საჯარიმოში რაკიტიჩის და ფრედის შეჯახების შემდეგ "მანიუს" კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა, თუმცა "ბარსამ" მალე ორი გოლი გაიტანა და ორივე მესიმ. ისე, მეორე ბურთი მეკარე დე ხეას უნდა აეღო. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს დავიდმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

62-ე წუთზე უკვე კოუტინიომ დალაშქრა "მანიუს" კარი და "ბარსელონამ" გაიმარჯვა.

აკი თქვა მანკუნიანელების გასაგონად ამ მატჩის წინ კატალონიური გუნდის მეკარემ, ტერ შტეგენმა, "რომას" შეხსენება არ გვჭირდება, "ბარსელონა" პსჟ არააო.

მესიმ ამ ტურნირზე 133-ე მატჩი ჩაატარა, ინიესტას გაასწრო და "ბარსადან" მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ხავის აქვს მიღებული - 157. სხვათა შორის, მეოთხედფინალში ლეოს 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი. მან ინგლისურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე 24 გოლი გაუტანა - ეს რეკორდია.

"ბლაუგრანა" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 100 გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" მიმდინარე ტურნირზე 7 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და თანაც, არც ერთ შეხვედრაში მდევრის როლში არ იყო.

მატჩს 96 708 მაყურებელი დაესწრო - ეს ამ სეზონში "კამპ ნოუზე" დასწრების რეკორდია.

"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 5 წააგო.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 96 708 მაყურებელი

ბარსელონა - მანჩესტერი 3:0

გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 მესი (20), 3:0 კოუტინიო (62)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, რობერტო (სემედო 71), ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 76), კოუტინიო (დემბელე 81), მესი, სუარესი

მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, იანგი, ჯონსი, ლინდელეფი, ლინგარდი (სანჩესი 80), ფრედი, პოგბა, მაკტომინი, მარსიალი (დალოტი 65), რეშფორდი (ლუკაკუ 73)

ჩორნა
ისე სულ მიკვირდა კოუტინიოსთან დაკავშირებით რომ ბარსადან მიდისო აღარ უნდაო ტრანსფერს ითხოვსო და ასე შემდეგ მაგრამ, გოლის აღნიშვნით მგონი ყველას გაცა პასუხი და გამისწორდა მაგრად..საღოლ ბარსას კაი სანახაობა იყო და საღოლ კიდე აიქს დაამტკიცა რომ შემთხვევიდ არაა იქ სადაც არი:*
რუსლანი
რეალიო?? ჰა ჰა ჰაააა
BARCA CHAMPION
გამიტყდა იუვეს წაგება. მესის და რონალდოს ჯახი დაამშვენებდა ფინალს.
ნონა
ჩემს საყვარელ ბარსას ვულოცავ დამსახურებულ მოგებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი! ლეო ფეხბურთის მოვლენა ხარ! მადლობა ბრწყინვალე თამაშისათვის! ძალიან გამეხარდა, ფელიპე კოუტინიოს ლამაზი, გატალი ბურთი.
აკაკი
ან ეხლა ლიონთან პენალტი სუარესის მორიგი ფანდი,მსაჯებზე ნუღარ ლაპარაკობთ ხოლმე ეს ყოველთვის იქნება ვაარ კი არა რაც გინდა დანერგონ...ყველა გუნდისთვის დადებითად თუ უარყოფითად....
აკაკი
მაგაში გეთანხმები წელს ჩააგდო მაგრამ ზიდანის მწვრთნელობის დროს რითი ჯობდა ბარსელონა რეალს ურთიერთ შეხვედრებით თუ თამაშით თუ ტიტულებით რეალიო იქ იმიტომააა რომ ჭე კლასის მწვრთნელები მიიყვაანეს... ბარსელონას კი ვულოცავ ჯერ ძილერი გუნდი არ შეხვედრია ვნახოდ რა იქნება...მსაჯებს რომ ახსენებ ბარსელონა პსჟესთან 6-1 როგორ გავიდა სუარესის ტყუილი პენალტით მსაჯების თემა ყველა გუნდს ახასიათებს ცუდად თუ კარგად...რომას კოშმარი ხომ არ დაგავიწყდათ 4-1 მოგებულის შემდეგ....ეს ფეხბურთია და მის ნაწილია თვითეეული იმედგაცრუება თუ გამარჯვება...
barsa
ბოლოს როდის მოუგო რეალმა ბარსას გახსოვს? ეხლა უკვე ვარია და ხო ხედავ სად არის რეალი?
აკაკი
ვულოცავ ბარსას ფანებს ბარსა აიაქსი მაგარი ფინალი იქნებოდა...

კი ხვალ რეალი - იუვენტუსია, მაგათ შორის მოგებული შეხვდება სიტი - ბარსაში მოგებულს,რომლებსაც აიაქსი გამოაგდებს. Ajax ჩემპიონია!!! ჩემი ბავშვობა გამიცოცხლეს აიაქსის ბავშვებმა :-)
T.k
გილოცავთ ბარსას ფანებს უდავოდ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება
T.k
გილოცავთ ბარსას ფანებს უდავოდ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება
აკაკი
რეალს 13 თასი აქვს ბარსას?
barsa
ხო მარტლა რეალს ხვალ აქვს ხო?დ.დ.
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბრძოლა ოქროს ბურთისთვის! ლეგენდები მორიგ ტიტულს ჩამოშორდნენ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა