იტალიის თასი. 1/2 ფინალი. "სტადიო რენცო "ბარბერაზე" "პალერმომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "მილანი" და ისტორიაში მესამედ გავიდა იტალიის თასის ფინალში
პალერმო-მილანი 2:1 (2:2)

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, გოიანი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, აკვა (34. ბაჩინოვიჩი), ნოჩერინო - ილიჩიჩი, პასტორე (74. მუნოზი) - ერნანდესი (83. პინილია).

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა (80. კასანო), ტიაგო სილვა, ანტონინი (45. ბონერა) - ვან ბომელი, ფლამინი, პირლო - ზეედორფი (65. იბრაჰიმოვიჩი) - რობინიო, პატო.

გოლები: 1:0 მილიაჩო (63), 2:0 ბოვო (73-პენ.), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (90).

გაძევება: ბოვო (75) - ვან ბომელი (72).

"სტადიო რენცო "ბარბერაზე" "პალერმომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "მილანი" და ისტორიაში მესამედ გავიდა იტალიის თასის ფინალში.

70-იან წლებში "პალერმომ" ორჯერ ზედიზედ მიაღწია გადამწყვეტ პაექრობას, თანაც მაშინ სერია B-ში ასპარეზობდა, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა - ჯერ "ბოლონიასთან", შემდეგ კი "იუვენტუსთან". და აი, 32 წლის შემდეგ, სიცილიური გუნდი კვლავ ფინალშია და ამჯერად, "ინტერთან" მოუწევს შეტოქება. დელიო როსის გუნდის წარმატებას ნახევარფინალურ ეტაპზე "მილანის" ჩამოცილება კიდევ უფრო ფასეულს ხდის, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, სიცილიას მასიმილიანო ალეგრის სამწყსო ჩემპიონის რანგში ესტუმრა. ბუნებრივია, უფრო მოტივირებული სწორედ "პალერმო" იყო და არა მისი ტიტულოვანი მეტოქე, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც სკუდეტო უკვე მოგებული გაქვს, დიდი ცდუნებაა თასისთვისაც იბრძოლო და დუბლი შეასრულო. ასეა თუ ისე, კუნძულელებმა იძალეს და სრულიად დამსახურებულად შეეტოქებიან "ინტერს".

როდესაც "მილანის" დარ გუნდზე გვაქვს საუბარი, შემადგენლობების ძირითად და სათადარიგოებად დაყოფა მიზანშეუწონელია. მაგალითად, ალეგრიმ რეზერვში დატოვა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ სასტარტოში გამწესებული რობინიოა სათადარიგო, ან იგივე ალეშანდრე პატო. თუნდაც ნახევარდაცვა ავიღოთ, სადაც მართალია ჯენარო გატუზო, მასიმო ამბროზინი და კევინ პრინც ბოატენგი ვერ ვიხილეთ, მაგრამ არც მათ შემცვლელებს: ანდრეა პირლოს, მატია ფლამინის და მარკ ვან ბომელს აქვთ ნაკლები წონა. ძირითადში იყო კლარენს ზეედორფი, რომელიც ვგონებთ ერთადერთი შუახაზელია, ბოლო პერიოდში მუდმივად რომ სასტარტო თერთმეტეულში ხვდება.

დელიო როსიმ ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი დააყენა ერნანდესი, რომელსაც უკნიდან პასტორე-ილიჩიჩის ტანდემი დაახმარა. მათ უკან მილიაჩო, აკვა და ნოჩერინო მოქმედებდნენ, რომლთა მთავარი ფუნქცია მილანელთა იერიშების ჩაშლა გახლდათ. როგორც თამაშის მიმდინარეობამ გვიჩვენა, ჩაშლასთან ერთად, შექმნაც შესანიშნავბად გამოუვიდათ და ამაზე მილიაჩოს მიერ გატანილი გოლი მეტყველებს. ეს ამბავი შეხვედრის მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე მოხდა და შეიძლება ითქვას, რომ "მილანი" საბოლოოდ გატეხა. მილიაჩო მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ჩაწოდებულ ბურთს ვარდნაში დაჰკრა თავური, 1:0. სტუმრებს ორი გოლი სჭირდებოდათ ფინალში გასასვლელად, რაც თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, წარმოუდგენლად მოსჩანდა. გაშვებულ გოლამდე "მილანი" უფერულად უტევდა, გუნდი თითქოს დაცლილი იყო ენერგიისგან და ფეხბურთელები მოვალეობის მოხდის მიზნით დარბოდნენ მინდორზე. შედეგად, სიცილიელებმა მეორე გოლი გაიტანეს და უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს - ტერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ჩეზარე ბოვომ შეასრულა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა, 2:0.

გულშემატკივრებმა ორი გაძევება იხილეს - 72-ე წუთზე მარკ ვან ბომელმა ითამაშა ჩვეული სიხისტით და იტალიური კარიერის ამ მოკლე პერიოდში მეორეჯერ აუფრიალეს წითელი ბარათი, სულ მალე კი მისი ბედი გოლის ავტორმა, ჩეზარე ბოვომაც გაიზიარა - "პალერმოს" მცველმა სათამაშო ეპიზოდში ფეხი ჩაარტყა სახეში პატოს, რომლის მოსულიერებასაც რამდენიმე წუთი დასჭირდა. მოკლედ, გუნდებმა ათ-ათი ფეხბურთელით ჩაამთავრეს თამაში, რომლის ბოლო აკორდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის კიპერთან პირისპირ გასვლა და არაფრისმომცემი გოლი გახლდათ, 2:1 და "პალერმო" ფინალშია...

ნამატჩევს მასიმილიანო ალეგრიმ მეტოქე შეაქო, საკუთარი შეგირდების კრიტიკისგან კი თავი შეიკავა: "მეტოქემ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად გავიდა ფინალში. არც ჩვენ გვითამაშია ცუდად, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ, მაგრამ ამჯერად, საფეხბურთო ღმერთი ჩვენს მხარეს არ იყო. გვქონდა რამდენიმე საკმაოდ კარგი მომენტი, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცოდავდით, ერთ ეპიზოდში კი იბრაჰიმოვიჩზე აშკარად დაარღვიეს წესები და არბიტრს პენალტი უნდა დაენიშნა. თუმცა, არ იფიქროთ, რომ მარცხში ვინმე სხვას ვადანაშაულებდე, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. მთლიანობაში, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და შეგირდებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს".

დელიო როსი მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან ემოციური იყო - როდესაც ბოვო პენალტს ურტყამდა, ზურგი შეაქცია მოედანს და გულშემატკივართა რეაქციით მიხვდა, რომ მისი გუნდი ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა. მატჩის შემდეგ, სიცილიელთა თავკაცმა ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა: "მეტოქედ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავდა და მხოლოდ ძალების სრული მობილიზებით იყო შესაძლებელი ამ ბარიერის გადალახვა. საბედნიეროდ, ეს შევძელით და შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამხრეთ იტალიაშიც შესაძლებელია ძლიერი გუნდის გაკეთება, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს გრანდებს. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც გაავსეს ტრიბუნები და მხურვალედ გვიქომაგებს - ბედნიერი ვარ, რომ მათი გახარება შევძელით".

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა