საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კალინინგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასპინძელ რუსეთს 10 ლელო გაუტანა, 64:10 დაამარცხა და ფინალში ტიტულს ესპანეთთან დაიცავს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. დავით ჩავლეიშვილის შეგირდები პირველ ტაიმში უმეტესად ძალისმიერ სტილში თამაშობდნენ, მეორეში კი ბურთი გაშალეს და შედეგი, ფაქტობრივად, ერთნაირი დადგა - თითო ტაიმში 5-5 ლელო გავიდა.

ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა. შერკინების შემდეგ ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, ლაშა კაკაურიძე მცველს ერთი-ერთზე გასცდა და ბურთი ლელოს ალამთან მიაწვდინა. დაჩი პაპუნაშვილის გარდასახვა ძელმა აისხლიტა. მე-17 წუთამდე მასპინძლები დაცვას ახერხებდნენ. მერე ლუკა მატკავამ მცველები შეცდომაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ბურთი ლუკა ივანიშვილს შეაყოლა. თამაში განახლდა თუ არა, მატკავამ ერთხელაც გაჭრა ხაზი და ბურთი ტატო გვიმრაძეს გაატანა, რომელმაც ლელოში თორნიკე ზაქარიაძე შეუშვა. პაპუნაშვილმა ორივე გარდასახა - 19:0.

მალე საქართველომ ნაცად ხერხს მიმართა, დერეფნიდან მოლი დააყენა და გვიმრაძემ ლელო გაიტანა. ამაზე რუსეთმა ჯარიმით გვიპასუხა, თუმცა შესვენებამდე ბოლო სიტყვა კვლავ საქართველოსი იყო. ამჯერადაც მატკავამ გაიბრწყინა, რომელმაც ერთი შეხედვით გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაძვრენა მოახერხა, მოკლე დისტანციაზე სამ მბოჭავს დაუსხლტა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 31:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დააყენა მოლი, დაახლოებით 15 მეტრი დაფარა და ლუკა პეტრიაშვილმა ჩვენი გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა. გარკვეული დროით თამაში გათანაბრდა და მასპინძლებმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ერთი საპასუხო ლელო გაიტანეს, რამაც "უმცროსი ბორჯღალოსნები" გამოაფხიზლა და დასკვნით 12 წუთში კიდევ ოთხი ქართული ლელო გავიდა.

ზაურ ლუტიძემ ხაზი 59-ე წუთზე გაჭრა, ორ მბოჭავს გაექცა და ლელო გაიტანა. ტემპის მატებასთან ერთად მეტოქის დაცვაში სივრცეები გაჩნდა. თემურ კოხოძემ მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრა, ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და ლევან ქუშაშვილმა ლელო გაიტანა. კიდევ ორ წუთში ლუტიძემ, კოხოძემ და ნინიაშვილმა ხელით კარგად გაითამაშეს ბურთი და ამ უკანასკნელმა მორიგი ლელო გაიტანა. მერე გიორგი ყუფარაძემ გაჭრა ხაზი და მეათე ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა დაახლოებით ერთ წუთში ფრთაზე ჩათამაშდა ბურთი და მიზანს კოხოძე მიჰყვა. პაპუნაშვილმა ხუთიდან ოთხი გარდასახვა გაიტანა და საქართველომ რუსეთი 64:10 დაამარცხა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი საქართველო ტიტულს ფინალურ მატჩში ესპანეთთან დაიცავს, რომელმაც ნახევარფინალში პორტუგალიას 20:5 აჯობა. შეხვედრა 20 აპრილს, საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება.

ნახევარფინალები. 17 აპრილი

ესპანეთი - პორტუგალია 20:5

საქართველო - რუსეთი 64:10

საქართველო: 15. დათო ნინიაშვილი (ხვამლი), 14. ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), 13. ზაურ ლუტიძე (ხვამლი), 12. გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), 11. ლევან ბრაგვაძე (არმაზი), 10. დაჩი პაპუნაშვილი (არმია), 9. ლუკა მატკავა (არმაზი); 1. დათო აბდუშელიშვილი (ლელო), 2. ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. რობი ნერსეზაშვილი (ლელო), 5. ტატო გვიმრაძე (ხვამლი), 6. ლუკა ივანიშვილი (წიქარა), 7. ლუკა ჩქარეული (ლელო), 8. გიორგი ქობალია (ლელო).

მარქაფა: 16. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 17. საბა ხონელიძე (აია), 18. ირაკლი მჭედლიძე (ლელო), 19. ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო); 21. ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), 22. ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), 24. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), 25. თემურ კოხოძე (აია), 26. ლევან ქუშაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, ლევან შარვაშიძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
ვულოცავ გამარჯვებას და კვლავ ფინალში გასვლას,მაგრამ გვსურდა ტურნირში ლელო არ გაგვეშვა და გავუშვით,თანაც რუსებისაგან.ესაა საწყენი,თორემ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა