"ტულუზას" მორაგბეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს.

მორაგბეები ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში "ლენსტერთან" შეხვედრისას ნოტრ-დამის გამოსახულების მქონე მაისურებს ჩაიცვამენ.

მატჩის შემდეგ კი მაისურებს აუქციონზე გაიტანენ იმისთვის, რომ 850 წლის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, რომლის დიდი ნაწილი ორშაბათს ხანძრის შედეგად განადგურდა.

ტაძრის დასავლეთის ფასადის ორი კოშკი გადარჩა, თუმცა შპილი ჩამოინგრა და მის ირგვლივ არსებული სახურავი, რომელიც დიდწილად მუხის ხისგან იყო გაკეთებული, განადგურდა.

"ის, რაც კვირის დასაწყისში მოხდა, მხოლოდ ფრანგ ხალხს არ შეეხო: ეს გულზე მოხვდა პლანეტის ყველა მცხოვრებს, რომელიც დაზარალდა ამ უნივერსალური და უნიკალური სიმბოლოს ტრაგედიით, - განაცხადა "ტულუზას" პრეზიდენტმა. - ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია, რომ კვირას ჩანიშნული მატჩით "ტულუზა" თავის როლს ითამაშებს სოლიდარობის ამ მოძრაობაში მონაწილეობით, რომელიც კატასტროფის შემდეგ დაიბადა და რეკონსტრუქციამდე დაიწყო".

ნოტრ-დამის აღსადგენად უკვე 700 მილიონი დოლარის ოდენობის დონაცია გაკეთდა. მათ შორის არის ფრანგი მილიარდერი ბიზნესმენის ოჯახის მიერ შეწირული თანხა, რომელიც 226 მილიონ დოლარს შეადგენს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა: "ჩვენ ამ ტაძარს ერთად აღვადგენთ, სავარაუდოდ, ეს საფრანგეთის ბედის ნაწილია".

ოთხგზის ჩემპიონი "ტულუზა", პირველად 2010 წლის შემდეგ, ფინალში მოხვედრას ცდილობს.

ავტორი: სალომე აბულაშვილი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა