NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი

ცოტა ვინმეს თუ ეგონა, რომ 0:3-ის შემდეგ "დეტროიტი" შეძლებდა სერიაში ანგარიშის გათანაბრებას. "სან ხოსე" ძალიან კარგად გამოიყურებოდა და დამაჯერებლად მიიწევდა კონფერენციის ფინალისკენ. მაგრამ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "ზვიგენების" მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მართალია, სერიის მეშვიდე მატჩი სან ხოსეში გაიმართება, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა აშკარად დეტროიტელთა მხარესაა და ამან, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს საბოლოო შედეგზე.

თუმცა არ უნდა დავივიწყოთ "ზვიგენების" მეკარის - ანტი ნიემის ფაქტორი. ფინელი გოლკიპერი სასწაულებს ახდენს და თუნდაც წაგებულ მატჩებში საუკეთესოდ სახელდება. ასე იყო გუშინდელ შეხვედრაში.

მეექვსე შეხვედრა "დეტროიტის" უპირატესობით წარიმართა, მაგრამ სწორედ ნიემის ოსტატობის გამო პირველმა ორმა პერიოდმა უგოლოდ ჩაიარა. პირველი შაიბა კი მესამე პერიოდის დასაწყისში გავიდა და ის სტუმრებმა გაიტანეს. ჯეიმს ჰოვარდმა ვერ შეძლო ლოგან კუტურის დარტყმის შემდეგ შაიბის დაფიქსირება, რომელმაც სულ რამდენიმე სანტიმეტრით გადაკვეთა კარის ხაზი.

უსამართლობით განრისხებული მასპინძლები მაშინვე შტურმზე წავიდნენ და პერიოდის შუაში, როგორც იქნა, მიზანს მიაღწიეს. გოლის ავტორი ჰენრიკ ზეტერბერგი გახდა, რომელიც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და თანდათან იბრუნებს ძველ ფორმას.

"რედ უინგზი" მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა. ზეტერბერგის გოლის შემდეგ დაახლოებით ორ წუთში მასპინძლები უკვე წინ იყვნენ - ვალტერი ფილპულამ შუა ზონაში ჩაშალა მეტოქის შეტევა, პაველ დაციუკთან კედელი გაითამაშა და ზუსტად დაარტყა.

ბოლოს "სან ხოსემ" ნიემი წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა, მაგრამ საკუთარ კარში მიიღო შაიბა - ზუსტად დაარტყა დარენ ჰელმმა - 3:1.

დეტროიტი-სან ხოსე 3:1

0:0, 0:0, 3:1

გოლები: 0:1 კუტური-5 (ჰიტლი-5), 1:1 ზეტერბერგი-2 (კრონვალი-4, ფილპულა-5), 2:1 ფილპულა-2 (დაციუკი-11), 3:1 ჰელმი-3.

სერია: 3-3

ალექსი
შეცდომით გიწერიათ, გენკი კი არა გენტია, სადაც ჩაკვეტაძე თამაშობს!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა