ჩემპიონთა ლიგაში დაძაბულობა პიკს აღწევს. დღეს, 17 აპრილს კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ამსტერდამის "აიაქსი" და "ბარსელონა" საკუთარ მეტოქეებს ელოდებიან.

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი

"მანჩესტერ სიტის" აქვს შანსი, ისტორიაში მეორედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველად ეს მან 2015-16 წლების სეზონში მოახერხა, სადაც მომავალ ჩემპიონთან, მადრიდის "რეალთან" დამარცხდა.

პირველ შეხვედრაში, რომელიც ლონდონში გაიმართა, უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა. მეტიც, პირველი ტაიმის დასაწყისში სერხიო აგუეროს თერთმეტმეტრიანი დარტყმით მისი გუნდის წინ გაყვანაც შეეძლო, თუმცა უგო ლორისმა იყოჩაღა და პენალტი აიღო.

საბოლოოდ, მატჩის ბოლოს სონმა გაიტანა და გუნდს საპასუხო შეხვედრის წინ მინიმალური, თუმცა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

უმთავრესი დანაკლისი, რომელიც "ტოტენჰემმა" გასულ შეხვედრაში განიცადა, ჰარი კეინია. ინგლისელი თავდამსხმელი ტრავმირებულია და გუნდს, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.

საეჭვოა დელე ალის თამაშიც, რომელიც კეინის მსგავსად, "ტოტენჰემის" ერთ-ერთი ლიდერია.

ამ მხრივ უპრობლემოა "მანჩესტერ სიტი". ერთადერთი, ვინც "ქალაქელებს" დანამდვილებით არ ეყოლებათ, მეკარე კლაუდიო ბრავოა. საეჭვოა ფერნანდინიოს თამაშიც, თუმცა ის გუნდთან ერთადაა და შესაძლოა, ვიხილოთ.

ეს კლუბები ერთმანეთს 3 დღეში კვლავ დაუპირისპირდებიან, ამჯერად პრემიერლიგაში, სადაც გამარჯვება ორივეს ჰაერივით სჭირდება. "ტოტენჰემი" ოთხეულისთვის იბრძვის, "სიტი" კი - ჩემპიონობისთვის.

ამ წყვილში გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამსტერდამის "აიაქსი" ელოდება.

ფაქტები

"ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 8 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო;

ამ სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" 4 საშინაო შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა;

სამი მატჩია "ტოტენჰემს" ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუშვია

ეს პეპ გვარდიოლასა და მაურისიო პოჩეტინოს მე-15 დაპირისპირება იქნება მწვრთნელის რანგში, სადაც არგენტინელი გამარჯვებული მხოლოდ 3-ჯერ გამოვიდა (4 ფრე, 8 მარცხი).

17 აპრილი. "ეტიჰადი"

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 23:00 (0:1)

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, ვოქერი, სტოუნსი, ლაპორტე, მენდი, გუნდოგანი, დავიდ სილვა, დე ბრუინი, ბერნანდო სილვა, სტერლინგი, აგუერო.

ტოტენჰემი (4-2-2): ლორისი, ტრიპიერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, როუზი, სისოკო, ვანიამა, ერიქსენი, ლუკასი, სონი, ლორენტე.

არ ითამაშებენ: ბრავო (სიტი), ორიე, კეინი, დაიერი, ვინქსი (ყველა - ტოტენჰემი)

საეჭვოა: ზინჩენკო, ფერნანდინიო (ორივე - სიტი), დელე ალი, ერიკ ლამელა (ორივე - ტოტენჰემი).

პორტუ-ლივერპული

"ლივერპულს" რომ მეოთხედფინალში ყველაზე მარტივი ოპონენტი შეხვდა, ამაზე ყველა თავიდანვე შეთანხმდა.

რა თქმა უნდა, "პორტუ" ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის, თუმცა ამ ეტაპზე, ნამდვილად სასურველი მოწინააღმდეგეა.

"ლივერპული" "დრაგაოს" სერიოზული უპირატესობით ეწვევა. პირველ შეხვედრაში "მერსისაიდელებმა" ძალიან კომფორტული სხვაობით - 2:0 გაიმარჯვეს.

პორტუგალიელებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები - პეპე და ერერა დაუბრუნდნენ და დიდი ალბათობით, მათ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.

"პორტუს" კამერუნელი თავდამსხმელი ვინსენტ აბუბაქარი არ ეყოლება, რომელიც გასულ სეზონებში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა ის სექტემბრის შემდეგ ტრავმირებულია.

"ლივერპულს" კი შოტლანდიელი ენდრიუ რობერტსონი დაუბრუნდა.

"ლივერპულმა" გასულ ტურში პრემიერლიგის "ჩელსის" სძლია (2:0) და ორ ფრონტზე იბრძვის. იგივე მიზანი აქვს "პორტუს" საკუთარ ჩემპიონატშიც და 13 აპრილს "პორტიმონენსე" დაამარცხა.

ფაქტები

ამ სტადიონზე გასული სეზონის მერვედფინალში "ლივერპულმა" "პორტუ" 5:0 დაამარცხა;

"პორტუს" "ლივერპული" არასდროს დაუმარცხებია (3 ფრე, 4 მარცხი);

ბოლო 36 შემთხვევიდან "ლივერპული" მხოლოდ 5-ჯერ გამოეთიშა ევროტურნირს, როდესაც პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მოიგო

17 აპრილი. "ესტადიო დო დრაგაო"

პორტუ-ლივერპული 23:00 (0:2)

პორტუ (4-4-2): კასილასი, პეპე, ფელიპე, მილიტაო, ალექს ტელეში, დანილო, ერერა, ოტავიო, ბრაჰიმი, მარეგა, სოარესი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, კეიტა, ჰენდერსონი, მანე, სალაჰი, ფირმინო.

არ ითამაშებენ: ლოვრენი, ოქლეიდ ჩემბერლეინი, ლალანა (სამივე - ლივერპული).

საეჭვოა: ჯო გომესი (ლივერპული), კორონა (პორტუ).

1
1
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
ქოჩორაშვილი სასტარტოში იყო - "სპორტინგმა" სახლში "პორტუსთან" წააგო
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა