...ფაქტია, "მანჩესტერ სიტის" ბევრი ოფლის ღვრა მოუწევს საიმისოდ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. თავის მხრივ, "ტოტენჰემიც" ვერ მოდუნდება, მიუხედავად იმისა, რომ "ეტიჰადზე" ემოციების ჭიდილიც იყო.

ძალიან ძნელი იქნება ფეხბურთელების მობილიზება და საბრძოლოდ დამუხტვა ასეთ მცირე დროში როგორც პეპ გვარდიოლასთვის, ისე მაურისიო პოჩეტინოსთვის. ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, რომ "ტოტენჰემს" ოთხეულში ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაგრამ ახლა ასე აღარ არის... თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ "სიტი" რევანშის წყურვილით იწვის...

იოლი ამოცანა არც "ლივერპულს" აქვს. იურგენ კლოპის გუნდი გასვლაზე ეთამაშება "კარდიფს", რომელიც გამალებით ებღაუჭება პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების ბოლო შანსებს. გასაგებია, რომ მერსისაიდელები კლასით გაცილებით მაღლა დგანან მეტოქეზე, მაგრამ ფეხბურთში სხვა ფაქტორებიც არსებობს...

"არსენალმა" თითქოს უპრობლემოდ უნდა მოუგოს "კრისტალ პალასს", მაგრამ ინგლისურ ფეხბურთს რას გაუგებ. მით უმეტეს, "პალასს" ჰყავს თავისი გამორჩეული ვარსკვლავები და სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის შეუძლია.

"არსენალს" გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში, რითიც როი ჰოჯსონის გუნდის სწრაფ შემტევებს შეუძლიათ, ისარგებლონ. მით უმეტეს, "მეთოფეები" დაღლილები" უნდა იყვნენ ევროპალიგაზე "ნაპოლისთან" ვოიაჟის შემდეგ...

ერთი შეხედვით, ყველაზე იოლი მისია "ჩელსის" აქვს. მაურიციო სარის შინაურ კედლებში "ბარნლის" დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. სხვა საქმეა, რომ "არისტოკრატები" მთელ რიგ შეხვედრებში ვერ აჩვენებენ ისეთ თამაშს, როგორსაც მათგან ელიან.

"მანჩესტერ იუნაიტედს" კი, თუ ოთხეულში მოხვედრა სურს, ფეხის დაცდენის ფუფუნება აღარ აქვს "ევერტონთან" საგარეო შეხვედრაში. საკითხავია, რამდენად აღიდგინა ძალა ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასთან" უთანასწორო ბრძოლაში დაცემის შემდეგ.

"ევერტონს" კი საკუთარ მოედანზე გრანდების გამწარება არ ესწავლება. საინტერესოა ისიც, რომ თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება რომელუ ლუკაკუ. ის ერთ დროს ლივერპულელთა ნამდვილი კერპი იყო, ახლა კი "წითელი ეშმაკებისთვის" გააქვს...

ფაქტები

"მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 3 მატჩი მოუგო "ტოტენჰემს".

"ბორნმუთმა" ზედიზედ სამჯერ დაამწუხრა "ფულჰემი", რომელიც უკვე გავარდნილია პრემიერლიგიდან.

"ჰადერსფილდისა" და "უოტფორდის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ვესტ ჰემისა" და "ლესტერის" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ბრაიტონმა" ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგო "ვულვზს".

"ნიუკასლისა" და "საუთჰემპტონის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიჯრით 3 მატჩში მოახერხა "ევერტონის" დამარცხება.

"არსენალისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

პრემიერლიგა. XXXV ტური

შაბათი, 20 აპრილი

მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 15:30

ბორნმუთი-ფულჰემი 18:00

ჰადერსფილდი-უოტფორდი 18:00

ვესტ ჰემი-ლესტერი 18:00

ვულვზი-ბრაიტონი 18:00

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 20:30

კვირა, 21 აპრილი

ევერტონი-მანჩესტერ იუნ 16:30

არსენალი-კრ. პალასი 19:00

კარდიფი-ლივერპული 19:00

ორშაბათი, 22 აპრილი

ჩელსი-ბარნლი 23:00

ბომბარდირები: 19 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), სალაჰი (ლივერპული); 18 - მანე (ლივერპული), ობამეიანგი (არსენალი); 17 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), კეინი (ტოტენჰემი); 16 - აზარი (ჩელსი); 15 - ვარდი (ლესტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
[VIDEO] 16 წლის მაქს დოუმენმა "არსენალს" "ევერტონთან" მოაგებინა
[VIDEO] "მამარდას" თითქმის საგოლე პასი და რთული მოგერიებები საკმარისი არ აღმოჩნდა - "ლივერპული" "ბრაიტონთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს