ფოტოზე: მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია

თანამედროვე ფეხბურთის დაბადების ოფიციალურ თარიღად 1863 წელი ითვლება. სწორედ ამ წელს შეიქმნა ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია. ამ წელსვე დაწერეს პირველი საფეხბურთო წესები, რომლებშიც საუკუნე-ნახევრის განმავლობაში აშშ-ის კონსტიტუციაზე ნაკლები ცვლილება შევიდა.

ძნელია მტკიცება, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავიდან ვარდნები შემთხვევით დაცემას ჰგავდა, თუმცა ინგლისის ზურმუხტისფერ მინდვრებზე ასე არ იქნებოდა. ამის შემდეგ, ალბათ, ფეხბურთელებმა კარგად გააანალიზეს, რომ ვარდნა კარგი იარაღი იყო და ნელ-ნელა უკვე გააზრებულად დაიწყეს მისი გამოყენება. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდნენ სრულყოფილებამდე.

თანამედროვე ფეხბურთში ვარდნებს ყველგან იყენებენ, თუმცა განსაკუთრებით თვალისმომჭრელი მაინც მის სამშობლოშია. ნისლიან ალბიონზე გულშემატკივრები ყველა ნიუანსს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და აღტაცებით რეაგირებენ, როცა მოტოქე გუნდის შეტევას თავიანთი ფეხბურთელი უხეში ვარდნით ჩაჭრის. ინგლისი - ეს ხომ ფეხბურთის სამშობლოა და აქ შეგიძლია მიიღო სიამოვნება თამაშის ასეთი დაუნდობელი ელემენტით.

თვითონ ვარდნა, თუ განსკუთრებულ შემთხვევებს არ ვიპოვით, ცარიელ ადგილას არ ხდება. იმისთვის, რომ ვარდნა შედგეს, მისი ხელშემწყობი გარემოებები უნდა არსებობდეს. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სისწრაფე - ის ვარდნის შესრულების პროცესში გადამწყვეტი დეტალია.

მოდით, შევხედოთ. ფეხბურთელს, რომელიც ვარდნას ასრულებს, ორიდან ერთ-ერთი მიზანი აქვს ან ორივე ერთად:

1. წაართვას მეტოქეს ბურთი (ან შორს გადააგდოს)

2. წააქციოს მოწინააღმდეგე.

როგორც წესი, ვარდნას მცველები აკეთებენ. მათი ოპონენტები შემტევები არიან. მცველს კი ერთი მიზანი აქვს - არ უნდა გაატაროს თავდამსხმელი. ზოგიერთი მცველი ახლოში უდგას თავდამსხმელს, თუმცა ამ დროს არის დიდი შანსი, რომ მოულოდნელობის/სისწრაფის ხარჯზე გაასწროს თავმდამსხმელმა. ამიტომ მცველების უმეტესობა დისტანციაზე იჭერს ფორვარდს, რისი მიზეზიც არის შანსი, გაქცევის შემთხვევაში ფეხებში ვარდნით შეაჩერო მოწინააღმდეგე.

სხვადასხვა ქვეყანას თავისთვის დამახასიათებელი ფეხბურთი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსხვავებული ნიშნების პოვნა ძალიან ძნელია და ფეხბურთი სულ უფრო და უფრო ერთფეროვანი ხდება, მაინც არიან ქვეყნები, რომლებიც განსხვავებული შტრიხებით გამოირჩევიან. ეს განსხვავებულობა შესაძლოა გამოიხატოს დინამიკაში, ემოციურობასა თუ გოლების რაოდენობაში.

იტალიასა და ესპანეთში, სადაც თამაში მოკლე პასებით მიმდინარეობს, სხვა ჩემპიონატებთან შედარებით უფრო მეტი მსუბუქი ჯარიმა არის ხოლმე.

ინგლისსა და გერმანიაში, სადაც შეტევები ფლანგებიდან ვითარდება და ზონებს შორის დიდი ნაპრალებია, ვარდნები გაცილებით ნაკლები სიხშირით ხდება. სწორედ აქედან გამომდინარე, აქ გულშემატკივრებისთვის ვარდნებს განსსაკუთრებული ფასი აქვს. ტერი, კანტონა, კინი, ჯონსი... ამ გვარების გაგონებაც კი მეტოქეებისთვის კოშმართან ასოცირდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მწვრთნელები თამაშის წინ დარიგებებს აძლევენ ფეხბურთელებს, რომ არ დაივიწყონ ვარდნები და ტრადიციებს პატივი სცენ.

მოედნის რა ნაწილშიც უნდა გაკეთდეს ვარდნა, თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთელი, რომელიც ვარდნას აკეთებს, სუსტ პოზიციაშია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელია სუსტი, არამედ გარემოება არის ისეთი, რომ მას ვარდნის განხორციელება უწევს.

თუ ვარდნის მიზანი ბურთის მოედნის ფარგლებს მიღმა გადაგდებაა, ეს ნიშნავს, რომ დამცველი შეცდა მეტოქესთან დისტანციური თამაშის დროს.

თუ ვარდნა ჯარიმით მთავრდება, ლოგიკურად ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს და მისი გაჩერება აუცილებელია, თუნდაც ეს ბარათის ფასად დაგიჯდეს.

ვარდნის დროს ფეხბურთელი:

ა) საკუთარ მოძრაობას მატებს ინერციას;

ბ) ზრდის მის მიერ კონტროლირებად სივრცეს, რამეთუ ვარდნის დროს მას შეუძლია გამოიყენოს არა მხოლოდ ფეხები, არამედ სხეულის კორპუსიც;

გ) სისწრაფისა და მოძრაობის აგრესიულობის ხარჯზე გააზრებულად აქცევს მოწინააღმდეგეს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები აჩვენებს, რომ ფეხბურთელი, რომელიც ვარდნას ახორციელებს, საკუთარი მოქმედებით უპირატესობას იღებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლათინური ამერიკის ქვეყნები. აქ ტექნიკა მეკარეებსაც კი მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. ტექნიკა და სხეულში მოგზაური ცხელი სისხლი ყველა თამაშს დრამასთან აახლოებს. ვირტუოზული კომბინაციები უხეში ჯარიმებით ჩაიშლება ხოლმე; ულამაზეს გოლებს სასტიკი ვარდნები ამტვრევენ ფრთებს, ვარდნები, რომლებიც ხშირად გადაიქცევიან ტრავმებად.

რაც უფრო მეტი მაღალი დონის შემსრულებელია კლუბში, მით უფრო ნაკლებ ვარდნას აკეთებენ ისინი. მაგალითად "ბარსელონას" შემთხვევა ავიღოთ. ბურთის ტოტალურ კონტროლს ახერხებენ ურთიერთგაგების მაღალი ხარისხითა და უბურთო ფეხბურთელების სწორი მოძრაობით. ამას მივყავართ იქამდე, რომ უკვე პირველი ტაიმის ბოლოს მეტოქეები უკვე ფეხებში ურტყამენ.

მოწინააღმდეგეების დაღლილობა კი დამატებითი დეტალია იმისათვის, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვან და შესაბამისად, იკლებს ვარდნების აუცილებლობაც. მაგრამ, თუ "ბარსელონას" რომელიმე ფეხბურთელი ვარდნას ახორცილებს, როგორც წესი, ეს წარმატებით სრულდება, რადგან მოწინააღმდეგეზე მეტი ენერგია აქვთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისთავად ვარდნა, მისი ესტეტიკური სილამაზის გათვალისწინებითაც, ან შეცდომის შედეგია, ან შეცდომის თავიდან აცილების საშუალება. ყოველ შეთხვევაში, ვარდნას ის ფეხბურთელი ახორციელებს, რომელიც უფრო წამგებიან მდგომარეობაშია.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ "სუფთა" და ლამაზი ვარდნის გაკეთება ერთ-ერთი ურთულესი რამ არის ფეხბურთში და მას ყველა ფეხბურთელი ვერ აკეთებს. ალბათ, ბევრია ისეთი მოთამაშეც, რომელსაც ეს გამოსდის, თუმცა ჩვენ ერთ-ერთი მათგანის ვიდეოს შემოგთავაზებთ. დღეს ის უკვე მილანის "ინტერის" ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანია.

რაჯა ნაინგოლანის ვარდნები

Video

25.04.19 რაჯა ნაინგოლანის ვარდნები

მომზადებულია sports-ის მიხედვით

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა