ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" სასტარტო შემადგენლობაში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული.

ის "ანდერლეხტთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თუ რა გახდა მისი შეცვლის მიზეზი, ამას voetbalnieuws.be განმარტავს.

"გენტის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ცნობა ისაა, რომ როგორც იქნა, ფინალურ ექვსეულში პირველი ქულა აიღეს. ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.

ქართველი ფეხბურთელი მუხლსახვევით თამაშობდა და ადრიენ ტრებელთან ბურთზე ბრძოლისას ფეხი იტკინა, მაგრამ მოედანი არ დაუტოვებია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა ამასთან დაკავშირებით Het nieuwsblad-თან კომენტარი გააკეთა:

"თამაშისას მუხლის არეში რაღაც იგრძნო. მთავარია, შესვენების შემდეგ თამაში გააგრძელა და იცის, რომ თამაში შეუძლია. მუხლზე ყინული დაადეს. ხვალ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. უნდა დაველოდოთ. ისე, ნამატჩევს კარგ ხასიათზე იყო".

Het nieuwsblad-ი აღნიშნავს, რომ როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

aleko
ბავშვთა სკოლებში რო არიან მწვრთნელები სუპერ თანამედროვე ეგ იმის ბრალია
ილია
ფეხბურთელისადმი მიდგომა,როგოეც მწვრთნელების მხრიდან,ასევე საზოგადოებისაგან არაპროფესიონალურია,სპორთსმენის განვითარების ყველა ეტაპზე,ეს იმიტომ საზოგადოებაში ზოგადად არ ხალისდება,არ არის აყვანილი ეტალონის რანგში მშრომელი,პატიოსანი დაპროფესიონალი ადამიანი.არ არის ნიჭიერების სწორი გაგება ჩამოყალიბებული.
ავაზა
ეს ბიჭი ისეთი ნიჭიერია, რომ მისი ასაკის მიუხედავად, იმსახურებს რომ ითამაშოს მაღალი დონის გუნდებში. მაგრამ მისი ბავშობის მწვრთნელების დაუდევრობის გამო, ამ ფეხბურთელის ფიზიკური განვითარების უნარჩვევები, ძალზედ ჩამორჩება მის ფეხბურთულ ნიჭს და თავისთავად, იმ დატვირთვით, რაც საჭიროა მაღალ დონეზე თამაშიათვის, მისთვის, მისი განუვითარებული(!) კუნთებისათვის საშიშია. სწორედ ასეთივე შემთხვევა იყო და დღემდე სავალალოდ გრძელდება, ლევან მჭედლიძის შემთხვევაშიც.
giorgi
ასეთი ფიზიკურად სუსტი და ჭირიანი ფეხბურთელები არც ქვეყანას არა ჰყავს
ირაკლი
ქართველ ფეხბურთელი და სუსტი ჯანმრთელობა უკვე ნორმაა?!
Emigranti
Espanetshi. Yvela bavshs atamasheben maq 15 cuti tamashebze federacia avaldebulebs klubebs rom yvela bavshma min 15 cuti itamashos ar aqvs mnishnveloba bavshvi karhad tamashobs tu ara coniania tu gamxdari bavshs arc fexburti zizgdeba arc cageba da arc itvirteba ise dzalian rogorc chventan . Tan tamashoben 6X6 ze da ara mtlian moedanze
ლევანი
ოპერაცია გაეკეთებია სჯობდა. ყოველთვის ოპერაცია სჯობს, კარგ კლინიკაში რა თქმა უნდა. ზვირია და როგორც ჩანს ფულის გაცემა უჭირთ კლუბებს.
გიორგი
სტატიის ავტორს, ბელგიურად როგორაა "ნამატჩევს"???!!!
nik
bavshvebs kvirashi 5jer avarjisheben plius erti tamashi tan dziritadi sirbilze da datvirtvebze. holandiashi patarebs 45wuti maximum erti saati avarjisheben tan sul burttan da gasartobi varjishebia. qartvelebs asaki rom ematebat fexburti shezizgebuli aqvt amdeni datvirtvebit ucxoelebi xalisit varjishoben. moednebze saertod laparaki agharaa. arada qartvelebi uketac azrovneben da uketesi teqnikac aqvt ucxoelebtan shedarebit ubralod swori ganvitareba gvaklia. sacodaobaa amdeni tramvebi. giorgis gamojanmrtelebas vusurveb
ასევე
ვერ დაგეთანხმები რომ ვერ ვითარდებიან..ამას ამტკიცებს ასაკტა საკლუბო და სანაკრებო გუნდები..დინამოს მაგალითიც საკმარისიაა
სირბილის სწავლების ცენტრი
როდესაც სირბილი ტანჯვაა შეგეზიზღება აბა რა იქნება? ნახეთ როგორ ლაღად დარბიან უცხოელი ფეხბურთელები!
Buxrika
ღმერთო გთხოოვ.ეს ადამიანი გადაარჩინე რამე სერიოზულ ტრამვას.მეტი სათხოვარი არაფერი მაქვს
სირბილის სწავლების ცენტრი
სირბილის დროს ენერგიის ძირითადი ნაწილი გრავიტაციის დაძლევაში იხარჯება. იქნებ მოვიდა დრო, როდესაც ქართველმა მწვრთნელებმა სპორტსმენებს უნდა გაუმხილონ გრავიტაციის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენების შესასწავლი უნიკალური სისტემის, მენტალური მომზადების მეთოდიკა - „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“-ის არსებობის შესახებ?
სოსო
ამ შემთხვევაში სიზარმაცე არაფერ შუაში უნდა იყოს.ჩაკვეს შრომა არ ეზარება.სხვაში კი გეთანხმები და ამას ყველა სპეციალისტიც აღნიშნავს,რომ სრულფასოვანი კვება,სწორი ვარჯიში,რეჟიმის დაცვა და ბუნებრივი საფარი აუცილებელი მინიმუმია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის
ზაზა
გახსოვთ რა ამბებიბე ატეხეს თავის დროზე ჭანტურიაზე? ქართველი მესი,ბარსას მომავალი ვარსკვლავი და ა.შ. მაგრამ ეხლა სად არი? აუვარდა თავში და ურალიდან რო გაგიშვებენ რაზე უნდა ქონდეს პრეტენზია. ჩაკვეტაძეც მაგ სერიიდანაა.რომა,ბარსელონა,ინტერი და ბოლოს აღმოჩნდება რუსეთის ჭ კლასის გუნდში ან შვეიცარიაში. ინვალიდი ანანიძის მაგალითი სახეზეა
თენგო
როგორი იმედი გაგვიჩინა ამ ბავშვმა და ამანაც ტრამვები დაიწყო. მოჯადოებული წრეა თუ რა არის. თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ან ტრამვებშია ან თავს გაუვიდა და გაფუჭდა. საშველი აღარ უნდა იყოს? ქართველმა გულშემატკივარმა აღარ უნდა გაიხაროს?
გია1
ბოლოსდაბოლოს რა გახდა, რომ გიორგი წაიყვანონ ბარსას საუკეთესო ექიმებთან და ძირეულად შეამოწმონ, ნახავთ რა მალე მოარჩენენ. არა მგონია უარი გვითხრან. რამის მთელი მსოფლიოდან ჩადიან სპორცმენები, განსაკუთრებით ფეხბურთელები. საოცარი ექიმები ყავთ. გიორგი გამოჯამრთელებას გისურვბთ.
ზაზა
მშვენივრად ჩამოაყალიბეთ ყველამ მიზეზი,ჰო და იმიტომაც არ ყიდულობენ ქართველ ფეხბურელებს სუპერ კლუბები,რამეთუ იციან,ერთი "კაცური" შეჯახება და 4-5 თვე უნდა გაუცდეს... ერთი კალაძე გვყავდა ათლეტი და კი ითამაშა ფეხბურთი (რასაც ჰქვია)....
გულშემატკივარი
ტრავმები, ტრავმები... ნუთუ ეს ბიჭიც ჯანოსავით დაიტანჯება ამ ტრავმებით??? იმედია ვცდები. ჯანმრთელობას გისურვებთ ორივეს, მუსტანგის ფეხებს და ამტანობას
galaksi
დიეგო
galaksi
დიეგო
galaksi
ტამანგო
სტატუს ქუო
პრობლემაა აზროვნებაში,ჩემს ბავშვობაში ერთმანეთს ფეხებში ვუხათქუნებდით თამაშისას და ორი წუთის შემდეგ ისევ დავრბოდით გაუჩერებლივ.ეხლანდელი ბავშვები ფაფასუები არიან.
მერაბი
თუ დავაკვირდებით ყველა ჩვენს ახალგაზრდა იმედს ერთნაირი ტრავმიანობა აწუხებს. ყველაფერი ბავშვობის ასაკიდან დაშვებული შეცდომების გამო ხდება - არასათანადო ვარჯიშები, მოედნის საფარი, კვება და ბევრი სხვა. საგანგაშო სტატისტიკაა!

რა გახდა და არასათანადო პროგრამით, სტანდარტებით მომზადება. მხოლოდ ნიჭიერების იმედად ყოფნა არ არის საკმარისი. თუ ფიზიკურად 100%-ით სათანადოდ არ არის განვითარებული, უმაღლესი დონის გუნდში თამაშს ვერავინ მოახერხებს, რისი მაგალითიც მრავლად გვაქვს. ამიტომაც არის, ჩვენი ფეხბურთელების აბსოლუტურ უმრავლესობას ძირითადში თამაში სანატრელი აქვს
ზურა
ეს არიან ხელოვნურ კვებაზე გაზრდილი ბავშვები,რომლებსაც კალცის ნაკლებობა აქვთ ორგანიზმში,სუსტი სახსრები,ამას დამატებული ხელოვნურ საფარზე აღზრდილი ბავშვები,არასწორი სირბილი,არაპროფესიონალი მწვრთნელები,არასწორი განვითარება ფიზიკურად,ან სიზარმაცე ფიზიკურ დატვირთვებზე! ძირითადად ქართველი ფეხბურთელების 80 პროცენტს ეზარება ფიზიკური მომზადება და მხოლოდ ტექნიკის იმედზე არიან!
1
მართალი ხარ,თუმცა მხოლოდ ეგ არ უშველის საქმეს.ესეთ მოედნებზე და ესეთი მწვრთნელების დატვირთვის ქვეშ ვარჯიში(რათქმაუნდა ყველას არ ეხება,თუმცა უმრავლესობას),შემდეგ დიდობაში იჩენს ხოლმე თავს,რაც უმეტეს შემთხვევაში ცუდად სრულდება ხოლმე როგორც წესი. 8-10 წლის ბავშვს,რომ 2 საათი ავარჯიშებ დღეში ხელოვნურ საფარზე,რომელიც ფაქტობრივად ბეტონზე დაგებული ხალიჩაა უმეტეს შემთხვევაში და შემდეგ დამატებით დაიბარებ,რომ უჭირს და სხვას უნდა დაეწიოს,იმიტომ რომ ტრენერს თამაშები აქვს მოსაგები,რომ მშობლები კმაყოფილი იყვნენ,არ უნდა გაგვიკვირდეს,რომ ესეთი პრობლემები აქვთ ბიჭებს.გიორგის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
gg
ეს იმის ბრალია რომ ჩვენთან არ ხდება შესაბამისი მომზადება ადრეულ ასაკში კვება მედიკამენტები ფიზ მომზადება და ქვეყნის გარეთ ტალანტით სავსე ბავშვები ფაქტიურად მოუმზადებლები მიდიან ვერ უძლებენ მძიმე დატვირთებს. სავარაუდოდ ესეა. მბაპე რომ ახსენეთ ვერ ხედავთ როგორ არის ფიზიკურად მომზადებული ცხენივით არის ჩვენები ჩამომხმარი ფეხებით დარბიან და იღებენ ტრამვებს. იმედია არაფერია სერიოზული. უყურე პორველ ტაიმს და მართლაც რომ კარგად ითამაშა გიორგიმ.
Emigranti
Gmertma jamrteloba misces yoveltvis. Zogadad fiz momzadebis problema arsebobda tu arsebobs kide . Chamoiyvanon federaciam. Fiz momzadebis kvalificiuri espaneli. Ingliseli. Italieli. Cota meti gadauxadon da treeiningebi chautaron. Rom chamogyavt es po sabrchota kadrebi ra ubedureba
odala
შეუერთდა მგონი ჩაკვეტაძეც მარადპერსპექტიულების სიას. ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ თითქოს ეს ფილმი უკვე გვინახავს. ა ლა ოქრიაშვილი, ანანიძე, ზარანდია და ა.შ.
რა მაფიაა?
როგორ ახერხება მბაპე, 20 წლის ბიჭი ასეთ დონეზე ტრავმების გარეშე თამაშს, ან როგორ ახერხებს ასი წლის ბენზემა ამდენი ხანი ამ დონეზე ასე ტრავმების გარეშე თამაშს? რა გახდა ამისთანა ეს ამდენი ტრავმა... ეგ კიარა რონალდო კიჭამ, 4-ჯერ ჯოჯოხეთი გამოიარა და უმაღლეს დონეზე თამაშობდა ყოველ ჯერზე... სახელმწიფომ ფეხბურთში ჩადებული ფულის დიდი ნაწილი უნდა გაუშვას ფიზიოთერაპევტების და ფიზმომზადების ტრენერების გადამზადებაში უცხოეთში ჩემი აზრით...
"დავბრუნდი, რათა..." - მესი მოულოდნელად განახლებულ "კამპ ნოუს" ეწვია
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
ჩაკვეტაძე ისევ არ იყო განაცხადში - "უოტფორდი" მე-17 ადგილზე დაქვეითდა
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ
როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე? - ინგლისური გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა