ხორვატია-საქართველოს 3 ივნისის თამაშამდე ეს სიახლეები გულშემატკივრებსაც აიმედებს და ნაკრების მწვრთნელებსაც
რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ტრავმირებული ქართველებიდან თითქმის ყველა მომჯობინდა ან მალე დაუბრუნდება მოედანს. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა მოსკოვის ცსკა-სთან შეხვედრამდე "სპორტ-ექსპრესს" უთხრა, რომ მატჩს გამოტოვებს ჯანო ანანიძე, მაგრამ მას უკეთესობა ეტყობა და შესაძლოა, მალე მოედანს დაუბრუნდესო.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და მახაჩყალის "ანჟის" სკანდალური შეხვედრა (მეტოქეებს გარიგებას აბრალებენ) მეკარე ნუკრი რევიშვილმა გამოტოვა, მაგრამ ტრავმა უკვე მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის.

ოთარ მარცვალაძე კი სრულად გამოჯანმრთელდა, რამაც, ჩვენი არ იყოს, ნიჟნინოვგოროდული კლუბის თავკაცები ძალიან გაახარა.

გოჩა ხოჯავას შესახებაც დამაიმედებელი ცნობაა - შემდეგ ტურში "ვოლგას" ისიც დაეხმარება.

"კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი კი კრასნოდარში დაბრუნდა და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, რადგან საერთო ჯგუფში ვარჯიშს ჯერ უკრძალავენ. საბედნიეროდ, მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად წარიმართა და მოედანს მალე დაუბრუნდება. "ჯვაროსნების" ცენტრალური მცველი ორიოდე დღის წინ გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც საგანგებოდ მისთვის დამზადებული დამცავი ნიღაბი მოარგეს - სწორედ ამ ნიღბით ივარჯიშებს და ითამაშებს ამისულაშვილი, რომლის არყოფნაც კლუბს ძალიან დაეტყო.

ცხადია, ხორვატია-საქართველოს 3 ივნისის თამაშამდე ეს სიახლეები გულშემატკივრებსაც აიმედებს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსაც.

Tornike
გენაცვალეთ ბიჭებო!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე